"დიალოგი სიყვარულთან"

26 6 0
                                    

ჩაბნელებული ოთახი,სიჩუმე თუმცა საათის
დამაყრუებელი წიკწიკი. სიცივე,გაურკვეველი
დასახელების წამლები და ჭიქა ღვინო,რომელიც საცოდავად დაღვრილა სიძველისგან გაცრეცილ იატაკზე. სიცივე...საშინელი
სუსხი,რომელიც გოგონას თბილ სხეულზე ნებივრობს და სიმყუდროვეს ურღვევს.
ტირილისგან ლოყები ეწვის,გულიც
ეწვის,სულიც. ღვინის ჭიქას იღებს,სვამს და ცდილობს რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთქოს.
ჭიქის თავის
ადგილზე დაბრუნებას ცდილობს,თუმცა ხელიდან უვარდება და გაცრეცილი იატაკი წითლად იღებება.
გოგონა ტელეფონს იღებს ერთხანს დაყურებს ციფრებს,შემდეგ როგორღაც კრეფს და
რეკავს...

-გისმენთ?!
-სიყვარულს ვესაუბრები?
-არა მე ოცნება ვარ,სიყვარულის მთავარი პროდიუსერი. ახლავე დაგაკავშირებთ სიყვარულთან.

ორივე მხარეს საშინელი
სიჩუმეა გამეფებული შემდეგ მშვიდი ხმით იწყებს ვიღაც ან რაღაც.
-სიყვარული გისმენთ.
-შენთან შეკითხვები მაქვს სიყვარულო.
-გამარჯობა ელ. სად დაიკარგე დიდი ხანია
არ შეგიწუხებივარ.
-შენი მნიშვნელობა უმნიშვნელო
ხდება თანდათან.
-ეს არ გაძლევს უფლებას რომ აღარ ვიყო შენთან. ხომ იცი რომ ყოველთვის საჭირო ვარ... და რეალობა არაფერია ჩემს გარეშე.
- შენ მე ყველაზე დიდი ტკივილი მომაყენე,ახლა ვკვდები და ესეც შენი ბრალია.
-მე შენთან ვიყავი ელ როცა ყველაზე მეტად გჭირდებოდი, აკრძალული სიყვარულიც კი შესაძლებელი ვაქციე შენთვის,ნუთუ ეს საკმარისი არაა?!
- სიყვარული
არასდროს არის საკმარისი. ვერასდროს იქნება.
-რა უმადურები ართ ადამიანები,მთელს ცხოვრებას გილამაზებთ...გაბედნიერებთ და შემდეგ მსაყვედურობთ.
-არა,შენ ჩვენ დროებით ბენიერებას გვანიჭებ,შემდეგ გბეზრდება ადამიანი და მიდიხარ,თან კი ყველა და ყველაფერი მიგაქვს. გვაუბედურებ.
ჩვენთან მხოლოდ ოცნება რჩება...
-გასაგებია. გინდა,რომ აწმყო ოცნებად აქციო?
-შესაძლოა... ჰო
,რაღაც მსგავსი.
ალო...ალო... აღარ ისმის.
ხმა
მოულოდნელად გაწყდა,თითქოს ყველაფერი უმნიშვნელო
იყო. სიყვარუკს აღარ აინტერესებდა ელი არც ოცნებას ეწერა ახდენა.

გოგონამ ნელა დალია მწკრივად დაწყობილი აბები. ერთი შემდეგ მეორე. ყველაფერი უმნიშვნელო
იყო სამყაროსთვის და თავად გოგონასთვის. ერთი რამ კი ცხადი იყო... საათმა ნამვილად
შეწყვიტა წიკწიკი.

"დიალოგი სიყვარულთან"حيث تعيش القصص. اكتشف الآن