თავი 1

3.3K 87 14
                                    

  არსებობს მომენტები როდესაც რაღაც-რაღაცეებთან შეგუება გვიწევს, გვიწევს შევეგუოთ რომ ის რაც ოდესღაც არსებონდა შეიძლება ერთ დღეს გაუჩინარდეს.  ადამიანები მიდიან, მე კი დარწმუნებული ვიყავი რომ ის არ წავიდოდა, დღესაც დარწმუნებული ვარ, არჩევანი რომ ჰქონოდა ყველაფერს გაიღებდა თუმცა ჩემს წარსულის მოგონებად არ აქცევდა საკუთარ თავს. ყველაფერი მაშინ დაიწყო როდესაც სასწავლებლად ბათუმში დავაპირე გადასვლა. საკუთარ თავში დარწმუნებული ვიყავი და არ ვაპირებდი გრძნობებს ავყოლოდი, არ ვიყავი მზად ვინმესთან ურთიერთობის დასაწყებად, თუმცა როგორც ამბობენ, ცხოვრება ის არის რაც დაუგეგმავად შემოგიღებს კარს. ჩემს შემთხევაშიც ასე მოხდა.
                   თავი 1
  -გაიღვიძე ძილისგუდავ, შვიდი ხდება უკვე, შენ კი ბარგიც კი არ ჩაგილაგებია.
   -ორი წუთიც და ფეხზე ვარ.
   -არვიცი გახსოვს თუ არა,მაგრამ ნახევარი საათია ეს დიალოგი მეორდება, ახლა კი აბრძანდი და მოემზადე.
    -ვსიო ვდგები.
  საბანი გადამხადა,მეც უცებ წამოვხტი, ჩვეულებრივ ადრე ვდგები ხოლმე, მობილიზებული ადამიანი ვარ თუმცა გუშინ იმდენად გავერთე იმაზე ფიქრით თუ რა მელის ბათუმში, არც ჩალაგების დრო დამრჩა და არც გამოძინების. ბარგის ჩალაგება დავიწყე, მოიცა ჯერ დავფიქრდეთ რა შეიძლება სოფლელ გოგონას ქალაქში დასჭირდეს? არა ეს აშკარად არა, რათქმაუნდა არც ეს, ანდაც ეს რადმინდა, კი ამას ჩავდებ, წესით ესეც უნდა დამჭირდეს. ტანსაცმელი რა წავიღო საერთოდ? ჩემი გარდერობი ჯინსებით და გრძელი მაისურებით არის გადატენილი, მოიცა რას ეძახიან, ხო,ხო „ჰუდები“. გრძელ „კაპიშონიან“ ზედებში თავს ზე კომფორტულად ვგრძნობ. 10 წუთიც არ დამჭირვებია ბარგის ჩალაგებაში, სულ ორი ჩემოდანი მქონდა, ერთში ტანსაცმელები და აუცილებელი ნივთები მედო მეორეში კი წიგნები, განუყრელი მეგობრების გარეშე არსად დავდივარ. ჩემოდნებით ხელში ოთახიდან გავდივარ, მისაღებში დედა,მამა და ბაბუა დამხვდნენ. გავედი თუ არა დედას თვალზე ცრემლი მოადგა.
    -რა გჭირს დე, რამე მოხდა?!
    -არა ქეთათო, ეს სიხარულის ცრემლებია, რა უნდა უნდოდეს დედას მისი შვილის კარგ მომავალზე მეტად, უბრალოდ ძალიან დაგვაკლდები ამ დროის  განმავლობაში.
    ეს მითხრა და მეც ამეტირა, ჩავეხუტე, შემდეგ კი მამასთან მივედი.
    -მა,არაფერს მეტყვი?
    -რა უნდა გითხრა ძვირფასო, იცი რომ შენთვის ყველაფერი კარგი გვინდა, უბრალოდ გთხოვ იმედები არ გაგვიცრუო, დაე შენით ისევ ისე გვეამაყოს როგორც აქამდე ვვამაყობდით.  ბათუმში დაგჭირდებაო მითხრა და ხელში რაღაც კონვერტი დამაჭერინა, მასაც ძლიერ ჩავეხუტე.
    -მომენატრები ბა.
    -მეც ჩემო ციცქნავ, იცოდე არ დაგვივიწყო.
   ბაბუაჩემი ყველაზე თბილი ადამიანია მათ შორის ვისაც კი ოდესმე შევხვედრივარ, სწორედ მან შემაყვარა წიგნების კითხვა, შემაყვარა ყველაფერი რასაც დღეს დიდი სიამოვნებით ვაკეთებ, ერთი სიტყვით ჩემს დღევანდელ „მეობაში“ ყველაზე დიდი წვრილი სწორეს მას მიუძღვის, ძალიან დამაკლდება თუმცა რას ვიზამთ. ტაქსიც მალევე მოვიდა, ჩვენი დიდი, ყვავილებით აჭრელებული ეზო გავიარე, ყველას კიდევ ერთხელ დავემშვიდობე და მანქანაში ჩავჯექი, იმაზე ფიქრი არ მასვენებს თუ რა მელის იქ, ბინის ქირას ყოველთვიურად გამომიგზავნიან, უნივერსიტეტში კი ას პროცენტიანი დაფინანსება ავიღე და მშობლებს ეს ტვირთი მოვხსენი, ჩავალ თუ არა მუშაობის დაწყებაც მინდა, ქირასაც ჩემი ფულით გადავიხდი და აღარ შევაწუხებ ფინანსებთან დაკავშირებით. არ ვიცი რატომ,თუმცა რაღაც დიდის მოლოდინი მაქვს. მგონია რომ ეს ყველაფერი სრულიად შეცვლის ჩემს ცხოვრებას. შეცვლის ჩემს „მეს“. და საერთოდ ვინ ვარ? მე ქეთათო სანიკიძე ვარ,18 წლის, მთელი ცხოვრება სამეგრელოს სოფელში გავატარე, ყველაფერი კარგი ჩემთვის სწორედ სოფელთანაა კავშირში. ახლა კი ტაქსში ვზივარ და ქალაქისკენ პირველ ნაბიჯს ვდგამ, მეშინია, მეშინია რომ გამიჭირდება ქალაქელ საზოგადოებაში შერევა თუმცა არ მინდა გოგონებს დავემსგავსო რომლებიც თითოეულ ნაბიჯს „ინსტაგრამის“ ფოტოებისთვის დგამენ. ჩემი აზრით მათგან სრულიად განვსხვავდები, არასდროს მცმია მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელები, არასდროს მსმია მაკიაჟი, არასდროს მყოლია შეყვარებული.და კიდდევ ბევრი „არასდროს“ შეიძლება გამოვიყენოთ ჩემი ცხოვრების აღსაღწერად.
     ტაქსი გაჩერდა, ჩემი ჩემოდნები გადმოვიტანე და სამარშუტო ტაქსში გადავაწყვე,  ბილეთი შევიძინე, ჩანთიდან წიგნი ამოვიღე, მყუდროდ მოვკალათდი ჩემს ადგილას და კითხვას შევუდექი, წიგნმა იმდენად დამაინტერესა ვერც კი შევამჩნიე თუ რა უცებ გავიდა ორ საათ ნახევარი.გავჩერდით, სამარშუტო ტაქსიდან ფეხი ჩამოვდგი და იმწამსე დავიბენი, ისეთი ლამაზია,მრავალ ფეროვანი და თავბრუს დამხვევი.
       -ტაქსი ხომ არ გნებავთ?
       -დიახ დიახ.
       -სად მიბრძანდებით პატარა ქალბატონო?
       -მოიცადეთ ახლავე, სადღაც აქ უნდა მეწეროს. -ეს ვუთხარი და ჯიბიდან დაკუჭული ქაღალდი ამოვიღე სადაც ბინის მისამართი მეწერა.
        -აი აი აქ არის. ვიპოვე, ინებეთ.
        -მაშ წავედით? ბარგის ჩაწყობაში დაგეხმარებით!
        -გმადლობთ.
      ხუთი წუთის შემდეგ მანქანა გააჩერა, ფული გადავუხადე და ბარგი ამოვიღე, ირგვლივ მიმოვიხედე და ყველა ბინა ტყუპებივით ერთმანეთს გავდა, გავიკითხე ბინის ზუსტი ნომერი, მეპატრონე ზემოთ მელოდებოდა. მესამე სართულზე ვაი ვაგლახით ავათრიე ჩემოდნები და დაღლილ-დაქანცულმა კარებზე დავაკაკუნე. კარი 35-40 წლის კარგად გამოწყობილმა დედაკაცმა გამიღო.
      -შენ ალბათ ქეთი ხარ.
      -დიახ, ქეთათო, სასიამოვნოა.
      -შემოდი შიგნით, დაგათვალიერებინებ აქაურობას. -ჩემოდნები შევდგი და მას გავყევი.
      -ეს სამზარეულოა, შენთვის ყველა საჭირო ნივთი გექნება, ეს მისაღებია, მაგიდა იშლება, ეს კი საძინებელია, კედელს შევუხამე და ვარდისფერი თეთრეული გადავაფარე, სააბაზანოც აქვეა, იმედია კმაყოფილი დარჩები.
      -დიახ რათქმაუნდა, გმადლობთ.
      -უბრალოდ გთხოვ რომ თუ მწეველი ხარ ოთახები ხშირად გაანიავე.
      -არა ქალბატონო, არ ვეწევი.
      -მშვენიერია, კარგი მაშ დაგტოვებ, კარადები ცარიელია, შეგიძლია ტანსაცმელი შეაწყო.
    -უღრმესიმადლობა,დაგემშვიდობებით.
      -დროებით.
    ბინა მართლაც მომეწონა, არც თუ ისე პატარაა, პირიქით, ჩემთვის ზედმეტად დიდია. ტანსაცმელი ამოვალაგე, კარადაში შეწყობამდე კი დედას დავურეკე.
     -რა ქენი დედი, ჩახვედი?
     -კი დე ჩავედი, ბინაშიც ამოვედი უკვე.
     -როგორი ბინაა,შენ მოგიკვდეს ჩემი თავი, საჭმელს ვინ გაგიკეთებს, ჩადი ეხა მაღაზიაში და ამოიტანე პროდუქტები, მშიერი არ იყო იცოდე. -მის ასეთ გადაჭარბებულ მზრუნველობაზე მეცინება ხოლმე.
     -მაცივარი სავსე დამხვდა, მშვენიერი და კოხტა ბინაა, არ ინერვიულო ჩემზე.
     -კარგი მაშინ დაისვენე,მოგიკითხა ყველამ.
     -კარგი დროებით, მეც მომიკითხე. მოიცა არ გათიშო.
     -რამოხდა?
     -ცოტას გავივლითქო ვიფიქრე, იქნებ რამე მსუბუქი სამუშაო შემხვდეს და ჯიბის ფულიც მექნება. რას იტყვით?
     -დრო დედა დრო? საიდან მოიტან დროს? არ ჯობია ჯიბის ფული ჩვენ გამოგიგზავნოთ და სწავლაზე კონცენტრირდე?
     -მირჩევნია ჩემით გამოვიმუშავო, დროს კი როგორმე ვიპოვი.
     -ჰო როგორც გინდა მაშინ.
   გავუთიშე და სამზარეულოში შევედი, მაცივარში იმდენი რამე იდო არც კი ვიცოდი ხელი რაზე დამედო, ეტყობა რომ მზრუნველი ქალია, წინააღმდეგ შემთხვევაში ასე არ მოიქცეოდა. საბოლოოდ ნაყინზე შევჯერდი, კოვზი ავიღე და ჭამა დავიწყე. პარალელურად ინტერნეტში ვაკანსიებს ვათვალიერებდი, რამოდენიმე ხელსაყდელი ვარიანტი შემხვდა,ყველაზე დავრეკე თუმცა კადრები აყვანილი ჰყავდათ, ბოლო იმედი კი მიმტანის ადგილი იყო, 5-იდან 12-საათამდე.იმედია ეს მაინც არ იქნება დაკავებული.დროც მაწყობს და როგორც მივხვდი არც თუ ისე შორსაა.დავრეკე და მითხრეს რომ კადრები მათაც აიყვანეს თუმცა თუ ადგილები გათავისუფლდებდებოდა შემატყობინებდნენ.ახლა კი ისღა დამრჩენია დავჯდე და ველოდო.3 დღეში უნივერსიტეტიც მეწყება და მერე უკვე უსაქმურად ჯდომის და უაზრობებში დროის გაყვანისნდრო აღარ მექნება.
   დადადადამმ, როგორც იქნა ჩემი ნადღაპნების კვლავ გამოქვეყნება გადავწყვიტე. რას ფიქრობთ მთავარ პერსონაჟზე, ქეთათოზე? თქვენი აზრით გაუჭირდება ცვლილებებთან შეგუება? იმედია დაგაინტერესებთ🥰💕

და ისევ შენ (დასრულებული)Where stories live. Discover now