დასასრული

1.2K 62 62
                                    

  -გააგრძელე მოყოლა.
  -ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მტკივნეული მომენტი აღმოჩნდა. სწორედ მაშინ მოხდა ეს როდესაც მის გამოჯანმრთელებაში უკვე ასი პროცენტით ვიყავი დარწმუნებული. მთელი ექვსი თვის განმავლობაში არანაირი უკუჩვენება. არაფერი უთქვამს. ბედოერი ადამიანის როლს თამაშობდა. უკვე ყველანაირი ეჭვი მქონდა გაქარწყლული. იმ წამს ჩემს სულსა და მთლიანად ჩემს ცხოვრებას ალი მოედო. სწორედ მაშინ მივხვდი რომ ირაკლისთან ერთად ყველაფერი დავკარგე. უბედური ვიყავი. ჩემი ცხოვრების ერთადერთმა სიყვარულმა დამტოვა. ვიაზრებდი რომ ვეღარასდროს ვნახავდი. ვეღარასდროს შევეხებოდი. ვეღარასდროს ვიქნებოდი ბედნიერი მისით თუმცა შემდეგ ის გაჩნდა. ირაკლის ნაწილი და ერთადერთი რამ რაც მისგან დამრჩენოდა. სასოწარკვეთილი ვიყავი თუმცა ცხოვრებას ვაგრძელებდი მის გამო. უფროსწორად ეს უბრალოდ არსებობა იყო. "რადა" ჩემს შავ-თეთრ ცხოვრებაში ერთადერთი ფერადი წერტილი იყო. დღეს კი ირაკლის სიკვდილიდან თითქმიდ 3 წელი გავიდა მე კი არაფრით ვგრძნობ თავს უკეთ.
   -ქეთათო შენ ცხოვრება უნდა გააგრძელო. ჯერ კიდევ ახალგაზრდა ხარ. უსაყვარლესი გოგონა გყავს რომელსაც ყველაფერზე მეტად სჭირდები. შენ არ უნდა დანებდე. თავს უნდა მისცე უფლება რომ უკეთესობისკენ წახვიდე. მერწმუნე შენი ასეთი მდგომარეობით არა მხოლოდ საკუთარ თავს არამედ რადასაც უნადგურებ ცხოვრებას. საკუთარი თავი უნდა შთააგონო რომ დღეს თუ არა ხვალ ყველაფერი კარგად იქნება მე კი როგორც შენი ფსიქოლოგი ვალდებული ვარ ამაში დაგეხმარო.
    წლები გავიდა მას შემდეგ რაც არც მშობლებთან მაქვს კონტაქტი და არც ჯაბასა და თათასთან ერთადერთი რამ რაც მათ შესახებ ვიცი არის ის რომ ორი წლის წინ დაქორწინდნენ. არც კი იციან რომ მე და ირაკლი დავქორწინდით. რომ ის გარდაიცვალა და რომ ახლა გოგონა მყავს სახელად რადა.
     3 წლის განმავლობაში ვიტანჯებოდი. ვიცოდი რომ როგორც არ უნდა მეცადა ამას ვერ შევცვლიდი. მე არარაობა ვიყავი ირაკლის გარეშე. ხოლო არ მინდოდა რომ ჩემს გამო რადაც დატანჯულიყო. ხელში კალამი მოვიმარჯვე და წერას შევუდექი.
   "თათა ძვირფასო. პირველი კითხვა რომელიც გაგიჩნდა ალბათ ის არის ცოცხალი ვარ თუ არა. კი ცოცხალი ვარ. ვეცდები რამენაირად თავი გავიმართლო. ირაკლის კიბო აღმოაჩნდა. ჩიკაგოში გაემგზავრა. მკურნალობის გამო იქ მოგვიწია დარჩენა შემდეგ კი როდესაც დავრწმუნდი რომ ის კარგად იყო მოგზაურობა დავიწყეთ. სხვადასხვა ქვეყანასა და ქალაქში. თავს უფლება მივეცი ფრთები გამეშალა და გაუჩერებლად მეფრინა. შემდეგ ჩვენ დავქრწინდით. ოჯახი შევქმენით. ოჯახი რომელიც ირაკლიმ დატოვა. თავს მაჩვენებდა თითქოს კარგად იყო ამდროს კი ყოველდღე უფრო და უფრო უახლოვდებოდა სიკვდილს. უფრო და უფრო მშორდებოდა. ქორწინებიდან ექვსი თვის შემდეგ ფეხმძიმობის ტესტი ჩავიტარე რომელიც დადებითი აღმოჩნდა. მისი გული კი სწორედ მაშინ გაჩერდა როდესაც კიბეებზე მივაბიჯებდი რათა მისი სახე მენახა როდესაც ამ  ამბავს ვაცნობებდი. მარტო დავრჩი. სრულიად მარტო. აღარაფერი გამაჩნდა ბავშვის გარდა რომელსაც მუცლით დავატარებდი.  რადა უკვე  ორი წლისაა. მას კი ადამიანი სჭირდება რომელიც ბედნიერ წუთებს აჩუქებს და არა ცხოვრებას გაუნადგურებს. მისთვის მე მხოლოდ ზიანის მიყენება შემიძლია. სასოწარკეთილი ვარ. ირაკლის გარეშე უბრალოდ მოსიარულე გვამი ვარ. ვერ შევძლებ. ვერ შევძლებ რომ მისთვის ისეთი დედა ვიყო როგორსაც იმსახურებს თუმცა შენ და ჯაბა იქნებით ის მშობლები რომელიც მას გააბედნიერებს. მაგრამ არ დაავიწყოთ მას ჩემი თავი. მოუყევით ჩვენი სიყვარულის შესახებ. ჩემსა და ირაკლიზე მოუყევით"
     ამის გარდა კიდევ თექვსმეტი წერილი დავწერე ჩემი გოგონასათვის. ყოველ დაბადების დღეზე ერთ წერილს მიიღებს. ასე კი მას ეცოდინება თუ როგორ მიყვარდა. როგორ ვისურვებდი რომ ჩემს წინ გაზრდილიყო. ჩემი ყოველი გრძნობა, სურვილი, ოცნება მასზე, ყველაფერი ამ წერილებში ჩავაქსოვე და მას დავუტოვე.
   სამი დღის შემდეგ ქეთათოს გვამი ირაკლის საფლავზე იპოვეს. ერთადერთი გზაღა დარჩენოდა. თვითმკვლელობა. იმედი ჰქონდა რომ იქ მაინც შეხვდებოდა ირაკლის. მან ცხოვრება მიუძღვნა სიყვარულს და ამავე მიზეზით დაემშვიდობა სიცოცხლეს.
   ნუ მოკლედ, ეს არის დასასრული. ვიცი ზედმეტად ბანალური და ტრაგიკულია, თუმცა თავანვე ასეთი იყო იდეაში. დიდი თხოვნა იქნება თითოეულმა მკითხველმა დაწეროს კომენტარებში მათი საბოლოო შთაბეჭდილება. ძალიან მიყვარხართ და მადლობას გიხდით თითოეულს რადგან ჩემს ნაჯღაპნს დრო დაუთმეთ❤❤❤❤

და ისევ შენ (დასრულებული)Where stories live. Discover now