თავი 2

1.3K 73 15
                                    

      ლოდინში დამეძინა კიდევაც, როდესაც გავიღვიძე თითქმის შუა ღამე იყო, გამოძინებულს დაწოლის თავი აღარ მქონდა და ისევ და ისევ წიგნებს დავუბრუნდი, მთელი ღამე წიგნების კითხვაში გავატარე, სიმართლე გითხრათ ზარის ლოდინში უფრო. საათს რომ შევხედე ცხრა დაწყებული იყო, სააბაზანოში შევედი, მოვწესრიგდი და ტოსტი გავიკეთე, თან ახალი რჩევა-დარიგებებით დახუნძლულმა დედამაც დამირეკა, ვეცადე მალევე გამეთიშა, არ მინდოდა თუ სამუშაოდან დამირეკავდნენ ხაზი დაკავებული ყოფილიყო. მოვემზადე და გარეთ გავედი, ისეთი ლამაზი ყოფილა ბათუმი, მომინდა მთელი დღის განმავლობაში ბათუმის ქუჩებშს მეარა, უბრალოდ მეარა და დამეთვალიერებინა, მეტი არაფერი. იმდენად თვალის მომჭრელია აქაურობა, მრავალფეროვანი. უცებ ზარის ხმა გაისმა და ჯიბიდან ტელეფონი ამოვიღე, ჩემი ბიძაშვილი რეკავდა.
      -ხო ჯაბა.
      -მისმინე, რასშვრები?! ბათუმში როდის მიდიხარ?
      -2 დღეა აქ ვარ, უფრო ხშირად რომ მკითხულობდე გაიგებდი.-ეს  ვუთხარი და ყურმილი დავკიდე, გაუჩედებლად რეკავდა. ბოლოს კი ტელეფონი ავიღე, არც დამიხედავს და იმ სიდიდეზე დავუღრიალე ლამის ავყარე მთელი ბათუმი.
     -ხოო, რაგინდა რაა?!
     -სამუშაოს თაობაზე გირეკავთ, ადგილი განთავისუფლდა თუმცა როგორც ჩანს არ გსურთ. -როდესაც მივხვდი რომ ეს ჯაბას ხმა არ იყო შემრცხვასავით.
     -არა, არა. რასამბობთ?! უბრალოდ სხვისასში ამერია თქვენი ზარი. როდის მოვიდე?
     -ხვალ მოდი, როგორც მიუთითე უნივერსიტეტის მოსწავლე ხარ, ხოდა ლექციების შემდეგ გამოგვიარე.
     -კარგი, როგორც იტყვით.
   ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, აღარც გასეირნება მინდოდა და აღარც ბათუმი და მისი ლამაზი ქუჩები მახსოვდა.სახლში ავირბინე, დედასაც გადავურეკე და გამოძინება გადავწყვიტე, პირველი კურსის პირველი დღე მაინც სხვაა. მაღვიძარაც დავაყენე და თვალები უდარდელად დავხუჭე, რამდენიმე საათის შემდეგაც კვლავ უდარდელად გავახილე. რომ ვთქვა ვემზადებოდი დიდი ხანითქო ტყუილი იქნება. პირველივე რაც ხელთ მომხვდა ავიღე და ჩავიცვი, არც მაკიაჟს მივკარებივა.(მიუხედავად იმისა რომ იმ ქალმა,მგონი მთელი პარფიუმერიის მაღაზია დამიტოვა). საჭირო ნივთები ავიღე და საფეხურებზე სიმღერ-სიმღერით ჩავედი.გაჩერებაზეც ამღერებული მივედი, ავტობუსში ავედი, და უნივერსიტეტთან ჩამოვედი, ეჰ რამსიდიდეა, მიდი და აქ რამე იპოვე. ცენტრალური შესასვლელიდან შევედი. ლექციებმა მშვენივრად ჩაიარა. დასრულების თანავე სახლში ავედი, ვისადილე და ტაქსი გამოვიძახე, ხელში ფურცელზე ამოწერილი, ბარის მისამართი დავაჭერინე, და „აქ მივდივარ“-მეთქი დავაყოლე. მივედი თუ არა ვიღაც გოგო გამოვარდა.დაახლოებით ჩემი ასაკის იქნებოდა.
     -მოდი მოდი მალე.
     -გამარჯობა.
     -ქეთი ხარ ხო?
     -ქეთათო.
     -სასიამოვნოა, მე თათა ვარ,დღეიდან ერთად ვიმუშავებთ, ახლა კი ეს ჩაიცვი.გასახდელი იქით არის.
    გასახდელში შევედი,ბევრი მზადება არც დამჭირვებია, მალევე გამოვედი.
     -მზად ვარ.
     -კარგი, მისმინე ეხა, ანუ იმ წინა მაგიდებს მე მივხედავ, იმათ შენ მიხედე.
    -როგორც გინდა.
  23:30
    -თათა, ეს ტიპი ვინ არის? რაც მოვედი იმის მერე მანდ ზის!
    -არ ვიცი,ვერ ვხედავ, სიბნელეა და თან ეს დისკოს ფერადი ნათებები სახეს უფარავს.
    -უცნაურია, სახლი არაქვს თუ რაუნდა ამდენ ხანს აქ, დაცარიელდა ბარი და ეგ ზის მარტო. -მთელი დღის განმავლობაში უბრალოდ იჯდა და სვამდა, მართლაც უცნაურად მეცვენა, ერთ მომენტში ისიც ვიფიქრე ხომ არ გამოველაპარაკო, იქნებ დახმარება სჭირდება მეთქი.
    -ხო რავიცი ერთი, რაში გვაინტერესებს, იჯდეს. აუ ძაან მეტკინა ფეხები რა, ლექციაზეც არ ვყოფილვარ დღეს, აქ ვარ დილიდან. შეხე რაღაცა უნდა მგონი, აუ გთხოვ მიდი რა კითხე, ძლივს ვექანები.
    -კი რა პრობლემაა.
  __________________
    -გისმენთ, რას ინებებთ?
    -ვისკი მომიტანე 2. -მისმა მკაცრმა და ბოხმა ხმამ ჩემში აღელვება გამოიწვია თუმცა სახე მაინც ვერ დავინახე.
    -ახლავე.
  __________________
    -გაგა ვისკი უნდა ორი.
    -კაი დამელოდე, ლანგარზე დაგიწყობ ბარემ რომ არ იწვალო.
     ფეხზე მაღლები მაცვია, ისედაც ფეხები დატყდომამდე მაქვს უკვე მისული, მაგრამ ოღონდაც არ შევიმჩნიო და მივფარფატებ არხეინად და უფს. სადარის ლანგარი და ვისკი?  არ არის! რატომ? იმიტომ რომ ქეთათომ მისი მოუხერხებლობის გამო ფეხი რაღაცას წამოკრა ახლა ორი ჭიქა ვისკი კლიენტის პიჯაკზე ასხია.
       -ოუ ოუ, რას აკეთებ? ხომ არ გაგიჟდი შენ?
       -ბოდიშს გიხდით, შემთხვევით მომივიდა.
       -აქ შემთხვევითობების ადგილი არ არის, რაც არ იცი არ უნდა შეეხო. -ბრაზმა მომიცვა, გასაგებად ვუთხარი შემთხვევით მომივიდა მეთქი, ეს კი შეტევაზე გადმოდის.
    უცებ იქაურობა განათდა, მისი ყავისფერი თვალები შუქს ირეკლავდნენ, თუმცა ისეთი ბრაზით მიცქერდა რომ ამ ყველაფრის ფონზე ყველანაირი ქარიზმა დაეკარგა.
       -ბოდიში ხომ მოგიხადეთ? რაღა ვქნა? ძალით აშკარად არ გადამისხამს.
       -ბედავ და მეპასუხები? იცი მსინც ვის ესაუბრები? გათავისუფლებული ხარ.
       -კი მაგრ...... -სიტყვის დასრულებაც არ მაცადა, 2 ჭიქა ვისკის გამო სამუშაო დამაკარგვინა, არც კი ვიცოდი რომ ის იყო აქაურობის უფროსი, რომ მცოდნოდა საერთოდ არ მივიდოდი, მოვიმიზეზებდი მაინც რამეს, ახლა კი ისევ უმუშევარი ვარ, მშობლების ჯიბის შემყურე. გამოვიცვალე, დავემშვიდიბე ყველას და წამოვედი. და საერთოდ როგორ მესაუბრებოდა? ნუთუ ის ფაქტი რომ თვითონ უფროსია მე კი ხელქვეითი ყველაფრის უფლებას აძლევს, მდიდარი მამიკოს ბიჭები.
     მეორე დღეს  უნივერსიტეტიდან გამოვდიოდი როდესაც უცხო ნომერმა დამირეკა.
       -გისმენთ.

და ისევ შენ (დასრულებული)Where stories live. Discover now