სიჩუმეს ქვითინი არღვევს.
მძიმე, გულში გამჯდარი, სულში ჩამღწევი.
მეც ვტირი. ისიც.
ზღვის ნაპირზე, ქვიშაში ამოგანგლულები ვსხედვართ, მაგრამ ტალღების ხმა არც ერთს არ გვესმის.
ამ წამს არცერთს არ გვინდა ცხოვრება. ვკანკალებთ.
სიცივისგან თუ ემოციებისგან, არ ვიცი. ალბათ, ორივე.
- მა..მამა ყოფილი სამხედროა - ჩურჩულებს აკანკალებული ხმით, მის ხმაში იმდენივე ტკივილია, რამდენიც ზღვას აავსებდა.
- და?
- შემიძლია, იარაღი ვიშოვო. - უხმოდ ვუყურებ, ისიც თავს წევს და თვალებში მიყურებს. სახე გაქვავებული აქვს, თითქოს, არაფერს გრძნობს, მაგრამ ცრემლები მაინც სდის. - ხვალ სკოლაში არ მოხვიდე.
ჩუმად დგება. სხეულიდან არც კი იფერთხავს ქვიშას, გზისკენ ტრიალდება და რამდენიმე ნაბიჯს დგამს.
მისთვის ყველაფერი სულერთია.
ჩემთვისაც.
ნელა, ზანტად, აუჩქარებლად მიემართება მთავარი გზისკენ.
ისე, თითქოს ამაზე სწრაფად არ შეუძლია სიარული. ნასვამივით დგამს ნაბიჯებს
წაიქცევა... ადგება. ისევ წაიქცევა და ადგება.რამდენიმე წუთი ვუყურებ, ვხვდები, რის გაკეთებას აპირებს ხვალ და ვიცი, რომ დამნაშავედ არ მთვლის ამ ამბების შემდეგ... ვხვდები, რომ ორივე მსხვერპლი ვართ.
მასწავლებელების.
კლასელების.
სკოლის.
სისტემის.
ნელა ვდგები და მისკენ მივდივარ. როცა მხედავს, რომ მივყვები, ჩერდება და ინტერესით მაშტერდება.
- ბექიონ, შეგიძლია, მეორე იარაღიც იშოვო?
- შენც?
- მეც.
- ამის გაკეთების შემდეგ თავის მოკვლას ვაპირებ.
YOU ARE READING
The Class | EXO
Short Story🟡 დასრულებულია 🟡 აქ სახელები არაა მთავარი, აქ არც ადგილია მთავარი... აქ მხოლოდ ისტორიაა მთავარი. ისტორია ორ გატეხილ ბიჭზე, რომლებმაც გადაწყვიტეს სხვებიც გაეტეხათ. ბეტა : Goddessedaway ⚠️აიდოლის ხასიათები და ქცევები არ შეესაბამება მის ნამდვილ ქცევ...