= პირველი თვე =
- გამარჯობა, მე ბიონ ბექიონი ვარ! იმედია, დავმეგობრდებით!- ღიმილით წარმოთქვა და თავი დაგვიკრა.
მაშინვე, მისი გულწრფელი და ღია ღიმილს დანახვისას, გავიფიქრე, რომ ძალიან მხიარული და მეგობრული იქნებოდა და მასთან დამეგობრება ნამდვილად ღირდა.
- გოგოს ჰგავს - გაისმა დამცინავი ხმა ჩემ უკან.
- ვერ ვიტან მისნაირებს. - დაეთანხმა მეორე კლასელი. მათკენ მივტრიალდი და ხმის ამოღებას ვაპირებდი, როცა განაჩენი გაისმა - უეჭველი გეია.
- როგორც ჩანს, ახალი გასართობი ვიპოვეთ. - ჩაიცინა ჩემ გვერდით კრისმა. კბილები ერთმანეთს დავაჭირე, რომ ხმა არ ამომეღო და ხელები დავმუშტე.
კარგია, რომ უმცროს კლასელებს თავს დაანებებდნენ, მაგრამ ის გაუძლებდა კი მათი მხრიდან დაცინვას?
მათ სამეგობროში სრულიად შემთხვევით აღმოვჩნდი - როცა კრისის დასთან დავიწყე შეხვედრა და შეყვარებულები გავხდით... ორი წლის წინ.
დიდად არცერთი არასოდეს მომწონდა და მათ გართობაში არასოდეს ვიღებდი მონაწილეობას, მაგრამ მათთან ურთიერთობას მაინც განვაგრძობდი.
მხოლოდ ეს ბოლო წელი მჭირდება ისინი - როცა უნივერსიტეტში ჩავაბარებ, მათკენ აღარც კი გამოვიხედავ.
ახლა კი, როცა კლასში ერთადერთი ვარ, ვინც მდიდარი არაა და უნივერსიტეტისთვის რეპეტიტორებთან ვერ ემზადება, ისინი, მათი კონსპექტებით, ისე მჭირდება, როგორც არასოდეს.
- რა იყო, მოგეწონა? - დამცინავი ხმა ყურს მჭირს. ვცდილობ, გავუცინო, "სულ ერთია" სახე მივიღო, რომ არ დამეტყოს - ბიჭი მეცოდება - და კარგადაც გამომდის.
- გასართობად კარგი იქნება. - ვლუღლუღებ და საკუთარი თავი მეზიზღება. მასწავლებელი ჩვენ გვიყურებს და ვიცი, ფიქრობს, რომ მეც მათნაირი ვარ... მინდა, ვიყვირო, რომ მათნაირი არ ვარ, მაგრამ არ შემიძლია.
YOU ARE READING
The Class | EXO
Short Story🟡 დასრულებულია 🟡 აქ სახელები არაა მთავარი, აქ არც ადგილია მთავარი... აქ მხოლოდ ისტორიაა მთავარი. ისტორია ორ გატეხილ ბიჭზე, რომლებმაც გადაწყვიტეს სხვებიც გაეტეხათ. ბეტა : Goddessedaway ⚠️აიდოლის ხასიათები და ქცევები არ შეესაბამება მის ნამდვილ ქცევ...