თავი 9

172 19 4
                                    

- ბინტები ჯერ არ მოგიხსნია და წვიმაში დარბიხარ? - საკურას ჩუმი ხმა გაისმა ბნელ ოთახში. მეგობარს ახალი ტანსაცმელი შემოიუტანა.

- საკურა - გაეცინა მინსუს - რა ჭრილობა ესაა? - თეთრი მაისური გადაიცვა გოგონამ. - უბრალოდ ნაკაწრია

- კარგად რომ დაემიზნებინათ ჭრილობა იქნებოდა.

- ჰო, მაგრამ უბრალოდ ტყვიამ გამკაწრა.. თან დარწმუნებული ვარ რომ უბრალოდ გაუვარდათ...

- სუმინ... რატომ არ მეუბნები რა მოხდა?

- გითხარი უკვე. შენ კი ყველაფერი პოლიციას მოუყევი თურმე...ამიტომ აღარ გენდობი საკურა - სუმინმა ირონიული ღიმილით უპასუხა საკურას შეკრულ წარბებს.

- იმიტომ ვუთხარი რომ გამოეშვით. - სასოწარკვეთილმა საკურამ წარბები მაღალ აზიდა

- ვიცი, მაგრამ მე ერთი ღამე იქ არაფერი მომივიდოდა... და აი კრისმა რომ გაიგოს, რომ პოლიციამ იცის იმ ღამის შესახებ... ნამდვილად არ მაცოცხლებს.

- მანამდე უნდა დაიჭირონ ეგ კრისი!- სუმინმა ჩუმად შემოიცვა ქურთუკი და კეპისკენაც გაიწია.

გამოცდების პასუხების გამოქვეყნების დღე ახლოვდებოდა, მაგრამ სუმინი ცდილობდა მაზე არ ეფიქრა და ამის მაგივრად თავის ფიქრების ნაკადს სხვა მიმართულებით გზავნიდა. ეს მიმართულება კი რა თქმა უნდა ფულის შოვნა იყო. ჰო, ამჯერად სეჰუნზე ფიქრის დრო არ ჰქონდა. სწორედ ოფიცრის მიერ გამოწერილი ჯარიმების გადახგის ვადები იწურებოდა, სუმინს არანაირად არ უნდა გადაეცილებინა გადახდის დრო.

ამიტომ გადაწყვიტა ისევ კლუბებში გაეთენებინა ღამეები, იქნემ მომღერალი, მსახიობი ან სულაც პოლიტიკოსი გამოეჭირა არაფხიზელ მდგომარეობაში...

მოსაღამოვდა, ეს კი მხოლოდ ერთს ნიშნავდა, სუმინჯს ღამის ცხოვრება ცოცხლდებოდა.. მაღვიძარამ ღამის თერთმეტ საათზე დარეკა და ახალდღვიძებულმა გოგონამ დაიწყო სანადიროდ მზადება. თავისი პატარა, კომპაქტური კამერა ხელში მოიმარჯვა, მოკლე კაბა დიდ ქუსლებს შეუხამა და ტელეფონში სეულის კლუბების სიას დაუყვა.

make me shut upDonde viven las historias. Descúbrelo ahora