დასასრული

634 59 41
                                    

''გულს შენი შეგრძნება სწყურია ისევ, ჩემი სული შენს გამო კვდება,თვალები შენს გამო ცრემლებად იღვრება, ხელებგაშლილი გელოდები როდის მოხვალ ისევ და მაგრძნობინებ რაც პირველად ვიგრძენი''

{რამოდენიმე თვის შემდეგ}

 ღამის 2 საათია, სახლში სრული სიწყნარეა, მაგრამ, ეს დიდი ხნით არ გრძელდება ამ სიწყნარეს ტელეფონის ხმა არღვევს.

-გისმენთ-ძლივს გასაგონი ხმით უპასუხეს ტელეფონს.

-გამარჯობათ ბოდიშით რომ ამ დროს გაწუხებთ ოფიცერი ჯონ ჰოსოკი.. ჯეონ ჯონგუკი მინდოდა, სწორად ვრეკავ?

-სამწუხაროდ სხვაგან მოხვდით..

-მაგრამ არა მგონია ასე იყოს რადგან ამ ნომერზე ეს ადამიანია დაფიქსირებული.

-საიდან გაიგეთ ნომერი?საერთოდ რატომ რეკავთ აქ?გითხარით რომ სხვაგან მოხვდით!

-ბატონო ძალიან გთხოვთ დამშვიდდით. მე ისეთი არაფერი მითქვამს თქვენთვის რომ ხმას აუწიოთ! ფსიქიატრიულიდან გირეკავთ. აქ გარდაცვლილი ადამიანის სხეული იპოვეს!მის ტელეფონში კი თქვენი ნომერი ვიპოვეთ!როგორც ჩანს არავინ ყოლია ამ საწყალს რადგან მხოლოდ ეს ნომერი ეწერა, სამწუხაროა რომ ესეც არ აღმოჩნდა მისი ახლობელი ან ვინმე ვინც მას მოაკითხავდა-დანანებით თქვა ოფიცერმა უკვე გათიშვას აპირებდა როცა...

-მითხარით მისამართი!

მისამართის გაგების შემდეგ ბიჭის სხეული მაშინვე მანქანისკენ გაიქცა რომ დროულად მისულიყო ადგილზე. ვერ იჯერებდა რაც ახლა გაიგო ის დაწყევლილი დღე გაახსენდა. თვითონაც არ იცოდა რატომ, რატომ ფიქრობს რომ ეს ჯიმინია იქნებ ეს არ არის ჯიმინი და უბრალოდ ერთი ჩვეულებრივი პაციენტია? და არა ჯიმინი ოღონდ ჯიმინი არა! მაინც ახსენდება ის დღე და ფიქრობს რომ არ უნდოდა იმ ყველაფრის თქმა!უბრალოდ შეეშინდა რომ,დედამისი ჯიმინს რამეს დაუშავებდა. ამიტომ მისი გაშვება გადაწყვიტა სამუდამოდ. ეგონა ამით ორივე გათავისუფლდებოდა იმ ტვირთისგან რომელიც ასეთ სიყვარულს მოაქვს. მას რომ ეს არ გაეკეთებინა ვინ იცის რამოხდებოდა რამდენი ხანი გააგრძელებდნენ ამ მოტყუებას. ამიტომ, ყველაზე კარგ ვარიანტად ეს მიიჩნია მაშინ ნეტავ ასე არ გაეკეთებინა!რა იცოდა რომ ეს მოხდებოდა!მაგრამ ისევ ფიქრობს რომ ეს ჯიმინი არ იქნება არა! სხვა არის სხვა არის მკვდარი ის არა!მაგრამ სხვა პაციენტებს როგორ უნდა ქონოდათ მისი ნომერი?ან საერთოდ ფსიქიატრიულში რა ჯანდაბა უნდა!!

paralyzed(jikook)(დასრულებულია)Où les histoires vivent. Découvrez maintenant