4

438 53 54
                                    

-ასე დათრობა როგორ მოახერხე?                                                                                                             წუწუნებს გრეისი, თან სახლის კარამდე მიმათრევს.                                                                 ვიცინი. სხვა არაფრის თავი მაინც არ მაქვს. 

 როგორღაც შიგნით შევყავარ და სანამ კარს კეტავს იქვე ტახტზე ვჯდები. თავს უკან ვწევ და თვალებს ვხუჭავ, მალევე ვგრძნობ რომ გვერდით მიჯდება, ამიტომ თავს მისკენ ვაბრუნებ და ვუყურებ. 

 არც თვითონ უთვამს ამაზე უარი. ცოტახანი თვალებში მიყურა და ბოლოს მკითხა

 -ნამდვილად კარგად ხარ? არ ჯობია რომ დაიძინო? 

 ისევ თვალებს ვატრიალებ. 

 -თუ წასვლა გინდა შეგიძლია წახვიდე. მადლობა რომ მომიყვანე. 

 მეთვითონაც ვერ ვხვდები რაზე ვღიზიანდები, მაგრამ დიდი სიამოვნებით დავარტყამდი ლამაზ სახეში. 

 -მგონი ვიღაც ახლა დათვრა. არსად წასვლას ვაპირებ, უბრალოდ ვიკითხე. 

 -როგორც გინდა. 

 უცებ მისი ტელეფონი რეკავს და ვატყობ როგორ ესახება ჯერ გაკვირვება, შემდეგ კი აღრფოვანება და სიხარული ერთად. 

 -გამარჯობა რეი, არ ველოდი შენს ზარს. 

 ასეთი სახელით არავის ვიცნობ. ამიტომ ვერ ვხვდები ვინ შეიძლება იყოს "რეი". 

დაახლოებით თხუთმეტი წუთი ილაპარაკეს. ალკოჰოლის დამსახურებით ბევრი ვერაფერი გავიგე, გარდა იმისა როგორ უთხრა გრეისმა რომ მასთან ვერ მივიდოდა, რადგან მეგობარს უვლიდა. ყურადღება შეიძლება არც მიმექცია, რომ არა გრეისის დამწუხრებული სახე. ტელეფონს თიშავს თუ არა, მაშინვე ვეუბნები 

 -არ ვიცი ვინ იყო, მაგრამ თუ წასვლა გინდა ჩემს თავს მეთვითონ მივხედავ. 

 -არა. რეივენი იყო, ზოგადად იშვიათად მირეკავს, თან ასეთ დროს არ ველოდი. ცუდ ხასიათზე ვიყავი და მინდოდა სადმე გვესეირნაო. 

Hidden LoveWhere stories live. Discover now