კალამი და ფურცელი მაგიდაზე დავასვენე.წამოვდექი და ყავის ფინჯანი ხელში ავიღე.ყველაზე სასიამოვნო გრძნობაა, როდესაც წვიმს, ცივა, შენ კი ცხელ ჩაის ორგანიზმში უშვებ და მის განაწილებას, თითოეული უჯრედით გრძნობ. რა ლამაზია წვიმა, ღმერთმანი. ვხედავდი როგორ ეკვროდა წვიმის, მოკიაფე წვეთები ჩალუმპულ მიწას. ვხედავდი, როგორ ეთამაშებოდა წვიმა ისედაც წყლისაგან გაჟღენთილ და სიმძიმისგან თავდახრილ ნაძვებს. წითელი ქოლგაც შევამჩნიე. ქარს გაეტაცა და სხვადასხვა მოძრაობას ასრულებდა, თითქოს საცეკვაო ნომერს დგამსო, ქარი კი ეხმარებაო. ღრუბლებს თავი ერთად შეეყარათ, თითქოს რაღაცას აღნიშნავენო. თუმცა ვინ იცის, იქნებ სულაც არაა ბედნიერების ცრემლები? იქნებ მათაც აქვთ ჩვენსავით გრძნობები და ვიღაცაზე გაბრაზებული ან ნაწყენი, ასე იოხებენ გულს?
წვიმის წვეთების წკარუნის ხმამ ჩემს ოთახშიც შემოაღწია. შხაპუნა წვიმა ბეთჰოვენისა და ჩაიკოვსკის მელოდიებს იმეორებდა და რაღათქმაუნდა თან შემოჰქონდა ის სურნელი, ოთახში დაბუდებულ შმორის სუნს რომ სპობს. ხეების ფოთოლთა კლავიშებზე გზააბნეული ნაკადულივით მიედინებოდა წვეთებისაგან ერთად შემდგარი გუნდი, ღიღინ-ღიღინით მიწაზე ეშვებოდა და გამომშრალს აწყურებდა. ქუჩაში წვიმისაგან დატყვევებული წყვილი შევნიშნე.ხელი ჩაეკიდათ და ტალახიან გუბეში უდარდელად დახტუნავდნენ. იცინოდნენ, მღეროდნენ, წვიმისაგან შესრულებულ ჩაიკოვსკისა და ბეთჰოვენის გენიალურ ნაწარმოებებზე ცეკვავდნენ. ეტყობოდათ, ერთმანეთის საზრდო და ბედნიერების წყარონი იყვნენ. გამეღიმა.
*** -თეჰიონ გეყოფა
-შეხედე, შეხედე რამხელა გუბეა. -გაიქცა და პირდაპირ უზარმაზარ გუბეში ჩახტა.ცოტაც და ცურვას დაიწყებდა.
-კარგი რა, ჯონგუკ.გამხიარულდი. მოდი ვიმღეროთ. -ვუყურებდი თუ როგორი ბედნიერი იყო მაშინ. ეს უბრალო წყლის წვეთები აბედნიერებდა. ცოტას თუ ნახავდით ისეთს, წვრილმანებიდან რომ ღებულობდა სიამოვნებას და ბედნიერებას ანიჭებდა. თეჰიონი ასეთი იყო. ცდილობდა სულ პოზიტიურ განწყობაზე ყოფილიყო. ვერ იტანდა მოწყენილი რომ ვიყავი და ყველაფერს იზამდა ოღონდ ხასიათი შემეცვალა. საოცარი ადამიანი იყო.
-''კარგი რა, ჯონგუკ'' მის სიტყვებს ვიმეორებდი.
-წვიმაში სირბილი? ვერც კი წარმოიდგენ როგორ ბანალურად ჟღერს თეჰიონ. თან გაცივდები და მერე ჩემი მოსავლელი გახდები, ხომ ვიცი. თავი დახრილი მქონდა და ისე ვლაპარაკობდი.წვიმის ძლიერი წვეთების, სახეში ნემსებივით ჩხვლეტისგან ვიცავდი თავს. როცა თავი ავწიე თეჰიონი იქ აღარ დამხვდა. -თეჰიონ? ხმამაღლა დავიძახე, თუმცა პასუხს არავინ მცემდა. კოკისპირულად წვიმდა და ვინმეს რომც ეპასუხა, ვერ გავიგებდი. პანიკამ მომიცვა. -თეჰიონ. უფრო ხმამაღლა ვცადე. უკნიდან ნაბიჯების ხმა მომესმა. -თ-.. სიტყვის ბოლომდე დასრულების საშუალებაც არ მომეცა, ისე ამოვყავი თავი ტალახიან გუბეში.
-ჩაგაგდეე. თავი ავწიე და თეჰიონი დავინახე. თავი უკან გადაეწია, ხელი მუცელზე დაედო და ხმამაღლა იცინოდა. უმალვს წამოვდექი ფეხზე, თეჰიონს მივვარდი და დიდიხნის უნახავივით ჩავიხუტე.
-გთხოვ, თეჰიონ.. ასე აღარსდროს მეხუმრო.რომ არ ჩანდი, მეგონა სამუდამოდ დაგკარგე. სახლში წავიდეთ...
***
''ბანალური''...როცა საქმე სიყვარულს ეხება, ბანალური არაფერია.