-გაიღვიძე ჩემო ანგელოზო? თავი ასწია და ღიმილიანი თვალები მომაპყრო.
-ვალენტინობას გილოცავ! ნაზად ვეამბორე ტუჩებზე და უკნიდან საჩუქარი გამოვაჩინე.
-არ არსებობს! ეს Polaroid SX-70 Camera-ა, რამდენი ხანია მინდა. მადლობა, მადლობა. ძალიან მიყვარხარ, ჯონგუკ! საწოლიდან წამოხტა და აქეთ-იქით, ბავშვივით დაიწყო ხტუნვა და სირბილი.
-თუმცა... ეშმაკურად გამიღიმა თეჰიონმა და ნელი ნაბიჯებით მომიახლოვდა.
-მეც მაქვს შენთვის პატარა საჩუქარი. ნაზად მაკოცა და ოთახში გავიდა.
-არ შემოხვიდე! ოთახიდან გავიგე მისი ყვირილი. გავიცინე და საჩუქრის მოლოდინში, დივანზე მოვკალათდი.
-გახსოვს? ორი წლის წინ მე და შენ, ჰავაიზე ვიყავით დასასვენებლად. შენ მითხარი აქ ცხოვრება მინდაო - ხელები უკან ჰქონდა დამალული და ნელ-ნელა მიახლოვდებოდა. სერიოზული და ამავდროულად სიყვარულით სავსე თვალებით მიმზერდა.
-მე გკითხე: აქ, ჰავაიზე ცხოვრება მართლა გინდა მეთქი? და შენ ''კი''- ო, მიპასუხე. მას შემდეგ ორი წელი გავიდა, მაგრამ არ დამვიწყებია ეს. ჩვენი შეხვედრის შემდეგ, წლები გავიდა და მე, ისევ ისე ძლიერ მიყვარხარ, ჩემო ბაჭიავ. შენს შეხებაზე, ისევ ისე დაფრინავენ პეპლები შიგნით, როგორც მაშინ, ჰავაის სანაპიროდან შინ რომ დავბრუნდით, სიყვარულით გაბრუებულნი, ერთმანეთით რომ ვტკბებოდით და სიამოვნების მორევში ვიყავით ჩაძირულნი. მივხვდი, რომ შენ ხარ ის ერთადერთი ვისაც მთელი ცხოვრება ვეძებდი. ამქვეყნად ჯეონ, ამქვეყნად ყველაზე დიდი და ძლიერი სიყვარულით მიყვარხარ. ვალენტინობას გილოცავ.
რას ვგრძნობდი მაშინ? სიყვარულს. ვერც კი მივხვდი, როგორ მოგორავდნენ ემოციებით დატვირთული ცრემლები.წინ ის მამაკაცი მედგა, რომელიც სულით- ხორცამდე მიყვარს. მტირალი სახით შევცქეროდი.ხან თვალებში ვუყურებდი, ხანაც ტუჩებზე ვაკვირდებოდი და მის თითოეულ მოძრაობას ღრმად ვიბეჭდავდი გონებაში.
-მოემზადე ჯონგუკ. ხვალ, ჰავაიზე მივფრინავთ. ეს მგზავრობის ბილეთებია - მარჯვენა ხელი გამოწია - ეს კი, იმ სახლის გასაღები სადაც მე და შენ, ერთად ვიცხოვრებთ, ქუქ.
თვალებს ვერ ვუჯერებდი. მეგონა სიზმარში ვიყავი, რომელიც უსაშველოდ გაიწელა. მაგრამ არა, ჯონგუკ. ეს ცხადი იყო. მაშინვე ფეხზე ავდექი და კოცნა დავუწყე.
-მადლობა რომ არსებობ, კიმ თეჰიონ. მადლობა! დეტალების სანახავად ბილეთები გამოვართვი და წარწერების კითხვა დავიწყე. -ღმერთო, ეს საუკეთესო საჩუ-
თავი ავწიე და თეჰიონი დავინახე, ჩემს წინ, მუხლზე დამდგარა და ჯიბეში რაღაცას ეძებდა. -თეჰიონ?.. გაკვირვებული შევცქეროდი, ამ ახალგაზრდა ყმაწვილს.
-აქ არის. გაიღიმა.ჯიბიდან პაწაწინა ყუთი ამოაცურა, თავი ასწია, შემომხედა და თქვა: ''ჯეონ ჯონგუკ, მზად ხარ დღეიდან ერთად ვიბრძოლოთ ჩვენი სიყვარულისთვის? გახდები ჩემი მეუღლე და ცხოვრების თანამგზავრი?'' ყუთს თავი ახადა და ცისარტყელას ფერებით შემკული, ბრილიანტის თვლიანი ბეჭედი გადაიშალა ჩემს თვალწინ. ვგრძობდი როგორ იწყებდა ჩემი სხეული კანკალს და იმასაც ვგრძნობდი როგორ გამოიყოფებოდა ჩემს შიგნით - ენდორფინი.
-თ..თეჰიონ..მე.. რათქმაუნდა თანახმა ვარ! ფეხზე წამოდგა და ძლიერად ჩამეხუტა.
-ერთად ბედნიერები ვიქნებით. ესღა მითხრა ყურში და ბეჭედი თითზე გამიკეთა.
ეს დღე იყო ის დასაწყისის დასასრული, მე რომ დავარქვი.