ლონდონის ფერი

249 24 0
                                    

დილით სკოლაში ვიყავი წასასვლელი.

კარგი ამინდის მოლოდინში ფარდა ღიმილით გადავწიე, მაგრამ იმედი გამიცრუვდა, როცა ნაცრისფერი ღრუბლებით მოქუფრული ცა დავინახე, საიდანაც წვიმა მოჩქეფდა.

ამ ქალაქში ერთი დღით მზე რომ გამოვიდეს არ შეიძლება?!

ოდესმე აუცილებლად მოვშორდები აქაურობას და სან ფრანცისკოში გადავალ. იქ, სადაც ყოველთვის მზეა.

-ნაილ, გაიღვიძე?-კარის მეორე მხრიდან მესმის დედაჩემის სიყვარულით გაჟღენთილი ხმა.

-დიახ, დედა,-ვუპასუხე და კლასიკური შარვლის ჩაცმა დავიწყე.

-კარგი. მინდოდა მეთქვა, რომ საუზმე მზადაა.

-მადლობა, დედა. ახლავე გამოვალ.

შარვლის ღილები და ელვა დროებით გახსნილი დავტოვე და პერანგის ჩაცმას შევუდექი. სერიოზულად მეზარება ამისი შეკვრა.

-ერთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი, ექვსი, შვიდი,-როგორც ყოველთვის, ვითვლიდი შეკვრისას ღილების რაოდენობას, მათი რიცხვი კი, უცვლელად, შვიდი რჩებოდა.

საბოლოოდ პერანგი შარვალში ჩავიტანე და ჰალსტუხი გავიკეთე.

-მზად ვარ,-დავამთქნარე და საწოლის გასწორება დავიწყე.

-ინგლისური ლიტერატურა, ალგებრა, ტრიგონომეტრია,-ნაწილობრივ მეძინა, თან ვლაპარაკობდი, თან რვეულებს ჩანთაში ვალაგებდი,-გეოგრაფია, ისტორია, ქიმია, ფრანგული. 

საკუთარ თავთან საუბარში ვიყავი გართული, როცა ჩემი ოთახის კარი გაიღო.

-ლუი, რამდენჯერ გთხოვე, რომ დაუკაკუნებლად არ შემოსულიყავი?

-ბოდიში, მაგრამ მალე თუ არ წამოხვალ კოკისპირულად დაიწყება წვიმა და დავსველდებით. 

-მოვდივარ, ახლავე,-ჩანთა შევკარი და სამზარეულოში გავედი.

არ მინდოდა დედას სწყენოდა, ამიტომ ჭიქაში ჩასხმული ფორთოხლის წვენი სწრაფად მოვიყუდე და მისი მომზადებული სენდვიჩი თან წავიღე, რომ მეჭამა. 

Black And White || Niall HoranWhere stories live. Discover now