ლუის რჩევა

152 21 6
                                    

ადრე ადგომა, ფანჯრიდან გახედვა, ამინდზე დაბოღმვა, ჩაცმა, პერანგის ღილების დათვლა. 

თითქმის ყოველი დღე ერთმანეთს ჰგავს, მაგრამ დღეს ცოტა სხვა განწყობა მაქვს. 

მზე გამოვიდა. 

კარადა გამოვაღე. ზუსტად ამ დროს გაისმა კაკუნის ხმა.

-შემოდი, ლუი,-უკვე ვიცოდი, რომ ის იყო.

-გაიწიე,-კარადას მომაშორა და თავად დაიწყო შიგნით ძრომიალი.

-ეს გამომართვი,-ზოლიანი მაისური მომაჩეჩა, ამას მოაყოლა თხელი, ლურჯი ჯემპრი და ჯინსის შარვალი.

-რა ჯანდაბად მინდა ესენი?

-ჩაიცვი და ნუ ტლიკინებ!

ჯემპრის გადაცმა დავაპირე მაგრამ ლუიმ შემაჩერა და ჯერ მაისური ჩამაცვა.

-ისწავლე წესიერად ჩაცმა. 

საბოლოოდ, ყველაფრის მორგების შემდეგ, ჯემპრი მხრებზე მომასხა. 

-რა სულელური სტილია,-ჩავიბურტყუნე და კეპი დავიხურე. 

-სხვათა შორის, რომ აცივდეს ეგ ჯემპრი გამოგადგება. მუქი სათვალეც გაიკეთე, ეგეც გამოგადგება. 

გუშინ, დოჯბოლზე, მაგრად მომხვდა, რამაც კვლავ ჩალურჯებული თვალი დამიტოვა.

-გამარჯობა, დედა,-მივესალმე მაურას.

-დილამშვიდობისა,-გამიღიმა. 

მაგიდას მივუჯექი და ჩემთვის განკუთვნილი სენდვიჩის ჭამა დავიწყე.

-დილამშვიდობისა, დეიდა,-ლუი შემოვიდა და იმავე გაიმეორა, რაც რამდენიმე წამის წინ მე.

-გამარჯობა, საყვარელო. მოდი, დაჯექი.

ლუი ჩემს წინ მოეწყო და ჭამა დაიწყო.

-გამოსაშვებზე რას აპირებ?

-ალბათ არ წამოვალ.

-ნაილ, წამოხვალ!

-მეწყვილეც კი არ მყავს.

-გეყოლება.

-რა ძალიან დარწმუნებული ხარ. 

-დეიდა, ჩვენ გავდივართ,-ლუიმ ძალით წამომაყენა ფეხზე და სამზარეულოდან გამათრია.

ცოტა ხანს მადროვა, რომ ბოტასები ჩამეცვა, შემდეგ კი თითქმის ხოხიალით გამიყვანა სახლიდან.

-ლუი, ჩემით წამოვალ!-ვუძალიანდებოდი.

საბოლოოდ, როცა ჩვენს ქუჩას გავცდით, ხელი გამიშვა და საშუალება მომცა გამართულად მეარა.

-არ შემიძლია უცხო გოგოსთან მივიდე და დავპატიჟო. 

-შეგეძლება, თუ ნათელი მხრიდან შეხედავ და შენს კომპლექსებს საშუალებას არ მისცემ, თავს მოგეხვიონ. 

-ლუი, აქ ჩემთვის მხოლოდ შენთან და დედაჩემთან შემიძლია ნამდვილი ნაილი ვიყო. 

-რა გიშველო, ნაილ?! ხომ არ მოგკლავ?

-უბრალოდ მოეშვი ჩემზე ზრუნვას და დამაცადე. 

-მე მინდა, რომ დაგეხმარო. რამე დაწერე. 

-რა დავწერო?-გულუბრყვილოდ ვიკითხე.

-ის, რაც ყველაზე უკეთ გამოგდის. სიმღერა დაწერე, ერთ კვირას გაძლევ. 

-ეს თხოვნაა?!

-არა! მოთხოვნაა!

ასე გავცდით ჩაფიქრებულ ბიგ ბენს და სკოლის ეზოში შევაბიჯეთ.

ორი დღე ვიჭყლეტდი ტვინს იმაზე, თუ რაზე შემეძლო დამეწერა, საბოლოოდ კი გადავწყვიტე სიმღერა უფერულობაზე ყოფილიყო. 

სამი დღე ვწერდი სიმღერას, სამი დღე ვათეთრებდი ღამეს, სამი დღე ვაწყობდი ნოტებს და საბოლოოდ გამომივიდა ის, რაც ჩავიფიქრე. 

გიტარას ნაზად გადავატარე თითები და აკორდი ავიღე.

სიმებს ფაქიზად ჩამოვკარი ხელი და მათი რხევა შევიგრძენი.

I see us in black and white,

Crystal clear on a star lit night,

In all your gorgeous colors... 

I promise that I'll love you for the rest of my life! 

See you standing in your dress, 

Swear in front of all our friends, 

There'll never be another, 

I promise that I'll love you for the rest of my life!

ვის ვუმღეროდი არ ვიცოდი. 

ტირილი დავიწყე, არც ის ვიცოდი რა მატირებდა. 

Black And White || Niall HoranWhere stories live. Discover now