I love this reason. -J.J.K

3K 198 507
                                    

დახურულ კარს მიღმა, სადაც შესვლა მეკრძალება, ჩემი ძმა გამუდმებით რაღაცას ხლართავს. არც დღევანდელი დღე ყოფილა გამონაკლისი. დილიდანვე ჩუმი აურზაურია ჩემ სახლში. უამრავი ადამიანი მოძრაობს, თუმცა მაინც მარტოობის საშინელი განცდა მექმნება. როცა ხედავ, როგორ გადაადგილდება შენს ირგვლივ ათზე მეტი ადამიანი და მათი ნაბიჯების ხმაც კი არ გესმის, ხვდები, რომ სმენასთან პრობლემები გაქვს.  მთელი დღე ვიწმენდდი ყურებს ამის გამო, მაგრამ მაინც ვერაფერი გავიგე. ისევ ისეთი აუტანელი სიჩუმე მჭამდა. ბოლოს, როგორც იქნა,  ამ ყველაფერს შევეგუე, ოთახში ავედი და მუსიკის მოსმენა დავიწყე. მძიმე მეტალმა გონება გამინათა. იმდენად, რომ მივხვდი, იდეალური სმენა მაქვს, უბრალოდ მათი არ მესმის. ამ ყველაფრის გააზრება უფრო საშინელი აღმოჩნდა ჩემთვის. შიშმა შეპიყრო, მეგონა, რომ შავებში ჩაცმული მამაკაცები, მხოლოდ ჩემ წარმოსახვაში არსებობდნენ.  გონება, იმ წამსვე გავწმინდე საშიში აზრებისგან, რა წამსაც გამახსენდა, რომ მათი პროფესიიდან გამომდინარე, ჩუმი არსებობა სისხლში აქვთ. მეც შვებით ამოვისუნთქე.

ჩემი ძმა კერძო დეტექტივია. უფრო სწორად თუ ვიტყვით, ბინძური აგენტი. ის და მისი გუნდი ყველანაირი ხერხით ახერხებს გაუხსნელი საქმეების გამოძიებას. მინახავს, მიწიდან როგორ ამოთხარეს დამნაშავე და პოლიციას გადასცეს. ეს ძალიან ამაღელვებელი და გასაოცარი მომენტი იყო ჩემთვის. ამის გამო დიდხანს ვიწონებდი თავს, რადგან ჩემი ძმის გმირობის შესახებ, ინფორმაცია მსოფლიოს მრავალი ქვეყნის საინფორმაციო გადაცემებში მოხვდა. მსგავსი ლეგენდარული ისტორიები უხვად აქვს, განსაკუთრებულ იუმორის გრძნობასთან ერთად.  მისი სამსახურის შესახებ, იშვიათად მიყვება რამეს. მაგრამ ერთ საღამოს, რატომღაც ჩემი თხოვნა შეისმინა, ზედმეტი ენაწყლიანობა გამოიჩინა და რაღაც დაუჯერებელი გამანდო. თავიდან აღფრთოვანებული ვუსმენდი, თუმცა ბოლოს როცა მივხვდი, რომ მწარედ დამაგოიმა, აფეთქებამდე წამებიღა მაკლდა.

She/HeWhere stories live. Discover now