Help me! /K.T.H

1K 112 99
                                    

სიყვარულზე საუბარი ყოველთვის ძნელია, რადგან ეს ისეთი ხილია, თვითონ უნდა გგქონდეს გასინჯული, რომ მასზე ისაუბრო. ხშირად მსმენია, რომ მარწყვი ყველას უყვარს, მაგრამ ზეთის ხილი, მხოლოდ გემოვნებიან ადამიანებს. ჩემი სიყვარული ზეთის ხილს გავს, შეიძლება უფრო ეგზოტიკურიც არის. უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, პიკანტური გემო დაჰკრავს. აი ისეთი, თუ შენი პირის რეცეპტორები ვერ დააკმაყოფილა, მეორეჯერ რომ აღარასდროს მოგინდება გასინჯვა.

ხილის მაგივრად თუ ჯონგუკს მოვიაზრებთ, ის ზუსტად ასეთია. პიკანტური. ძალიან თუ არ გიყვარს, მის გვერდით ვერ გაჩერდები. განა იმიტომ, რომ მასთან თავს ცუდად იგრძნობთ. პირიქით ის იმ ადამიანებთა რიცხვს მიეკუთვნება, ვისაც ყველაზე კარგად გამოსდით ურთიერთობები (სათავისოდ). ჯონგუკი საოცარია. მასში ყველაფერი აღფრთოვანებას იწვევს. ზოგჯერ ვზივარ და სულელივით ვუყურებ, როცა საუბრობს. სამსახურში წასვლის დროს სპეციალურად ადრე ვიღვიძებ, რომ შევძლო და დიდხანს ვუყურო დაძინებულს. ძილის დროს საოცრად მშვიდად გამოიყურება, ისეთი სახე აქვს, თითქოს ძალიან ჭკვიანია. დღემდე ვერ გავარკვიე, მის ხასიათში ზის გამუდმებით სისულელეების კეთება, თუ სპეციალურად მიშლის ნერვებს. ფაქტი სახეზეა. ჯონგუკი ჩემ მოთმინებას ცდის. ყოველ დღე ახალ-ახალ გამოცდებით ჭკუიდან გადავყავარ, მაგრამ მისგან წასვლა არ შემიძლია. არ იფიქროთ, რომ სიყვარულის გამო ვამბობ ამას. ისეც ნუ გამიგებთ, რომ არ მიყვარს. რა თქმა უნდა, ძალიან მიყვარს და მის გარეშე ძალიან გამიჭირდება. თუმცა ჯონგუკი არ მაძლევს უფლებას, რომ დავტოვო და წავიდე. ხშირად მეუბნება:

,,სადაც არ უნდა წახვიდე, ჩვენი გზები მაინც გადაიკვეთება."

ის მართალია, მსოფლიოს ბოლოშიც რომ წავიდე, ის მაინც ახერხებს და ყოველთვის კვეთს იმ გზას, სადაც მე ვდგავარ.

***

ჰოსოკი არაფერს ამბობს, თუმცა ზუსტად ვიცი რატომაც გამგზავნა რუსეთში, ახალი საქმისთვის. იქ ორი თვე ვიყავი და ორი თვის განმავლობაში, ჯონგუკი თავის სოციალურ ქსელში, ყოველდღე აზიარებდა მაიონეზის ფოტოებს და აღწერაში წერდა, რომ სიკვდილამდე ეზიზღებოდა. ერთხელ ისიც კი დაწერა:

She/HeDonde viven las historias. Descúbrelo ahora