თავი 1

381 15 5
                                    

სანამ კითხვას დაიწყებთ მინდა გითხრათ, რომ ეს ჩემი პირველი ფიკია და გთხოვთ მკაცრად ნუ განმსჯით.

სამუდამო სიყვარულის გჯერათ? მე არ მჯეროდა რადგან ვიცოდი, რომ სამუდამო არაფერი იყო ამ ქვეყნად, განსაკუთრებით კი სიყვარული, ეს კი ჩემი მშობლების მაგალითზე ვიცი. ისინი ერთმანეთს დაშორდნენ როდესაც პატარა ვიყავი. ისინი მეუბნებოდნენ, რომ ნერვიულობა არ ღირდა რადგან ჩემთვის ყველაფერი ძველებურად იქნებოდა, მაგრამ მომატყუეს. სწორედ მაშინ შეიცვალა ყველაფერი როდესაც მათ საბუთებს მოაწერეს ხელი. 2010წლის 5მაისი, ეს დგე ყველაზე კარგად მახსოვს რადგან ამის შემდეგ ჩემი ცხოვრება პირდაპირი მნიშვნელობით ამოტრიალდა. მათმა გადაწყვეტილებამ 10წლის გოგონას ცხოვრება თავდაყირა დააყენა და რის გამო? იმის გამო რომ ერთმანეთი აღარ უყვარდათ? როდესაც სანამ დაქორწინდებოდნენ ერთმანეთს სამუდამო სიყვარულს ეფიცებიდნენ? ზუსტად მახსოვს, რომ მათი განშორების სხვა მიზეზი არ იყო, რადგან ისინი არასდროს არ ჩხუბობდნენ. არც მე და არც დედას არაფერი არ გვაკლდა, მამა გვიანობამდე მუშაობდა, რომ მე და დედას ყველაფერი გვქონოდა, მაგრამ ეს მაინც საკმარისი არ იყო. ალბად იფიქრებთ, რომ მაშინ პატარა ვიყავი და მათი დაშორების ნამდვილ მიზეზს ვერ გავიგებდი, მაგრამ ახლა ხომ აღარ ვარ პატარა? უკვე 26წლის ვარ და ყველაფერი საკმაოდ კარგად მესმის. ბევრჯერ მიფიქრია სხვა მიზეზი ხომ არ იყო, მაგრამ არა. შეიძლება მართლაც არის რაღაც რაც მე არ ვიცი და ერთმანეთის გადაყვარება ისაა რისიც მინდა, რომ  მჯეროდეს, მაგრამ ვფიქრობ ასე უფრო გავიმარტივებ ჩემს ისედაც არეულ ცხოვრებას, ამიტომაც ამაზე აღარ ვფიქრობ. გაშორების შემდეგ დედა სადღაც გაქრა, მე და მამა კი სამხრეთ კორეაში გადმოვედით საცხოვრებლად. მამას ყოველ ღამე ვეკითხებოდი თუ სად იყო დედა ან როდის მოვიდოდა, ის კი მეუბნებოდა, რომ დედა მისი სამსახურის გამო ვერ ახერხებდა მოსვლას და მეც პატარა და მიამიტ ბავშვს ამის მჯეროდა და ამიტომაც ყოველ ღამე ფანჯარაში ვიხედებოდი იმის იმედით, რომ სახლში მომავალ დედას დავინახავდი, მაგრამ ეს არ ხდებოდა. ამიტომაც 16წლის ასაკში ფანჯარიდან გეხადვა და დედას ლოდინი შევწყვიტე, რადგან მისი დაბრუნების იმედი საბილოოდ გადამეწურა.
კარგით ჩემი ცხოვრების ყველაზე მტკივნეული მომენტი მოგიყევით, ახლა კი დროა რომ მეც გაგეცნოთ. გამარჯობა მე ვარ ნიცა 26წლის, როგორც გითხარით მამაჩემთან ერთად სამხრეთ კორეაში(სეულში) ვცხოვრობ. პროფესიით ჟურნალისტი ვარ და YG-ის კომპანიაში ვმუშაობ. მყავს 2საუკეთესო მეგობარი და 4ძმაკაცი რომლებსაც თანდათან გაგაცნობთ.

არჩევანი(დასრულებული)Место, где живут истории. Откройте их для себя