თავი 2

167 14 2
                                    

მანქანაში ჩავჯექი და იუნას დავურეკე
-აბა რა ქენი აიღე ინტერვიუ?(იუნა)
-კი, რეპორტაჟიც ჩავწერეთ. ბატონი ლი მოდის ახლა ჩანაწერით, შენ რა შვები?(მე)
-რავიცი, მარკი ცუდად გახდა და დღეს ახალი ამბები მე უნდა წავიყვანო და ვემზადები(იუნა)
-მართლა? რა მოუვიდა?(მე)
-არ ვიცი(იუნა)
-ანუ ერთად ვერ შევჭამთ?(მე)
-ვერა მარტო მოგიწევს(იუნა)
-კარგი(მე)

პოლიციის განყოფილებასთან პატარა რესტორანი იყო. მივედი და Dakdoritang-ი შევუკვეთე(ვინც არ იცის Dakdoritang-ი არის კორეული ცხარე სუპი, ქათმის ხორცით, კარტოფილითა და უამრავი სურნელით). როგორც კი მოვრჩი მაშინვე კომპანიაში მივედი სადაც გაბრაზებული იუნგი დამხვდა, რომელიც სტაჟიორებს ეჩხუბებოდა. ყურადღება არ მიმიქცევია და ჩემს მაგიდასთან მივედი.
-ქალბატონო ნიცა(??)
-გისმენთ-გავიხედე და ლისა დავინახე. ისიც სტაჟიორი იყო და რაც მოვიდა იმის შემდეგ თავის საქმეს კარგად ასრულებდა და დიდი ალბათობით სამსახურშიც აიყვანენ, ნუ მე ამის დიდი იმედი მაქვს, რადგან ის ამ სამსახურს ნამდვილად იმსახურებს.
-შეგიძლიათ ეს ქალბატონ იუნას, რომ მისცეთ? მე თათბირზე მაგვიანდება და მიცემას ვერ ვასწრებ(ლისა)
-კი, მომეცი(მე)
-გმადლობთ(ლისა)
15წუთი ძებნის შემდეგ როგორც იქნა ვიპოვე იუნა, იდგა და ტექსტს იმეორებდა. ეტყობოდა, რომ საშინლად ნერვიულობდა.
-აბა ნერვიულობ?(მე)
-კი(იუნა)
-კაი ნუ ღელავ(მე)
-ვცდილობ.  ხელში რა გიჭირავს?(იუნა)
-აა ხო, ლისამ მთხოვა რომ შენთვის მომეცა(მე)
-აა მადლობა(იუნა)
-კარგი წარმატებები-ვუთხარი და ჩემს მაგიდისკენ გავეშურე.
-აი აიღე-იუნგიმ ყავა მომაწოდა და გვერდით მომიჯდა.
-მადლობა. ისე სონბე სტაჟიორებს ასე რატომ გაუბრაზდი?(მე)
-იმიტომ, რომ თავის საქმეს ვერ ასრულებენ. ხომ იცი ბანკი, რომ გაძარცვეს?(იუნგი)
-კი, მერე(მე)
-აი მაგაზე გავუშვი, რომ რამე გაეგოთ, მაგრამ 1კვირის განმავლობაში ვერაფრის გაგება ვერ შეძლეს და კიდევ აქეთ მეწუწუნებოდნენ, რომ დაიღალნენ, თუ ასეა მაშინ დაჯდნენ სახლში და ნუ იმუშავებენ და მეც აღარ მომიშლიან ნერვებს(იუნგი)
-ააა, სონბე(მე)
-გისმენ(იუნგი)
-ისე გახსოვს მე და იუნაც თავიდან რამდენ შეცდომას ვუშვებდით?(მე)
-კი, მაგრამ საბედნიეროდ თქვენ რაღაცის გაგებას მაინც ახერხებდით და იმაზე არ მეწუწუნებოდით, რომ დაიღალეთ(იუნგი)
-აბა რას შვებით(იუნა)
-ყავას ვსვამთ და ძველ დროს ვიხსენებთ. შენ მორჩი უკვე?(იუნგი)
-ხო, არ უყურეთ?(იუნა)
-აუ არა ლაპარაკში ისე გავერთეთ ეგ არც გაგვხსენებია ბოდიში(მე)
-კაი არაუშავს(იუნა)

არჩევანი(დასრულებული)Место, где живут истории. Откройте их для себя