-ძალიან დავიღალე-ვთქვი და დივანზე დავწექი. ნუ ამას დაწოლას არა უფრო დაგდებას თუ ვუწოდებთ. უეცრად კაკუნის ხმა მომესმა, ადგომა ძალიან მეზარებოდა, მაგრამ სხვა რა გზა მქონდა. კარები რომ გავაღე მომღიმარი თეჰიონი დავინახე. ხელებში ლუდითა და სასუსნავებით გატენილი პარკები ეჭირა-თე? აქ რას აკეთებ?
-ეს დღეები ძალიან ბევრს მუშაობ და განტვირთვა არ გაწყენდა, თან დიდი ხანია არ მინახავხარ და ძალიან მომენატრე. არ შემომიშვებ?-მკითხა და თბილად გამიღიმა.
-აა, კი შემოდი
თეჰიონმა ნივთები სამზარეულოში შეიტანა და ამოღება დაიწყო.
-რამდენი რამ მოგიტანია
-ხოო, ზუსტად არ ვიცოდი ახლა რა გენდომებოდა, ამიტომაც ყველაფერი წამოვიღე-და აი ისევ ის თბილო ღიმილი. ღმერთო როგორ მათბობს ეს ღიმილი, როგორ მამშვიდებს. თესთან თავს ისე მშვიდად ვგრძნობ, ვგრძნობ, რომ მასთან ყოფნით ყველანაირი დარდი მიქრება, მასთან ისე თავისუფლად ვარ, მე მას შემიძლია ვენდო, მაგრამ ეს ის გრძნობაა რითითაც მასთან შემიძლია ვიყო? ნუთუ რახან მასთან თავს კარგად ვგრძნობ ესიგი მაასთან ერთად მინდა ვიყო? არა მე ის მიყვარს ამაში დარწმუნებული ვარ, მაგრამ ეჭვი მაინც რატომ მეპარება? და ჩენი? მასთან როგორ ვარ? მე მასთან თავს....
უეცრად ფიქრებიდან თეს ჩახუტებამ გამომიყვანა-ის ისეთი თბილია. მის თაფლისფერ თვალებში კი იმდენი სიყვარულია. ღმერთო როგორ არ მინდა, რომ გული ვატკინო, მაგრამ იქნებ არც ვატკინო? არა, ნიცა მალე უნდა გაერკვე გრძნობებში!
-პატარავ კარგად ხარ? თუ ძალიან დაღლილი ხარ ეს ყველაფერი სხვა დროისთვის გადავდოთ.
-არა დალევა არ მაწყენს-ვუთხარი და მაგრად ჩავეხუტე, მან კი თავზე მაკოცა და კიდევ უფრო მაგრად ჩამეხუტა.
-მოდი რამე ფილმს ვუყუროთ
-მოდი-ვუთხარი და გავუღიმე ისე, რომ თვალი წამითაც არ მომიშორებია.
-ნიცა რა გჭირს?
-რა მჭირს?
-არ ვიცი, რაც მოვედი თვალს არ მაშორებ და სახიდან ღიმილი არ გშორდება. რაიყო ასე ძაან გაგიხარდა ჩემი ნახვა?-მითხრა და ეშმაკურად ჩაიცინა.
-თეე..
-გისმენ
-...არაფერი, მართალი ხარ შენი ნახვა გამიხარდა. მოდი კომედიას ვუყუროთ.
-კარგი
ფილმი ძალიან სასაცილო აღმოჩნა, ნუ თუ იმით ვიმსჯელებთ, რომ თეჰიონი გაუჩერებლად იცინოდა. მე კი ფილმზე კონცეტრაციას საერთოდ ვერ ვახდენდი, ერთადერთი რაზეც ყურადღება მქონდა გამახვილებული ეს ის იყო. ვაკვირდებოდი მისი სახის ყოველ ნაკვეთს. როგორ შეიძლება ბიჭი თან ძალიან მიმზიდველი იყოს და ამავდროულად ძალიან ბავშვური? შეიძლება ადამიანის თვალებში ყოველთვის ამდენი სითბო და სიყვარული იყოს?
-ეგრე რატომ მიყურებ? ასე ძალიან მოგწონვარ?-მითხრა და მაკოცა. ეს კოცნა, მისი თბილი და ფუმფულა ტუჩები, ისეთი სასიამოვნო იყო მაგრამ უეცრად გამახსენდა ჩენი და ჩვენი პირველი კოცნა. გამახსენდა რა სიამოვნებას ვგრძნობდი, როდესაც ის მკოცნიდა, როგორ არ მინდოდა, რომ ის მომენტი როდესმე დამთავრებულიყო. ამ ფიქრებში თეჰიონს კოცნა შეეწყვიტა, თვალებში მიყურებდა და მეც მის სიყვარულით სავსე თვალებში ჩავხედე. მის თაფლისფერ თვალებში იმდენი სითბო იყო, რომ საკმარისი იყო მათში ჩამეხედა და უკვე ვთბებოდი, მაგრამ რას ვხედავდი როდესაც ჩენის თვალებში ვიყურებოდი?
-პატარავ უკვე გვიანია არ დავიძინოთ?
-კი
-კარგი მიდი შენ შენს ოთახში დაიძინე, მე კი აქ დავიძინებ
-თეჰიონ
-გისმენ
-მოდი დღეს ერთად დავიძინოთ-არ ვიცი ეს რატომ ვუთხარი, მაგრამ რატომღაც საშინლად მომინდა, რომ დღეს მასთან ერთად დამეძინა. თეჰიონი გაკვირვებული მიყურებდა, ნამდვილად არ მოელოდა ასეთ შეთავაზებას, მაგრამ მაშინვე დამთანხმდა.
როდესაც დავწექით მას მაგრად ჩავეხუტე, რომ მისი სითბო მეგრძნო. მე მასთან თავს მართლაც კარგად ვგრძნობდი, მაგრამ ნუთუ სიყვარულია, როდესაც ადამიანთან თავს კარგად გრძნობ? რახან მასთან თავს კომფორტულად ვგრძნობ ესეიგი ეს სიყვარულია?
