წვეულების ომი

163 16 2
                                    

    დილით სადღაც 11 საათზე გამეღვიძა. დაბლა ჩავედი და არც ისე კარგი ამბავი გავიგე. თავდასხმები ისევ იზრდებოდა. გუშინ ჩვენს გვერდზე მყოფ სახლს დაესხნენ თავს. ეს კი კიდევ უფრო ზრდიდა დედაჩემის პანიკას. უკვე მართლა ვეღარ ვიგებდი ადამი რას მეთამაშებოდა. თვითონ მეხმარება სხვების შეჩერებაში, მაგრამ რეალურად თვითონ არის შესაჩერებელი და რამდენად წარმოუდგენელია, რომ უბრალოდ ხუთი კაცი შიშის ზარს სცემს ჩვენს ქალაქს. დღეს შავი სამკუთხედის შეკრება იყო. ალბათ საღამოს წვეულების შესახებ აპირებდა თქმას. ცოტა ვისაუზმე, ყავაც დავლიე და წავედი. მივედი და მაშინვე სათათბირო ოთახში შევედი.                                                                                                                           -ყველას მოგესალმებით. პირველ რიგში მინდა გაცნობოთ ,რომ დღეს კიდევ უფრო იზრდება მკვლელთა ქმედებები. პოლიციისგან ისევ არაფერი გვაქვს. მეორეს კი გეტყვით იმას ,რომ დღეს კორპორატიული წვეულება გვაქვს და ყველა დაპატიჟებულები ხართ-განაცხადა ედისონმა.                                                                        
     წვეულების ხსენებისას, მაშინვე ადამის სიტყვები გამახსენდა. ამიტომ ვეცადე ყველაფერი ისე მეთქვა? რომ არაფერი შეემჩნიათ.                                                         
         -ვფიქრობ, რომ დღეს უმჯობესი იქნება თუ ყველას იარაღი თან გექნებათ. ახლა მაინც არ არის კარგი დრო წვეულებებისთვის. ქალაქი კარანტინში არის ამიტომ არ ვიცით როდის დაგვესხმებიან თავს.  
           -კარგი იდეაა-დამეთანხმა ედისონი.                                                                                                 ამ დროს ღრმად ჩავისუნთქე, რადგან მივხვდი, რომ ყველაფერს თავი გავართვი. ამის შემდეგ არავის არაფერი უთქვამს. გარეთ გავედით. მე მაშინვე ჩარლზისკენ დავიძარი.                                                                           -როდემდე უნდა მოიქცე ასე?-ვკითხე.
        -არ ვიცი. ალბათ კიდევ ძალიან დიდი ხანი .უკვე ვერაფერს მივხვდი, რა ჯანდაბა ხდება შენს ირგვლივ? ყველაფერს ისე აკეთებ თითქოს ყველაფერი დაგეგმილი გქონდეს.    
      -მემგონი სულ გაგიჟდი.                                ამის მერე მოტოციკლეტისკენ დავიძარი. დავჯექი და წავედი. რეალურად შემეძლო კიდევ დიდი ხანი მელაპარაკა ჩარლზთან, მაგრამ არა. ეს ჩემი სიჯიუტე იყო. მეტს მე არაფერს გავაკეთებდი. თვითონ დალაგდეს:                                                                      
   მალე სახლშიც მივედი. მოვემზადე

Black Queen🤍👑🖤Where stories live. Discover now