უცნაური დღე

134 12 14
                                    

ედისონის სიტყვების შემდეგ ცუდად გავხდი. ყველაფერი აირია გონებაში და უცებ რეალობა ვეღარ გავარჩიე წარსულისაგან. მაშინვე გამოვედი შენობიდან, თვალებიდან ცრემლები წამომივიდა, მაგრამ იმედია ეს ყველაფერი თქვენც არ დაიჯერეთ. ზუსტად ვიცი, რომ ჩარლზი ცოცხალია. ის არ მომკვდარა. უბრალოდ არაფრის თქმას არ ვაპირებ ედისონთან. დარწმუნებული ვარ არავინ დამიჯერებს და ყველას ჰალუციაციები ეგონება. ამიტომ ამას მარტო გავაკეთებ. ზუსტად მახსოვს, სანამ გონებას დავკარგავდი, დავინახე ჩარლზი როგორ გადმოიყვანეს მანქანიდან. ზუსტად მახსოვს. მიუხედავად იმისა, რომ წამლისგან გაბრუებული ვიყავი, მაინც მახსოვდა ყველაფერი. კარგად მახსოვს როგორ დავინახე ჩარლზი, მისკენ ხელიც კი გავიშვირე. ამის შემდეგ ჩემი და ჩარლზის გუნდი ტყეში შევკრიბე და თათბირი ჩავატარე.  
     -თქვენთვის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დავალება მაქვს. როგორც გაიგეთ ჩარლზი მოკვდა( მაგრამ ის ცოცხალია.
     -ეგ როგორ?
     -მეც იქ ვიყავი, როცა მანქანა გადავარდა და აფეთქდა. დავინახე როგორ გადმოიყვანეს ჩარლზი მანქანიდან. ის ცოცხალია. დარწმუნებული ვარ.
      -იმ დროს წამლით გაბრუებული იყავი?
     -კი.
     -და იქნებ ეგ ყველაფერი, ეგ ხედვები უბრალოდ ჰალუციაციები იყო?
     -არა, ეს არ იყო ჰალუციაციები.
    -ეს ნორმალურიცაა. ამ დროს ყველას ემართება მსგავსი რამ.
   -მომისმინეთ-როცა ამდენი ხმაური და საპირისპირო აზრი ვეღარ ავიტანე, დავიყვირე-იცით აქ რატომ ვართ? იმიტომ, რომ ეს მხოლოდ თქვენ გითხარით, რადგან ედისონი ამას არ დამიჯერებს. ისიც იფიქრებს, რომ ჰალუციაციები მაქვს-ამ დროს თვალებიდან ცრემლები მცვიოდა. მისი წვეთები კი მიმოფანტული იყო ჩემს სხეულზე-ამიტომაც გადავწყვიტე უბრალოდ თქვენთან ერთად ვყოფილიყავი და ეს ყველაფერი, ჩემი რეალურობა, თქვენთან ერთად დამემტკიცებინა. ჩემი დავალება კი ასეთია. ახლა მანქანის ნომერს გეტყვით, თქვენ კი ამ მანქანას იპოვით და ამის დახმარებით ჩარლზსაც მივაგნებთ. გასაგებია თქვენთვის? სულ, რომ დღეები ათენოთ, არ მაინტერესებს, ეს მანქანა უნდა იპოვოთ. გასაგებია ყველაფერი?
      -გასაგებია.
ამის შემდეგ მანქანის ნომერი დავუწერე, მოტოციკლეტზე დავჯექი და წავედი. გზაში ცრემლებს ვიწმენდავდი. უცებ თავბრუ დამეხვა, დავამუხრუჭე და გზაზე გავსრიალდი. გადმოვედი და უბრალოდ ჩემს თვალში ყველაფრის გასწორებას ველოდებოდი. ღმერთო ეს წამლები ჩემზე ძალიან ცუდად მოქმედებდა. არ ვიცი რატომ, მაგრამ ბოლოს აშკარად შევიცვალე. თითქოს ყველაფერზე ნერვები მეშლება და თავბრუ მეხვევა. არ ვიცი რატომ, როცა ჩემს თვალში ყველაფერი გასწორდა, გზა განვაგრძე. სახლში შევედი და მაშინვე ჩემს ოთახში ავედი, რეალურად ძალიან ცუდად ვგრძნობდი თავს: ამის გამო მოვედი სახლში, თორემ მეც ჩემს გუნდთან ერთად ვიმუშავებდი. მაღლა ავედი და დაძინება გადავწყვიტე. სასტიკად სუსტად ვიყავი. დავწექი და მაშინვე ჩამეძინა. ბოლოს ტელეფონის ხმა მაღვიძებს. ვიღაც მირეკავდა. რომ დავხედე ტელეფონს ზარი, ჩემი გუნდისგან იყო. მაშინვე ავიღე და მითხრეს, რომ მანქანის ადგილსამყოფელი იპოვეს. მაშინვე წავედი. ჯიბეში ორი იარაღი ჩავიდე. იმდენად ვიყავი გამწარებული, რომ ყველას მოკვლა მინდოდა. გამოვწყვე და ასე ჩავიცვი.

Black Queen🤍👑🖤Where stories live. Discover now