.15.

1.9K 133 7
                                    

ერთ-ერთი ლექციის შემდეგ ლუსი ჯიმინი და ჯონქუქი ერთად უნივერსიტეტთან ახლოს მდებარე კაფეში წავიდნენ.
_რა შევუკვეთოთ?(ჯონქუქი)
_მე ყავას დავლევ(ჯიმინი)
_მეც(ლუსი)
_კარგით დღეს მე დაგპატიჟებთ(ჯონქუქი)
ჯონქუქმა შეკვეთა მისცა, რამდენიმე წუთში ყავა უკვე მიტანილი ჰქონდათ. ამ დროს ახალგაზრდა გოგომ მათ მაგიდასთან გაიარა, კარგი შესახედაობის და მშვენიერი ტანის მქონე გოგო მათ წინ მდგომ მაგიდასთან დაჯდა და ოფიციანტს შეკვეთა მისცა. ლუსის არ გამოპარვია ჯიმინის სახე და მისი ქცევები, თუ როგორ აკვირდებოდა გოგონას.
_ორ წუთს გავალ და დავბრუნდები(ჯიმინი)
_სად მიდიხარ ჯიმინ?(ჯონქუქი)
_გაუშვი ჯონქუქ საქმე აქვს მაგას, სახელად ქერათმიანი გოგო.(ლუსი)
_არ ვიცი რაც გინდა დაარქვით მაგ საქმეს მაგრამ მართლა საოცრად ლამაზია.(ჯიმინი)
_რაზე ლაპარაკობთ?(ჯონქუქი)
_წავედი მე და ლუსი აგიხსნის(ჯიმინი) სკამიდან წამოდგა, თმა უკან გადაიწია, ღრმად ჩაისუნთქა და ღიმილით გაემართა ქერათმიან გოგონასკენ, რომელიც მაგიდასთან იჯდა და მშვიდად მიირთმევდა წვენს. მასთან მივიდა და წინ გოგონას აესვეტა.
_გამარჯობა, შეიძლება დავჯდე?(ჯიმინი)
_არა.(გოგო) გვიანი იყო უკვე, მოესწრო ჯიმინს სკამზე დაჯდომა და ოფიციანტისთვის იგივეს შეკვეთა რაც გოგონას ჰქონდა.
_რა გქვია?(ჯიმინი)
_უკაცრავად ბატონო შეგიძლიათ გადაჯდეთ?(გოგო)
_ბატონო? ვგავარ მოხუცს? მე ჯიმინი ვარ 22 წლის.(ჯიმინი) გოგონას ხელი გაუწოდა და გაუღიმა, გოგოები ამ ღიმილს ვერ გაუძლებდნენ, მაგრამ არა ეს გოგო, წარბიც არ შეუხრია. ჯიმინს ისე უყურებდა ეტყობოდა, რომ თავს აბეზრებდა.
_კარგით ჯიმინ გთხოვთ გადაბრძანდით სხვაგან.(გოგო)
_შენი სახელი და გადავჯდები(ჯიმინი) წვენს წრუპავს და გოგონას აკვირდება. ის უსიტყვოდა დგება, ოფიციანტს ფულს უხდის და კაფედან აჩქარებული ნაბიჯებით გადის.
ჯიმინი ამჯერად ჯონქუქთან და ლუსისთან ბრუნდება, რომლებიც მის ამ საქციელს თვალს არ აშორებდნენ.
_ჯიმინ ასეთი რა უთხარი გოგო, რომ გაგექცა.(ჯონქუქი)
_შენ დამცინი კიდეც, არ დაგავიწყდეს შენზე მნიშვნელოვან ინფორმაციას ვფლობ(ჯიმინი)
_ჰეე კარგი რა ჯიმინ ხომ იცი როგორ მიყვარხარ?(ჯონქუქი)
_მოიცათ რას მალავთ(ლუსი)
_ლუსი დღეს სამსახურში არ მიდიხარ?(ჯონქუქი)
_არა დღეს ვისვენებ(ლუსი)
_კარგია და ჯიმინ შენ რას აპირებ, სახელი მაინც თუ გაიგე?(ჯონქუქი)
_აუცილებლად გავიგებ და ახლა წავალ საქმე მაქვს.(ჯიმინი) კაფიდან გავიდა ჯიმინი.
_გავიდეთ?(ჯონქუქი)
_გავიდეთ(ლუსი)
ჯონქუქმა ფული გადაიხადა და გარეთ გავიდნენ. ჯერ სულ რაღაც ხუთი საათი იყო, ამიტომ ცოტახნით გასეირნება გადაწყვიტეს. შემდეგ კი ჯონქუქმა ლუსის სახლამდე გაცილება შესთავაზა და გოგოც დასთანხმდა.
_უი სულ დამავიწყდა ხვალ საღამოს შვიდი საათისთვის მზად იყავი გამოგივლი და ბებიასთან წავალთ.(ჯონქუქი)
_კარგი.(ლუსი) სახლამდე ხმა არც ერთს ამოუღია.
_ლუსი ხვალ დილით გამოგივლი და ერთად წავიდეთ უნივერსიტეტში, თან რაღაც საკითხებზეც დაგელაპარაკები.(ჯონქუქი)
_კარგი მაშინ ხვალამდე.(ლუსი)
_ხვალამდე(ჯონქუქი)
ჯენის pov.
ლექციების შემდეგ თეჰიონმა ჯერ კაფეში წამიყვანა. ცოტახანს იქ ვიყავით და ვლაპარაკობდით, შემდეგ პარკში გავისეირნეთ.
_ჯენი რას ფიქრობ ლუსიზე და ჯონქუქზე?(თეჰიონი)
_რას უნდა ვფიქრობდე?(მე)
_ერთმანეთს არ უხდებიან?(თეჰიონი)
_კი თეჰიონ ერთმანეთს უხდებიან, მაგრამ ისინი მხოლოდ თავს აჩვენებენ ჯონქუქის ბებიას.(მე)
_არამგონია მთლად მასე იყოს(თეჰიონი)
_რას გულისხმობ?(მე)
_დაივიწყე, მოდი ნაყინი ვიყიდოთ(თეჰიონი) ხელი ჩამავლო და ნაყინის საყიდლად წამიყვანა. ერთი მარწყვის და ერთიც ვანილის ნაყინი ვიყიდეთ.
_შეიძლება შენი გავსინჯო?(თეჰიონი) ჩემს მარწყვის ნაყინზე მიანიშნა.
_კი(მე) მეც მაშინვე გავუშვირე ნაყინიანი ხელი, ისიც თავით დაიხარა, მაგრამ ნაყინის ნაცვლად ტუჩებზე შემეხო.
_გემრიელია(თეჰიონი) როგორც კი ჩემს ტუჩებს მოშორდა, მაშინვე ღიმილიანი სახით მითხრა.
_რა გააკეთე ახლა?(მე)
_ნაყინი გავსინჯე, არ გინდა შენც გასინჯო ჩემი?(თეჰიონი)
_მინდა(მე)გავუღიმე და მის გამოწეულ ტუჩებს, რომელიც საკოცნელად ჰქონდა გამზადებული მხოლოდ შევხედე. ხელში დაკავებული ნაყინს კი მართლაც გავუსინჯე გემო.
_შენიც გემრიელია(მე)
_მოიცა არ მაკოცებ?(თეჰიონი)
_არა(მე) ვუთხარი და გავიქეცი, მაგრამ მივხვდი, რომ თეჰიონი ისევ ადგილზე იყო გაჩერებული და ბუტია ბავშვს გავდა. მის დანახვაზე გამეცინა, ახლოს მივედი და ლოყაზე ვაკოცე. სწორედ ამ დროს მომხვია წელზე ხელები, ახლოს მიმიზიდა და ჩვენს ტუჩებს შორის მანძილი გააქრო.
საღამოს სახლამდე მიმაცილა, მაგრამ ჩემი დაჟინებული თხოვნის შემდეგ ცოტახნით დავითანხმე სახლში შემოსვლაზე.
_თეჰიონ ყავას დალევ?(ლუსი) სამზარეულოდან გამოგვძახა, მე და თეჰიონი დივანზე ვიყავოთ მოკალათებულები.
_კი ლუს(თეჰიონი) თეჰიონმაც არ დააყოვნა პასუხს.
ლუსი ყავის ჭიქებით გამოვიდა და წინ დაგვიდგა. თვითონ კი თავის ყავით ჩვენს წინ ჩამოჯდა.
_აბა დღეს სად ბრძანდებოდით?(ლუსი)
_პარკში გავისეირნეთ(მე)
_ლუს დღეს დაგინახე ჯიმინისთან და ჯონქუქთან ერთად გახვედი უნივერსიტეტიდან(თეჰიონი)
_კი ერთად წავედით კაფეში და ცოტახანს იქ ვიყავით(ლუსი)
_სამივე?(მე)
_კი(ლუსი)
_ჯიმინის მივწერე და ასე მომწერა არ მცალია ერთ გოგოს უნდა მივაგნოვო(თეჰიონი)
_ალბათ ეგ ის გოგოა კაფეში, რომ ნახა(ლუსი)
_ეგ არ მაინტერესებს ჯიმინი მომიყვება ისედაც, შენ ეგ თქვი ჯონქუქთან ერთად იყავი?(თეჰიონი)
_ვიყავი და რა დაკითხვა მომიწყვეთ?(ლუსი) ოდანვ გაღიზიანდა, რადგან გამოვიჭირეთ.
_კარგი ნუ ბუზღუნებ, უბრალოდ თქვენ ორმა ძალიან მოუხშირეთ ერთად სიარულს.(თეჰიონი)
_თეჰიონ ნუ მაბრაზებ(ლუსი)
_კარგი ხმას აღარ ვიღებ(თეჰიონი)
ცოტახანს სიჩუმე ჩამოწვა.
_თე(მე)
_გისმენ(თეჰიონი)
_თე(მე)
_რა პატარა?(თეჰიონი)
_არაფერი მომწონს ასე, რომ გეძახი თე(მე)
_მეც მომწონს მასე, რომ მეძახი(თეჰიონი)
_გვრიტებო იქნებ თვალები გაახილოთ და დამინახოთ. მგონი მეც ვარ აქ(ლუსი)
_ოხ ჩემი ბუზღუნა(თეჰიონი)
_მოდი აქ(მე) ხელები გავშალე და ლუსი ორივეს ჩაგვეხუტა.

გამარჯობათ❤❤ეს თავი პატარა, მაგრამ შემდეგსაც მალე დავდებ💜💜💜💖💖

გამარჯობათ❤❤ეს თავი პატარა, მაგრამ შემდეგსაც მალე დავდებ💜💜💜💖💖

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.
იმ ღამის შემდეგ《დასრულებული》Where stories live. Discover now