.8.

2.5K 184 22
                                    

ლუსის pov.
ჯენის ოთახში დავრჩი ამ ღამით და მასთან ჩახუტებული ვიყავი. არცერთი ხმას არ ვიღებდით, მას მალევე დაეძინა, მე კი ფიქრს ვერ ვწყვეტდი. სწორედ ასე ვიყავი ჩახუტებული ჯონქუის თბილ სხეულსლს, იმ დღეს როდესაც მანქანა გაგვიფუჭდა და ერთ სახლს შევაფარეთ თავი. ალბათ ეს ბედია, მანქანა რომ არ გაფუჭებულიყო ალბათ მის მიმართ არანაირი გრძნობები არ მექნებოდა და ცხოვრებაც აღარ გამირთულდებოდა. არ ვიცი როდის ჩამეძინა ფიქრებში გართულს. დილით გავიღვიძე თუ არა მაშინვე სამზარეულოში ჩავედი, საუზმე გავაკეთე, უცბად ვჭამე და ჯენის გასაღვიძებლად მის ოთახში შევედი.
_ჯენი გაიღვიძე, საუზმე მზად არის, მე სამსახურში უნდა წავიდე.(მე)ის მალევე გამოფხიზლდა და საწოლში წამოჯდა.
_კარგი შეიძლება ცოტახანს დავიძინო და მერე ვჭამო?(ჯენი)
_როგორც გინდა(მე) ჯენის ოთახიდან გავედი ჩემს ოთახში და ტანსაცმელი ავარჩიე. თხუთმეტ წუთში სახლიდან გამოვედი.
ჯონქუქის pov.
თავის ტკივილით შევედი სამზარეულოში და იქ ჯიმინი დამხვდა. წყალი დავლიე და მას გვერდით დავუჯექი.
_თავი გტკივა ხო?(ჯიმინი)
_ზედმეტი მომივიდა გუშინ დალევა(მე)
_ჯონქუქ შენ უკვე მართლა ზედმეტი მოგსდის(ჯიმინი)
_ვიცი ჰიონ, გუშინ ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე, აღარ ვაპირებ ლუსის თავი ავარიდო და ის შორიდან მიყვარდეს, მასთან დავახლოვდები და თავს შევაყვარებ(მე)
_ჯონქუქუ დარწმუნებული ხარ, რომ ამას შეძლებ და არ გაგიჭირდება?(ჯიმინი)
_ჯიმინ სხვა გზა აღარ მაქვს, ვცადე მისი დავიწყება და ახლა ხომ ხედავ სადამდე მივედი, ვერ შევძელი მისი თავიდან ამოგდება.(მე)
_მე შენს გვერდით ვარ იცოდე(ჯიმინი) მას გავუღიმე და დავემშვიდობე. სახლში წავედი, დავიბანე, თავი მოვიწესრიგე და ლუსისთან კაფეში წავედი. ჩემი მანქანით მის სამსახურში 10 წუთში ვიყავი და კაფში ერათ კუთხეში მდგარ მაგიდასთან დავჯექი. ლუსი ვიკითხე და მითხრეს, რომ მოსული არ იყო. მინდა მის გვერდით ვიყო, ვეცდები მის გარშემო ვიტრიალო. ერთი გოგო მოვიდა მაგიდასთან და მკითხა რამეს შევუკვეთავდი თუ არა, მე კი ვუპსუხე, რომ როდესაც ლუსი მოვიდოდა ის მოსულიყო ჩემთან. მანაც თავი დამიქნია და მაგიდას მოშორდა. დაახლოებით ნახევარ საათში კაფეში ლუსი შემოვიდა, მაგრამ ვერ შემამჩნია.
ლუსის pov.
სამსახურში თავის დროზე მივედი და პირდაპირ ჩემი საქმის შესრულება დავიწყე, ბლოკნოტი და კალამი ავიღე და ერთ-ერთ კლიენტთან მივედი, მისი შეკვეთა ჩავიწერე და უკან დავბრუნდი. ჩემი თანამშრომელი გოგო მოვიდა ჩემთან.
_ლუსი იმ მაგიდას უნდა მოემსახურო.
ხელით მიმანიშნა მაგიდისკენ, სადაც ჯონქუქი იჯდა, მისი დანახვა გამიკვირდა.
_ვითომ მე რატომ უნდა მოვემსახურო? შენ ვერ მიხვალ?(მე)რას ვამბობდი არც კი ვიცოდი, უბრალოდ ვცდილობდი ჯონქუქისგან თავი შორს დამეჭირა.
_კლიენტი ითხოვს შენ თავს და თან უფროსის ნაცნობი ჩანს. ასე, რომ თუ არ გინდა პრობლემები გქონდეს სამსახურში, მასთან მიდი.
როგორ ვერ ვიტან ამ გოგოს, ახლა რა ვქნა? სხვა გზა არც მაქვს მასთან უნდა მივიდე. რაც შეიძლება სწრაფად მოვაგვარებ ამ საქმეს. მასთან მივედი, ის კი ტელეფონიდან თავსაც არ სწევდა.
_შეკვეთა სხვას რატომ არ მიეცი?(მე)მაშინღა მომაქცია ყურადღება.
_ოუ გამარჯობა ლუსი, ვერ დაგინახე.(ქუქი)
_კითხვა დაგისვი(მე)
_ერთი ტკბილი ყავა მომიტანე(ქუქი) კარგი ასე იყოს რაც უფრო მალე წავა აქედან, ჩემთვისაც უკეთესია. მას ყავა მივუტანე და გამოვბრუნდი. მთელი დღე გავიდა და ჯონქუქი ისევ აქ იყო. ყავა სამჯერ დალია და უკვე მაშინ გავიდა კაფიდან, როცა ჩემი სამუშაო დრო დამთავრდა. მთელი გზა ვფიქრობდი დღეს ჯონქუქის ამ საქციელზე და პასუხს ვერ მივაგენი. თავი საშინლად მტკიოდა, სახლში მივედი თუ არა ვივახშმე ჯენისთან ერთად და დავწექი.
ავტორის pov.
დილით გოგოებს გარეთ ყვითელი ფერის სპორტული მანქანით ჰობი და შუგა დახვდნენ. ბიჭებს ნიძლავი წაუგიათ ჯენისთან და მთელი თვე უნდა ატარონ გოგოები უნივერსიტეტში. ისინი მანქანაში ჩასხდნენ და მანქანაც მაღალი სიჩქარით მოსწყდა ადგილს. მალევე მივიდნენ დანიშნულების ადგილას და უკვე ეზოში შესულებს ნამჯუნი და ჯინი იქ დახვდნენ. რამდენიმე წუთში მათთან ჯონქუქი, ჯიმინი და თეჰიონიც მივიდნენ. ერთმანეთი ბავშვებმა ჩვეულებრივ მოიკითხეს, მაგრამ რაღაც რიგზე არ იყო. ჯონქუქის საქციელში რაღაც ცვლილებები იყო. მართალია სულ მცირე, მაგრამ მაინც საგრძნობლად შესამჩნევი. ის აღარ ცდილობდა ლუსისგან თავის არიდებას და ჩვეულებრი ერთვებოდა დიალოგშიც, მაგრამ არამარტო ჯონქუქის ეს ცვლილება იყო შესამჩნევი არამედ ქერა თმიანი თეჰიონის, რომელიც მთელი დღე ჯენის აიგნორებდა და როგორც ჩვეულებრივ გამვლელს ისე ექცეოდა. ლექციების შემდეგ ჰობიმ და შუგამ ჯენი სახლში წაიყვანეს, ლუსი კი სამსახურში წავიდა. კაფეში შესვლისთანავე მისმა თვალებმა ჯონქუქი დაინახეს.
ლუსის pov.
კაფეში შევედი და პირდაპრ ჯონქუქი დავინახე. მისი დანახვა არ მიხაროდა, რადგან ყველანაირად ვცდილობ მისდამი გრძნობების დამალვას, მაგრამ მისი ასეთი სიახლოვე უკვე მეორე დღეა გრძელდება. სამუშაოდ მოვემზადე და სწორედ ამ დროს ერთ-ერთმა თანამშრომელმა მითხრა რომ უფროსი მიბარებდა. მისი კაბინეტისკენ წავედი, კარებზე დავაკაკუნე და ოდნავ შევაღე.
_მეძახდით ქალბატონო ჩო?(მე)
_მოდი დაჯექი(ჩო) მან თავის წინ სკამზე მიმითითა და მეც დავჯექი. იმედია არ გამომიშვებს სამსახურიდაბ, მაგრამ ამას რატომ გააკეთებს ჩემ საქმეს უსიტყვოდ ვასრულებ.
_რამე მოხდა ქალბატონო(მე)
_არ ვიცი ბატონ ჯონქუქს, რატომ სურს შენი მომსახურეობა, მაგრამ მის ოჯახთან საკმაოდ კარგი ურთიერთობა მაქვს და არ მინდა გამიფუჭდეს. ამიტომ მას ამის შემდეგ შენ მოემსახურები.(ჩო)
_რაა, კი მაგრამ..(მე)გამაწყვეტინა ლაპარაკი.
_არ ვიცი რა პრობლემა გაქვს შენ მასთან და არც ის მინდა რამე დაგაძალო, მაგრამ თუ გინდა აქ მუშაობის გაგრძელება ხვდები ალბათ რისი გაკეთებაც მოგიწევს.(ჩო)ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა. რამდენს ბედავს საერთოდ, ახლა გაუვარდები იმ ვაჟბატონს და თავის ადგილას მოვსვავ. არა ამას ვერ გავაკეთებ, ეს სამსახური იდეალურია. ჩემს სწავლას მშვენივრად ეწყობა და კარგი ანაზღაურებაც მაქვს.
_დაიხ ვხვდები ასე, რომ ჩემი იმედი გქონდეთ.(მე)რა იდიოტი ხარ რად გინდა ასეთი სამსახური? აქ ასე რამდენი ხანი მომიწევს არც კი ვიცი. კაბინეტიდან გამოვედი და ჯონქუქის მზერა ვიგრძენი ამიტომ შეკვეთის ასაღებად მივედი.
_რას შეუკვეთავთ?(მე)
_თქვენობით რატომ მელაპარაკები?(ჯონქუქი)
_ბატონო ჯეონ ჯონქუქ მე სამსახურში ვარ და ვასრულებ ჩემს მოვალეობას(მე)
_არ მომწონს მასე რომ მელაპარაკები(ჯონქუქი)
_რას შეუკვეთავთ?(მე)
_იგივეს რაც გუშინ და ერთი ნაჭერი ნამცხვარი. შენ აარჩიე.(ჯონქუქი)პასუხი აღარ გამიცია, მისი შეკვეთილი მალევე მივუტანე და გამოვბრუნდი. მთელი დღე ისევ ასე იჯდა და მაშინ წავიდა როცა მეც წამოსვლას ვაპირებდი. სახლში მივედი თუ არა დავიბანე და ჯენისთან ჩავედი, რომელიც მისაღებში იჯდა და ჩაფიქრებულმა ვერც კი გაიგო როდის მოვედი.
_ჰეი ჯენ რაზე ფიქრობ?(მე)
_დღეს თეჰიონი უცნაურად იქცეოდა, ზედ არც კი მიყურებდა, წესივრადაც არ მომესალმებია(ჯენი)
_ხო მეც შევამჩნიე ეგ, მაგრამ ალბათ ხასიათზე არ იყო.(მე)მისი დამშვიდება მინდოდა მაგრამ ის რაც ვთქვი მეც კი არ მჯეროდა. თეჰიონი სულ, რომ დეპრესიაში იყოს ჯენის მაინც დაელაპარაკება. აქ რაღაც სხვა ხდება.
_კარგი არ გვინდა ამაზე ლაპარაკი, დღეს ჯონქუქიც უცნაურად იქცეოდა.(ჯენი)
_გუშინდელი დღიდან უკან დამდევს თუ რა ხდება არ ვიცი(მე)მას ყველაფერი მოვუყევი რაც მოხდა.
_ნეტა ასეთი იდიოტი ბიჭები რამ შეგვაყვარა?(ჯენი)
_არ ვიცი, მგონი ეს ჩვენ ვართ სულელები.(მე)
ავტორის pov.
თითქმის ორი კვირა გავიდა და ყველაფერი ისევ ისე იყო. ჯონქუქი ყველა ღონეს ხმარობდა ლუსის სიახლოვეს რომ ყოფილიყო, თეჰიონი კი პირიქით, ჯენის წესივრად აღარც კი ელაპარაკებოდა. ლუსი სამსახურიდან საშინლად გაღიზიანებული დაბრუნდა რაც ჯენის არ გამოპარვია.
_ისევ ჯონქუქია პრობლემა?(ჯენი)
_ჩემი ერთადერთი პრობლემა ეგ ვაჟბატონია(ლუსი)ჩაიხვნეშა და სამზარეულოში სკამზე ჩამოჯდა.
_დავიღალე სადაც არ უნდა ვიყო ყველაგან ეგ ჩნდება. ლექციებზე, უნივერსიტეტის ეზოში, გზაში და კაფეში კი მთელი დღეები იქ ზის, ნეტა საქმე არაფერი აქვს? სერიოზულად დამღალა მთელი დღე ჩემს გარშემო ტრიალებს და მგონი ვგიჟდები, სახლშიც კი მგონია, რომელიმე ოთახიდან გამოვა. ხვალ აუცილებლად დაველაპარაკები.(ლუსი)
_კარგი იქნება დაელაპარაკე და იქნებ გაიგო მისი ამდაგვარი საქციელის მიზეზი(ჯენი)
_თეჰიონს ველაპარაკე წეღან(ლუსი)
_მერე რა გითხრა?(ჯენი)
_არაფერი საერთოდ ხმას არ იღებს იმასთან დაკავშირებით თუ როგორ გექცევა.(ლუსი)
მათი დიალოგი ამით დასრულდა, ნამდვილად არცერთს ჰქონდა უდარდელი ცხოვრება. გათენდა პარასკევი დღე და გოგოებმა მზადება დაიწყეს, მათ მალე ჰობიმ მოაკითხათ მანქანით და ამჯერად მასთან ერთად თეჰიონიც იყო. მთელი გზა დაძაბულობა იგრძნობოდა. ამ დროის განმავლობაში ჯენიმ რამდენჯერმე სცადა თეჰიონთან დალაპარაკება. მას აინტერესებდა ასე უცბად რა ბზიკმა უკბინა თეჰიონს და რატომ ექცეოდა გოგონას ისე თითქოს ის უბრალოდ ნაცნობი ყოფილიყო, მაგრამ თეჰიონს მისთვის არაფერი უპასუხია და უკვე ამ მდგომარეობით დაღლილი ჯენიც დანებდა. ლექციებმა ჩვეულებრივ ჩაიარა დღეს ლუსისთვის შედარებით კარგი დღე იყო, რადგან მას ლექციები უფრო მალე უმთავრდებოდა ვიდრე ჯოქუქს, ეს კი იმას ნიშნავდა, რომ მის გვერდით ყოფნაც უფრო ნაკლები ხანი მოუწევდა, მაგრამ სიმართლე თუ გაინტერესებთ მას ჯონქუქთან ახლოს ყოფნა სიამოვნებდა, უბრალოდ მისი გეგმები სულ სხვა იყო. მას სურდა დაევიწყებინა ბიჭი.

ვინმე კითხულობთ? მოკლედ ვინც კითხულობთ ჩემგან უზარმაზარი მადლობა😍😍🥰❤❤

ვინმე კითხულობთ? მოკლედ ვინც კითხულობთ ჩემგან უზარმაზარი მადლობა😍😍🥰❤❤

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

კარგ ხასიათზე ვარ და იმედია ბოლომდე ასე ვიქნები🥰🥰🤣🤣🤣

იმ ღამის შემდეგ《დასრულებული》Where stories live. Discover now