- ვინ არის? - ჰკითხა ჯინმა სასხვათაშორისოდ.
- თითქოს არ იცოდე... - გაეცინა ლოლას - ღმერთო ჩემო, რა დავუშავე?! წამითაც არ მაძლევს საშუალებას, რომ დავივიწყო!
- ეგ არ მოხდება! - წარბები მაღლა აზიდა - ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვფიქრობ...
- დრონი მეფობენ, არა - მეფენი, ჯინ, ხომ გსმენია? - გვერდით მიუჯდა და თავი მხარზე ჩამოადო.
- გეყოფა 'სიბრძნე სიცრუისა', რა, დოლორეს...
- ამ ორს შორის არავითარი კავშირი არ არის, სხვათა შორის! - გადაიხარხარა ქალბატონმა.
- ვიცოდი, მაგრამ გამოგცადე! - ტუჩები მომუწა, თუმცა ვერ გაუძლო და მალე თავადაც სიცილი აუტყდა.
ხანი გაატარეს ასე, ერთობოდნენ სიმარტივეებით, უაზრო ხუმრობებით, რომლებიც მხოლოდ მათ ესმოდათ და უზომოდ აქილიკებდნენ იუნგის, რომელიც პატარა გარყვნილ სტუდენტს ჩაუვარდა გულში...
- ოჰ, ყველაფერი უკეთაა, უბრალოდ ახლა თეჰიონი მენატრება ძალიან... - საწოლზე გადაწვა ლოლიტა - მისნაირი სხვა არსად შემხვედრია. ალბათ, ვერც შევხვდები...
- მაინც შერიგდებით, - ლოლას მიბაძა ჯინმაც - ვერ გაძლებთ ერთმანეთის გარეშე, აი, ნახავ...
- არამგონია...
- კარგი, რა! პირველად სექსი რომ გქონდათ, ისე აღმიწერე სიტუაცია, ლამის მე მომინდა მასთან დაწოლა! - ისევ ჩაბჟირდნენ... ცრემლებიღა სდიოდათ თვალებიდან და ერთმანეთს სუსტად ურტყამდნენ სუნთქვის შეკავების გამო.
- ღმერთო, ახლა ვიტირებ! - ხმას ვერ ირეგულირებდა დოლორესი - ნამდვილად ვიტირებ!
- რომ გვისმენდეს, წარმოიდგინე! - სახე გადაუწითლდა კიმს - აქვე არწყევდა!
- სულაც არა! - ძლივს წარმოთქვა სიტყვები - მას უყვარხარ ისეთი, როგორიც ხარ! შენზე ახლობელი არავინ ჰყავს. გენდობა და, ვიცი, შენ გამო ნებისმიერ წინააღმდეგობას გადალახავს...
YOU ARE READING
I WON'T TEXT YOU BACK, TAEHYUNG! (დასრულებული)
Romanceყველაფრის შემდეგ კიმ თეჰიონი საფრანგეთში გაჰყვა თავის ფატალურ ქალბატონს... მაგრამ რა მოხდა პარიზში?! ნაწილი 2