30

1.9K 189 272
                                    

სამი საათის შემდეგ ლოლა საკუთარ ანარეკლს ვეღარ ცნობდა სარკეში. სოკ-ჯინი კი, ალბათ, ცხოვრებაში პირველად ფხიზლობდა, რადგან თეჰიონისგან არაფერი ისმოდა და ისე ღელავდა, რომ სათითაოდ იჭამდა ათივე თითს.

- მეცეკვე! - მოულოდნელად ჩაავლო კავალიმ მკლავში და წამოაყენა - მიდი, უფრო მხურვალედ იმოძრავე!

- მთვრალი საშინლად ნერვების მომშლელი ხარ! - უპასუხა მამაკაცმა - ერთი წამით მაინც რომ შეისვენო, არ გინდა?!

- იმან შეისვენოს, ვინც დაიღალა! - საჯდომი ენერგიულად გააქნია აქეთ-იქით - ფრანგები არასდროს იღლებიან!

- ოჰ... - თვალები აატრიალა უსიამოვნოდ.

- ნუ ოხრავ მოხუცივით! - თმა აუჩეჩა - უბრალოდ ამყევი!

- რადგან არ იშლი... - უკანასკნელად ამოიხვნეშა, გაიღიმა და მალე ერთის მაგივრად უკვე ორი ახალგაზრდა იპყრობდა ყველას ყურადღებას. თავდავიწყებით ირხეოდნენ, ტაშს უკრავდნენ, მხრებს გრაციოზულად ანაცვლებდნენ ერთმანეთს. მერე დოლორესი უცნობის მაგიდაზე აღმოჩნდა და წვრილი ქუსლებით მთელი ჭურჭელი გააცამტვერა, მისი შამაპანურის ბოთლით კი სტუმრები დაასველა...

თუმცა ცოტა ხანში მუსიკა შეიცვალა და მასთან ერთად შეიცვალა ლოლიტას გულისცემაც... ნაცნობი ჰანგის ჟღერადობას გაშეშებული უსმენდა და კადრებად ახსენდებოდა ყველაფერი - როგორ ჩამოვიდა აქ პირველად, როგორ აფრიალებდა თეთრ კაბას მომხიბვლელი საქსაფონისტის წინ, რომელიც ვერც კი ამჩნევდა მას... როგორ სთხოვა მოგვიანებით ხელმოწერა, როგორ დაბრუნდა შინ ბარათითურთ და ღამეები ტეხა ვიწროჭრილიანი თვალების გამო... მერე კი... ჯანდაბა, ისე ადვილად იპოვა და რა ჯანდაბადღა დაკარგა მეორედ...

სასოწარკვეთილმა გადადგა რამდენიმე ნაბიჯი, სცენას მიუახლოვდა და მიკროფონი დაიადა, რათა დარჩენილი ნაწილი თავად ემღერა, მაგრამ მუსიკოსებმა დაკვრა შეწყვეტეს...

I WON'T TEXT YOU BACK, TAEHYUNG! (დასრულებული)Where stories live. Discover now