1. ვინ/რა არის შენი მოტივაცია?
- ბევრი რამ/ვინმე შეიძლება იყოს ჩემი მოტივაცია დროის სხვადასხვა ინტერვალში. ამჟამად, ცოტა ხნით დაკარგული მაქვს, თუმცა დარწმუნებული ვარ, მალე შეიცვლება ეს. ზოგადად, მაინც ჩამოვთვლი რაღაცებს, რაც ენერგიითა და მოტივაციით მავსებს ხოლმე. მაგალითად: წვიმა, ბუნება, იუნგი, ყოველდღიური პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი მომენტები და ა.შ.
2. როგორ ფიქრობ, გემოვნებაზე დავა გამართლებულია?
- ჩემი სუბიექტური აზრით, არა... მაგრამ მაინც, ყველაზე მეტად გემოვნებაზე დავობენ და ეს უბრალოდ არ შეიცვლება. ადამიანებისთვის ძნელია სხვისი პერსპექტივის გათავისება და იმდენად კარგად დანახვა, რომ რეალურად სცენ პატივი ისეთ რაღაცას, რაც მათგან განსხვავდება ან განასხვავებს პიროვნებას. ამისდა მიუხედავად, მაინც სისულელედ მიმაჩნია. მუსიკაში ან სხვა ნებისმიერ საკითხში გემოვმებაზე დავა იგივეა, ადამიანს ედავო იმაზე, თუ რატომ მოსწონს შემწვარი კარტოფილი კეტჩუპით და არა მაიონეზით, ანუ - სრული იდიოტიზმი.
3. რომელია საყვარელი ქართულენოვანი ნაშრომი აპლიკაციის ფარგლებში?
- რომ გითხრა, ბევრ ქართული ნაშრომს გავეცანი-მეთქი, მოგატყუებ. თუმცა წაკითხულებს შორის "მე, შენ და ვინსენტს" გამოვარჩევდი. კიდევ ბევრია, რომელიც მომწონს, თუმცა ეს პატარა, მაგრამ ყველა საჭირო ემოციითა და გრძნობით სავსე ნაწერი მაინც სხვანაირად მიყვარს. ოჰ, ასევე ძალიან დამაინტრიგა და დამატყვევა ნაშრომმა: "i'm ocean". წარმოდგენა არ მაქვს ვისია, მაგრამ ვაფასებ ავტორს.
4. შენი ნაშრომებიდან ყველაზე მეტჯერ რომელი გაქვს წაკითხული?
- სიმართლე გითხრა, ვცდილობ ბევრჯერ არ გადავიკითხო, რადგან უფრო და უფრო მეტ ნაკლს ვპოულობ და არ მინდა, ჩემმა არეულმა გონებამ მაიძულოს რამე დავუშავო ამ ნაწერებს. თუმცა "Free like ocean"-ის კომენტარებს ხშირად ვუბრუნდები, მაშასადამე. წაკითხვაც გამომდის, რაღაც კუთხით. თან ეს ნაწერი ბევრს ნიშნავს ჩემთვის და რაღაც ციტატების წაკითხვა უბრალოდ ხელს მაშველებს რთულ პერიოდებში.
YOU ARE READING
21 კითხვა taekookiesmonstah-სთან
Não Ficçãotaekookiesmonstah - ბევრისთვის საყვარელ ნაშრომთა ავტორი, ჩვენი შემდეგი სტუმარია! რატომ ის? რადგან თავისუფალია, მეგობრებო... თავისუფალია ოკეანესავით! ეს არის რუბრიკა "21 კითხვა ავტორთან" და მე ამ რუბრიკის წამყვანი, აზა მუკბანიანი, იგივე DragonsBride...