თავი 35: ყველა საიდუმლო აშკარა ხდება...

1.2K 109 76
                                    

-შენ...?-შეკავებულად თქვა ჯონგუკმა,-რატომ...?

-ჯონგუკ, მე...-გაოცებულად თქვა ჯონჰიონმა,-ყველაფერს აგიხსნი...

-ამიხსნი?!-წამოიყვირა მაკნემ,-ანუ ეს შენ იყავი?! შენ გაგვიტაცე?! როგორ გაბედე?! შენ ხომ ჩემი ძმა ხარ!

-დახმარება მინდოდა! ვხედავდი როგორ იტანჯებოდი ამ კრეტინის გამო!-ჯონჰიონმა თეჰიონზე მიუთითა, რომელიც ახლა კარებში გაშეშებული იდგა,-დებიუტის შემდეგ შევამჩნიე, რომ იცვლებოდი. ვხედავდი, როგორ იხსნებოდი. ნაკლებად ჩაკეტილი იყავი. ვხედავდი, რომ თეჰიონი გცვლიდა. შემდეგ შევამჩნიე, რომ მისდამი სიყვარულს გრძნობდი. ეს გტანჯავდა. სახლში რომ მოდიოდი ვხედავდი როგორი გულგატეხილი იყავი... ეს იდიოტი კი ამას ვერც ამჩნევდა... დახმარება მინდოდა, გუკკი...

-დახმარება?! ვინ გთხოვა დახმარება?! ასეთი მეშვეობით დახმარება!-ჯონგუკი სიბრაზეს ვერ მალავდა,-გვაწვალებდი! ჩვენს გრძნობებზე თამაშობდი! სხეულს გვისახინჩრებდი! საშინელებების გაკეთებას გვაძალებდი! ასე გინდოდა დახმარება?! ერთმანეთისთვის ძალით მოწოვით?! წამებით?! ტკივილის მიყენებით?!...

-ყოველ ჯერზე... ყოველ ჯერზე, ტკივილს შენ იღებდი! მე ვიფიქრე რომ ეს ცხოველი მიხვდებოდა, რომ ძალიან გიყვარდა!-უფროსიც არ მალავდა ემოციებს.

-საკუთარი ძმა აწამე, ჰიონ! თეჰიონს ჩემზე ძალადობა დააძალე! ჩემზე ზიანის მოყენება დააძალე! შენს გამო თავს არარაობად გრძნობდა! ამას ეძახი დახმარებას?!-ჯონგუკმა უფრო ხმამაღლა დაიწყო ყვირილი, თვალებში ცრემლებმა დაუწყო ციმციმი.

-მე ვიფიქრე, რომ იგი მიხვდებოდა! მას ხომ ბევრჯერ დაუმტკიცე შენი სიყვარული!...

-ვინ გთხოვა ჩვენს ურთიერთობაში ჩარევა?! ვინმემ გთხოვა ჩვენთვის ეს გაგეკეთებინა?!-უხეშად შეაწყვეტინა მაკნემ.

-შენთვის დახმარება მინდოდა! ვერ ვუყურებდი შენს ტანჯვას, ეს იდიოტი კი ამას ვერც ამჩნევდა! იმ ყველა ტკივილით მინდოდა ეს გაეგო... მინდოდა, რომ საბოლოოდ გამოეღვიძა!

გატაცება: ჩაკეტილში ცხოვრება.Nơi câu chuyện tồn tại. Hãy khám phá bây giờ