-ჯონგუკ...-ჩაიჩურჩულა თეჰიონმა, როდესაც უმცროსი ოთახში შემოვიდა და კარი მოიხურა.
-თეჰიონ... იდიოტო...-ამოისუნთქა ჯონგუკმა და თეს პირდაპირ დადგა.
-ვიცი... საშინელი ადამიანი ვარ...
-საშინელი ადამიანი ხარ...
-იდიოტი ვარ...
-იდიოტი ხარ...
-არ უნდა დამეტოვებინე...
-არ უნდა დაგეტოვებინე...
-მიყვარხარ...
ჯონგუკი ადგილზე გაშეშდა, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე წამით, შემდეგ კი თეჰიონს კედლისკენ უბიძგა და მთელი სხეულით აეკრო.
-იცი როგორ ვნერვიულობდი?!-წარბები შეკრა მაკნემ,-შენ... შენ საზარელო იდიოტო...
-მაპატიე... მე...-უფროსმა სიტყვა ვერ დაასრულა, რადგან ჯონგუკმა მათი ტუჩები შეაერთა და ახლა ძალიან მომთხოვნად კოცნიდა.
-თვითმკვლელობა გადაწყვიტე?!-მაკნე უფროსს მოშოდა და ჰაერი ხარბად ჩაისუნთქა,-ჩემზე იფიქრე??!
-არ ვიცი რა დამემართა, ჯონგუკ...-ამის შემდეგ მაკნემ თე ისევ შეითრია კოცნაში, კოცნა ვნებიანი და ღრმა იყო, მაგრამ ცოტა ხანში ისევ შეწყვიტა.
-ჩემი ძმის ყველა სიტყვა სერიოზულად რატომ მიიღე?!
-მაგრამ ის მართალია!-ამოისუნთქა თემ,-მე მონსტრი ვარ...
-მონსტრი ხარ!-უმცროსი უფრო მეტად გაბრაზდა,-შენ მართლა მონსტრი ხარ, რადგან როდესაც ახლოს არ იყავი ვიტანჯებოდი! შენ მონსტრი ხარ, რადგან მაშინ დამტოვე როდესაც მჭირდებოდი!
-ჯონგუკ, მაპატიე, გთხოვ... ეს არ უნდა გამეკეთებინა... მაპატიე... მაპატიე...-იმეორებდა თე, თვალებზე ცრემლები მოადგა,-დებილი ვარ...
-დებილზე უარესი ხარ!-იყვირა ჯონგუკმა,-მაგრამ მიყვარხარ! მიყვარხარ!
-ჯონგუკ...-კიმს ისევ არ აცალა ლაპარაკი, მის გახსნილ ტუჩებს დააცხრა, ხელები ბარწაყებზე მოხვია და ხელში აიტაცა, თემ დაუყოვნებლივ შემოხვია ფეხები წელზე,-ჯონგუკ...
ESTÁS LEYENDO
გატაცება: ჩაკეტილში ცხოვრება.
Fanficშემოდგომის ბოლო თვეში ინჩჰონის აეროპორტიდან, მანიაკი იტაცებს სამხრეთ კორეული პოპულარული ჯგუფის ორ მონაწილეს კიმ თეჰიონს და ჯეონ ჯონგუკს. ჩამოჭრილები გარეთა სამყაროდან, ყოველ დღე უხდებათ გადაიტანონ მორალური და ფიზიკური ძალადობა, ისინი აუცილებლად უნდა...