1. სეული❤️

226 9 0
                                    

გამარჯობათ, მე ენი მქვია და 20 წლის ვარ. თუ ჩემი წარმოშობაც გაინტერესებთ, მაშინ გეტყვით რომ საქართველოდან ვარ. რამდენიმე თვის წინ კორეული ენის გამოცდა ჩატარდა, ამიტომ გადავწყვიტე რომ გავსულიყავი ამ გამოცდაზე. მიუხედავად ბევრი ნერვიულობისა, წარმატებით ჩავაბარე ყველა გამოცდის ეტაპი. ანუ ეს იმას ნიშნავს რომ კორეაში, კერძოდ კი დედაქალაქ სეულში მივდივარ სასწავლებლააააად🥰.
  და აი დადგა ის სანატრელი დღე რომელსაც ამდეხანს ველოდი.
"დეეე ჩემი ჟაკეტი სად წაიღე" ჩემი ოთახიდან გავძახე დედაჩემს, რომელიც აეროპორტში წამოსასვლელად ემზადებოდა.
"შვილო თუ თვალებს გაახელ კარგად დაინახავ რომ იქვე სკამზეა გადაკიდებული" მობეზრებული ხმით მეუბნება. მივიხედ მოვიხედე ოთახში და ხო, სკამზე იყო გადაკიდებული. უცბად გადავიცვი, რაც შემეძლო სწრაფად მოვემზადე და ვერც კი გავაანალიზე ის ფაქტი თუ რამდენად მალე ამოვყავი თავი მანქანაში. საბოლოოდ როგორც იქნა მივაღწიეთ იქამდე, სადაც უამრავ ადამიანს თავი მოეყარა. ერთ საათში დავტოვებდი აქაურობას და ამ ერთი საათის მანძილზე დრო მქონდა რომ ჩემებს კარგად მოვსიყვარულებოდი.
  ამასობაში ჩემმა ფიქრებმაც გამიტაცეს რომ უცბად ვიღაცის ყვირილი მესმის და თან ჩემსკენ მოემართება.
"ენიიიიიი", ყვირის ჩემი დაქალი. "არ წახვიდე, არ დამტოვო, შენი სუნთქვა ჩემთვის ყველაფერია" (😂😂)
" გიჟი ხარ იცი ხო?!" ვეუბნები სიცილით.
"ვიცი" მოკლედ მომიჭრა პასუხი.
"არ მეგონა თუ მოხვიდოდი" ვეუბნები.
"შენ მე ვინ გგონივარ?! გგონია ჩემს ერთადერთ დაქალს ისე გავუშვებდი რომ, აეროპორტში არ მივაკითხავდი?!!" ამბობს მოწყენით და თან არარსებულ ცრემს იწმენდს. "ძალიან მომენატრები." ვეუბნები და თვითონაც დასტურის ნიშნად, თავი დამიქნია და ძლიერად ჩამეხუტა.
  და აი უკვე ნახევარ საათზე მეტიც გავიდა და სულ რაღაც 15 წუთი მქონდა დარჩენილი.  უცბად მამაჩემის ხმა გავიგონე, რომელიც მე მეძახდა.
"ენი შვილო შეიძლება ორი წუთი ცალკე დაგელაპარაკო?".
" აჰამ, კაი" ვეუბნები მამაჩემს.
"შვილო, მისმინე, ცოტას ვნერვიულობ იცი?, ხო შეიძლება გარედან არ მეტყობა მარა სინამდვილეში ძალიან ვნერვიულობ რადგან ამხელა ქვეყანაში გიშვებ სრულიად მარტო, თან რომ წარმოვიდგენ რომ შენ სახლში აღარ იქნები, გული ძალიან მწყდება მარა რაც მთავარია შენ ხარ ბედნიერი. როგორც იქნა შენი ოცნება აისრულე და ამით მეც ძალიან ბედნიერი ვარ. ..... იმედია ბევრ მეგობრებს შეიძენ და....." და აი აქ გაუწყდა მამაჩემს ხმა.
"და??" ვეუბნები, "რისი თქმა გინდოდა მა"
" და თუ შენ იქ ვინმე გაიცანი..... ხომ ხვდები ...... პატარა გოგო აღარ ხარ და.....".  ეს იყო რომ კიდევ გაუწყდა ხმა მამაჩემს.
"მესმის და ნუ ნერვიულობ წინასწარ ნურაფერზე" ვეუბნები რაც შეიძლება თავდაჯერებულად.
"კაი .. მინდა იცოდე რომ მე ყველაფერში შენს გვერდით ვიქნები და შენს ნებისმიერ გადაწყვრტილებას მხარს დავუჭერ"
  ამით დაამთავრა მამაჩემმა საუბარი, რომ მეც ვეღარ შევიკავე თავი, მივუახლოვდი და ძლიერად ჩავეხუტე. "მიყვარხარ მა"
"მეც მიყვარხარ ჩემო გოგო".
    _____________________________

       მოკლედ ბოლოს და ბოლოს გავიდა უკვე ერთი საათი, ჩემი რეისიც გამოაცხადეს და მეტი რაღა დამრჩენოდა, ჩავავლე ჩემს ჩემოდანს ხელი, ყველას ბოლოჯერ ჩავეხუტე და წავედი. სიმართლე რომ ვთქვა მეც ძალიან ვნერვიულობდი რადგან ესე შორს ჩემი ოჯახისგან არასდროს ვყოფილვარ და ცოტა შიშმაც ამიტანა მარა არაუშავს, ეს ხომ ჩემი ოცნებაა.
  ფრენას რაც შეეხება ვიტყვი რომ, ცოტა მეშინია, თან ეხლა მითუმეტეს გვერდით არავინ მყავს, ხელი რომ ჩამკიდოს და მითხრას, " ყველაფერი კარგადაა". მოკლედ თავი რითი აღარ გავირთე რომ ყურადღება არ მიმექცია იმას რომ ჰაერში ვიყავი გამოკიდული.
ბევრი ჭამის  და ძილის შემდეგ როგორც იქნა ჩავაღწიე. სახეზე დიდი ღიმილი გამომესახა და ვამბობ....

      "გამარჯობა სეულო" ❤️

—————————————————
გამარჯობათ ბავშვებო. მე ახალი ვარ და ცოტას ვნერვიულობ რადგან მგონია რო არ მოგეწონებათ. მარა ვიმედოვნებ რომ ასე არ არის. წინ ბევრი საინტერესო რამ გელოდებათ. ☺️ და თუ კითხვები გექნებათ კომენტარებში დაწერეთ და აუცილებლად გიპასუხებთ. ❤️❤️

ერთი ნაბიჯი შენამდე❤️Where stories live. Discover now