3 თვის შემდეგ:
ჩემი უნივერსიტეტის ცხოვრება კარგად მიმდინარეობს. უკვე საკმაოდ ბევრი მეგობარიც შევიძინე და ყველაფერი კარგადაა. მარა ნანჰი და სორი მაინც საუკეთესოები არიან რომლებიც დამეხმარნენ იმაში რომ ყველაფერს შევჩვეოდი. მათი დამსახურებით კიდევ უფრო კარგად შევისწავლე სეული. ნელნელა აქაურ კულტურასაც შევეჩვიე.ვაღიარებ, ცოტა გამიჭირდა ესე უცბად სხვა კულტურის ათვისება მარა ამაშიც გოგოები დამეხმარნენ.
უკვე ზამთარმა შემოაკაკუნა კორეაში, ძალიან ცივმა ზამთარმა. სადაცაა დეკემბერიც მიიწურება მარა თოვლი მაინც არ მოსულა, მიუხედავად დიდი გამყინვარებისა. ღამით სეულის ქუჩები ყველაზე ლამაზია ალბათ. საახალწლოდ მორთული ქუჩები ისეა გაკეთებული რო თვალს ვერ მოწყვეტს კაცი ამ სილამაზეს. ყოველდღე ერთი სული მაქვს მალე დაღამდეს რომ გავიდე გარეთ და მეასეჯერ შევათვალიერო ღამით გაბრწყინებული სეული. და ცა? ვერასდროს წარმოვიდგენდი სეულში ასეთი ლამაზი თუ იქნებოდა ღამით ცა. ვარსკვლავებითაა გადაჭედილი რომელიც ისედაც გაბრწყინებულ სეულს კიდევ უფრო აბრწყინებს და ანათებს.————————————————
ორშაბათი დღე გათენდა ანუ უნივერსიტეტში წასვლის დღე, ზოგისთვის სკოლაში და ზოგისთვის სამსახურში წასვლის დღე. ჩვეულებრივად, როგორც ყოველთვის, ჩავიცვი ოღონდ რაც შეიძლება თბილად. ვისაუზმე და უნივერსიტეტში გავექანე. იქ კი მალევე შემეჩეხნენ ჩემი გოგოები.
"ცოტაც რომ დაგეგვიანა, შენს გარეშე შევიდოდით ლექციაზე" წამეწუწუნა ნანჰი.
"მაშინ კიდევ კაი რომ მოვასწარი" ვეუბნები ჩაცინებით. რომ მალევე შემოგვჩივლა სორიმ.
"ისა და.. ლექციაზე ვაგვიანებთ" თქვა ჩვენით დაღლილმა. " ჰოჰო... ლაპარაკი არ გვაცადო შენ" ეუბნება ნანჰი და ეგ იყო რო მალევე პატარა ბავშვებივით დაიწყეს კინკლაობა.
"კაი კაი გეყოთ. ეხლა მართლა დაგვაგვიანდება და მე პასუხს არ ვაგებ მაგაზე" შევჩივლე ორივეს. მართლაც აღარცერთს ამოუღია ხმა და ესე წყნარად შევედით ლექციაზე.
რამდენიმე მომაბეზრებელი ლექციის შემდეგ, სამივენი კაფეტერიაში შევარდით რადგან ეხლა ისე გვშიოდა რომ ლამის ერთმანეთი შეგვეჭამა. დავიდეთ საჭმელები ლანგარზე, თავისუფალი მაგიდა მოვნახეთ და დავსხედით.
ცოტა რომ შევჭამეთ, მალევე ნანჰი იწყებს ხვალინდელ დღეზე საუბარს.
"მოკლედ... ხვალ რა გეგმები გვაქვს?"
"ხვალ რამე ხდება?" ვეკითხები მე.
"ხვალ ახალი წელია" ამბობს სორი.
"ააა ხო ეგ სულ დამავიწყდა" ვამბობ. "როგორ შეიძლება ეგ დაგავიწყდეს." შემომჩივლა ნანჰიმ.
"ამ უნივერსიტეტის გადამკიდე კიდე კარგად ვარ." ვეუბნები მობეზრებით.
"კარგი... მოკლედ ხვალ ღამით შევიკრიბოთ და ნანსას კოშკზე ავიდეთ, იქ ყოველ წელს, ახალი წლის ღამით,
უამრავი ხალხი იკრიბება რადგან საოცარ ფეიერვერკებს უშვებენ ღამის თორმეტ საათზე." ამბობს სორი.
"ჰო მართალია... აბა ენი, რას იტყვი, ხო კაი აზრია?" მეუბნება ნანჰი. " კი კაი აზრია, მარა გარეთ გასვლას სახლში აღნიშვნა არ ჯობია?" ვეუბნები გოგოებს მაგრამ პასუხათ რა მივიღე?! " ეიიი ბებია ხომ არა ხარ სახლში რომ დაჯდე, ყველა ჩვენი ტოლი გარეთ იქნება ხვალ" მეუბნება ნანჰი. ამიტომ მეც სხვა გზა არ მქონდა და დავთანხმდი მათ შემოთავაზებას.
YOU ARE READING
ერთი ნაბიჯი შენამდე❤️
Fanficწარმოგიდგენთ ჩემს პირველ ფიკს, რომელიც სავსე იქნება რომანტიულობით, კომედიით და სევდით. ____ გოგონა სეულში სასწავლებლად ჩამოვიდა, მაგრამ ბედისწერა მას აქ სიყვარულს აჩუქებს, საოცარ და სევდიან სიყვარულს. _____ დედა...ამხელა შინაარსის გაკეთებაც...