უცნაური ქალი 👵

433 31 4
                                    

მე ვარ ელა უკვე 22 წლის.
უნდა გამოგიტყდეთ ბიჭისთვის არასოდეს მიკოცნია.
პირველად კოცნა ვცადე როცა 16 წლის ვიყავი მაგრამ არაფერი გამოვიდა...
მთელი ცხოვრება ველოდები იმ ადამიანს ვისაც ვაკოცებ..
შეყვარებულიც არ მყოლია.
როგორც კი სკოლა დავამთავრე მუშაობა დავიწყე..
კარგი სამსახური მაქვს.
მე ვმუშაობ ტანსაცმლის მაღაზიაში..კონსულტანტად..დიდ სავაჭრო ქსელში.
ხელფასი ნორმალური მაქვს.
მეგობრები...მმ...არ მყავს იცით მხოლოდ ორ ადამიანს ველაპარაკები სოლს და მიუს ისინი ჩემთან ერთად მუშაობენ..
კოლეგები არიან...
ახლა რას ვაკეთებ ?
ვდგავარ და ველოდები კლიენტს რომ მოვემსახურო..

-გამარჯობა.. რით შემიძლია დავეხმაროთ..?

შემოვიდა ასე 50 წლის ქალი გემოვნებით ჩაცმული...
გამხდარი და შავგვრემანი.

-იცი.. ქურქი მინდა.

-დიახ. ამ მოდელზე რას იტყვით...
საუკეთესო ბეწვია.

-აბა მანახეთ... კარგია.. ვყიდულობ.

-დიახ... აი გამომართვით.

-კარგად ბრძანდებოდეთ.კიდევ მობრძანდით..

ქალს რაღაც ბარათი დარჩა..
ცოტა არ იყოს უცნაური...
მხოლოდ VIP ეწერა.
დავიწყე ამ ქალის ძებნა რა იცი იქნებ საჭიროა.
მაღაზიიდან გამოსვლას ვაპირებდი როცა ეს ქალი შემეჩეხა.

-იცით ქალბატონო ეს ალბათ თქვენია..

-კი..კი ჩემია ამ ბარათის გარეშე ვერ წავალ სახლში.. მადლობა როგორ გადაგიხადო...?

-არა...არაფრის გადაახდაა საჭირო.. მე.. ჩემს მოვალეობას ვასრულებდი.

-მართლა არაფერი გინდა..?

ეჰჰ.. როგორ არ მინდა...ბიჭი რომელსაც პირველად ვაკოცებ...
ამას ხომ არ ვეტყოდი ამიტომაც არაფერი მითქვამს...

-ვიცი რაც გინდა..კოცნა.

-არა ქალბატონო..მე..

-ვიცი..ვიცი. ჯერ არავისთვის გიკოცნია..

-დიახ..ასეა.

-ამიტომ ეს არის ჩემი საჩუქარი..
ამ ერთი კვირის განმრავლობაში შეხვდები შვიდ ბიჭს...

და კარტები მომცა..რომელზეც არაფერი ეხატა...

-ამ შვიდი ბიჭიდან ამოირჩევ ერთერთს და რომელიც მოგეწონება იმას აირჩევ...

თავი დავხარე სირცხვილისგან..

-იცით...ქალ..სად წავიდა...კარგი ეჰჰ ამას თავი დავანებოთ..
სახლში წავალ...

მთელი ღამე ვფიქრობდი..
ვინ იყო ეგ ქალი.

7 პირველი კოცნა. ( დასრულებული)Where stories live. Discover now