თაფლივით ტკბილი.

148 17 13
                                    

- გამარჯობა, ხომ არ გაგაღვიძე? 

მომესმა ნამჯუნის ოდნავ შეწუხებული ხმა, ჯერ გონზე მოსვლა ისევ მიჭირდა. საათს შევხედე 11 საათი იყო, ამ დილაადრიან რატომ მირეკავს?

- არ მოგატყუებ და კი - მობეზრებულად ჩავილაპარაკე და ოდნავ წამოვიწიე რომ საწოლის საზურგეს მივყუდებოდი.

- მაპატიე, მეგონა გეღვიძებოდა, უბრალოდ ვერ მოვასწრებთ ახლა თუ არ წავალთ საყიდლებზე.

- ნამჯუნ ჯერ ხომ დილის 11 საათია, საყიდლები ვერ მოიცდის დავიჯერო? - დავიწუწუნე იმის იმედით რომ ახლა ცოტახანს კიდევ მომეცემოდა საშუალება დამედო თავი და დამეძინა.

- ნახევარ საათში გამოგივლი, მზად იყავი. - ჩაიცინა და გამითიშა.

- ჯანდაბა.

საწოლს დანანებით გავხედე, თავი გავაქნიე და მთქნარებით შევედი აბაზანაში. გადავივლე და ხალათით გამოვედი ოთახში. გარდერობი გამოვაღე და ტანსაცმლის არჩევა დავიწყე, უკვე გამოვფხიზლდი და ახლა გავაცნობიერე რომ მთელი დღე ნამჯუნთან ყოფნა მომიწევს. საბოლოოდ გრძელ ვარდისფერ ჰუდს, შავ შარვალს, კეპს და ბათინკებს ვიღებ, საწოლზე ვაწყობ და ხალათით სამზარეულოში ჩავდივარ.

- დილამშვიდობის ოპპა - იუჯი ლოყაზე მკოცნის და მიღიმის.

- დილამშვიდობისა ლამაზო - მეც ვკოცნი და მაცივართან მივდივარ.

- ჯინ დღეს იუნგის უნდა შევხვდე კაფეში.

- რატომ?

- საგამოცდოდ პროექტი მაქვს გასაკეთებელი ხელოვნებასთან დაკავშირებით, ამიტომ იუნგის ვთხოვე დახმარება.

- კარგი რა პრობლემაა. დღეს მეც გვიან მოვალ, იუნგის ვეტყვი და სახლში ის მოგიყვანს.

- კარგი.

- საშინლად მშია.- დავიწუწუნე და მაცივარში შევძვერი, დავაიგნორე კარებზე ზარი.

- კიმჩი უნდა იყოს მანდ ნახე, წავალ გავაღებ.

- იუჯი მზარეული ავიყვანოთ რაა, მეც ვერ ვახერხებ ვერაფრის მომზადებას შენ.....ჯობია შენ არ მოამზადო - ვლაპარაკობდი ჩემთვის და თან თეფშზე კიმჩის ვიღებდი, როცა იუჯის ხმა ვერ გავიგონე მისკენ მივტრიალდი - მისმენ?

You Are My Autumn🍁Место, где живут истории. Откройте их для себя