1. რატომ 'სონი?'
- მეგობრის დედამ მიწოდა ასე. ის ქალი ნაკლებად ენდობა ადამიანებს, რატომღაც მესამე შვილად მიმიღო.
2. როგორია სონი ფარდებს მიღმა?
- არ არის.
3. რას ნიშნავს იყო ორიგინალური?
- ასეთი კითხვები არ უნდა დასვან ორიგინალურმა ადამიანებმა.
4. რომელია შენი საყვარელი ფერი და რატომ?
- ლურჯი. განზომილება არ აქვს. მძაფრი და ღრმა ფერია. ჩემი ფიქრების ფერია.
5. 30 წამი რომ გქონდეს მთელ მსოფლიოსთან სასაუბროდ, რას ეტყვი მას?
- flips middle finger...
6. ეთანხმები მოსაზრებას, რომ "სიყვარული აძლიერებს?"
- არჩევანი რომ მქონოდა, არავინ მეყვარებოდა.
7. სხეულის რა ნაწილს აკვირდები პირველად, როდესაც უცხო ადამიანს ხვდები?
- თითებსა და კბილებს. თუ არაჰიგიენურია, არ განვაგრძობ მასთან ურთიერთობას.
8. როგორ ფიქრობ, ადამიანის ცხოვრებაში რა უფრო მნიშვნელოვანია მატერია თუ აბსტრაქცია?
- თავად გადაწყვიტონ, გთხოვთ. ჩემთვის, პირადად, არაფერია მნიშვნელოვანი.
9. რას ნიშნავს შენთვის თავისუფლება?
- სარკეში რომ იხედები და არაფერი გზაფრავს, მაგას.
10. რატომ დაიწყე წერა?
- პირველად, ოთხი წლის ასაკში დამაწერინეს, ძალით, თუ ამას მეკითხებით, მაგრამ, ფანფიკების... ალბათ, იმიტომ, რომ მინდოდა გამეგო, მართლა მარტო ვიყავი თუ არა (ნეტავ, არასდროს დამეწერა).
11. ჩვენი ჯგუფი მოგწონს?
- წავა, რა. ნუ, ყოველ შემთხვევაში, ანალოგი არ ჰყავს და ყველაზე კომფორტულად აქ ვარ.
12. მომხდარა თუ არა შენს ცხოვრებაში რამე გარდამტეხი, რამაც რადიკალურად შეგცვალა?
- ერთხელ, უგემურ ჯემიან პურს ვჭამდი და ცხოვრების ამაოებაზე დავფიქრდი...
13. განტვირთვის საუკეთესო საშუალებად რას მიიჩნევ?
- მარტო ყოფნას. თუნდაც სანაგვეზე ვიყო, მთავარია - მარტო.
14. ერთი სიგიჟე, რომელსაც სიკვდილამდე აუცილებლად ჩაიდენ, არის...
- თავს მოვიკლავ. ყველაფრის ჩამდენი ვარ, სიკვდილის მოსვლა რა საჭიროა.
15. როგორი დამოკიდებულება გაქვს ცხოველებთან?
- ყველაფერს ვანდობდი, ძეხვისა და ფუნთუშას გარდა.
16. ადამიანი, რომელთანაც თავს ყველაზე კომფორტულად გრძნობ, არის...
- lawleeay.
17. სიკვდილით დასჯა გამართლებადია თუ არა და რატომ?
- ისედაც ვერ ვწყვეტთ ჩვენი სიკვდილის დროს ისე, როგორც გვინდა. ახლა ვიღაცამ გადაგიწყვიტოს კიდევ...
18. სრულყოფილება არის...
- არ არსებობს. ყველაფერი ერთი ელემენტიდან წარმოიქმნა. ნაგავიცა და ესთეტიკაც. ჩემთვის ყველაფერი ნაგავია.
19. როგორმა ნაშრომმა შეიძლება მიგიზიდოს?
- ლურჯი ფერის მსგავსმა.
20. რომელია შენი ფავორიტი პერსონაჟი შენივე ნაშრომიდან?
- თეჰიონი.
21. შენი რჩეული ავტორი აპლიკაციის ფარგლებში არის...
- არ მყავს.
YOU ARE READING
21 კითხვა NunaJongina-სთან
No Ficciónჩვენი რუბრიკის შემდეგი სტუმარია NunaJongina, ავტორი, რომელსაც უამრავი თქვენგანი იცნობს მისი მართლაც რომ საოცარი ნაშრომის "Nirvana - Blue Heaven"-ის წყალობით. თუმცა, ვფიქრობ, მისი უფრო ახლოდან გაცნობის სურვილიც გაგჩენიათ... მე ამ რუბრიკის წამყვანი...