დადუმებულ, ნაცრისფერ სასაფლაოს ვუყურებ ახლა და ვფიქრობ რამდენი ადამიანის სევდას იყევს ეს ადგილი. რამდენი ცრემლი უნახავს?! რამდენი განადგურებული ადამიანი?! რამდენი მკვდარი ისტორია?! როგორ იტევს დედამიწა ამდენ რამეს?!
საყვარელი ადამიანი არ დამიკარგავს, უფრო სწორედ მაშინ ძალიან პატარა ვიყავი, ღმერთს ვთხოვ ის სიმწარე არ გამოვცადო რაც ასე ახლოს და ამავდროულად შორსაა ჩემგან.
დაფიქრებულხართ ამ XXI საუკუნის მანძილზე რამდენი ადამიანი გარდაიცვალა?! მილიარდობით და უფრო მეტი. ახლა იმ მიწაზე სადაც დგახარ შეიძლება რამდენიმე საუკუნის წინ, ვიღაც საყვარელ ადამიანს გლოვობდა, ან გმირი ბრძოლაში გარდაიცვალა ან სულაც კი არ კვდებიდნენ, იბადებოდნენ.
YOU ARE READING
ჩანახატები🎈🎈
القصة القصيرةეს ფიკი არ არის, დავდებ ჩემს დაწერილ ჩანახატებს, იმედია მოგეწონებათ💛💙