,,It's Hard To Say Goodbye"

186 22 15
                                    

( მუსიკა ჩართეთ, აუცილებლად!)

,,გინდა შეგცვალო?", როცა ეს სიტყვები მითხრა, მაშინ გაცოცხლდა ჩემში პირველად მის მიმართ უცხო გრძნობა. იმ წამს მივხვდი, თურმე ბედმა დაბადებიდანვე ტკივილისთვის გამწირა. ვხვდებოდი ვერასოდეს შემიყვარებდა, მე ხომ ნორმალური არ ვარ, მე ხომ ჩვეულებრივ ადამიანს არ ვგავარ.

ჩემი გული კვლავინდებურად ძგერდა, მაგრამ მტკიოდა, საშინელ ტკივილს განვიცდიდი. რა მექნა, მეტირა?
არა, მე ხომ ისედაც ცრემლად ვიღვრებოდი, ოღონდ ღამ-ღამობით, არ მინდოდა მის ლამაზ, ნახშირივით შავ თვალებს დაენახა და ეკითხა რა მჭირდა, მე კი ვერაფერი მეთქვა. ყოველ წამს სიყვარულზე მეფიქრებოდა, სარკეში ვიყურებოდი და იქაც მას ვხედავდი. საბოლოოდ კი სიყვარულის სამიზნე გავხი, პირდაპირ გულში დამიმიზნა და სწორადაც გაარტყა.

ყოველდღე მოდიოდა ჩემთან, არ ვიცი, მგონი ჩემი დახმარება სურდა.

რა ლამაზი სახელი ჰქონდა, ვიოლეტა, როგორც ია, ისიც გაზაფხულზე მომადგა, მხოლოდ სახლში კი არა, გულშიც დაუკითხავად შემოაბიჯა და ჩემი სული დალაშქრა.
მეუბნებოდა ,, ყველაფერი მომიყევი", ,,რა გჭირს მითხარი მე დაგეხმარები", მაგრამ ვერაფერს ვამბობდი.

როგორც ყვავილს უნდა წყალი, ისე მინდოდა მეთქვა, ხმა ამომეღო, თუნდაც მეტირა, მაგრამ ვერ შევძელი.

დრო მიფრინავს, მე კი თავს კვლავ მარტოსულად ვგრძნობ, მაგრამ მეუბნებოდა, თუ რამდენად ძვირფასი ვარ, მეუბნებოდა ცხოვრებაზე ხელი არ ჩამექნია.
ცხოვრება?
ეს ხომ ამოუცნობი ცნება იყო. არსებობს კი ოთხ კედელს შორის ცხოვრება?... ნუთუ არსებობს?

მიხაროდა, როდესაც მოდიოდა, მაგრამ ვატყობდი, უსასრულო სიბრალულით იყო განმსჭვალული ჩემს მიმართ და იცით ეს რამხელა ტკივილი იყო შეყვარებული ადამიანისთვის?

- გამარჯობა ჯონქუქ, როგორ ხარ?
- კარგად - ,,ისე როგორც ქილაში ჩასმული პეპელა, თავისუფლება მინდა"
- მოდი დღეს ისეთ თემაზე ვისაუბროთ, რაზეც ჯერ არ გვისაუბრია
- კარგით
- სიყვარული! რა არის სიყვარული? მინდა შენი მოსაზრება გავიგო ამ სიტყვის მიმართებაში - ,,სიყვარული? მან ეს სიტყვა პირველად ახსენა ჩემთან, ნუთუ მიხვდა?"
- ეს ხომ უბრალოდ გრძნობაა, რომელიც ადამიანს ცვლის - ,,ცვლის და ტკივილის გარდა არაფერს ანიჭებს. სიყვარული, ხომ დიდი ბორკილებია, რომელიც ხელებზე გაქვს შემოხვეული და გაფრენის საშუალებას არ გაძლევს"
- უბრალოდ - ,,ამ წამს ზუსტად მაგ მდგომარეობაში ვარ"
- ჰმმ...რამის მოყოლა ხომ არ გინდა?
- არა - ,,მიყვარხარ, სხვა რა გითხრა?"
- კარგი, მაშინ მე მოგიყვები ჩემი სიყვარულის ისტორიას - ,,ნუთუ ვინმე უყვარს. არა ოღონდ არ მომიყვეს!" - მოკლედ ადრე ერთი ახალგაზრდა შემიყვარდა, მასაც ვუყვარდი, ყოველ შემთხვევაში მე ასე მგონია, მას ეს არასოდეს უთქვამს, რაც ძალიან მწყინს, საბოლოოდ კი უბრალოდ გაქრა ჩემი ცხოვრებიდან - ,,ლამაზი იის ასე მიტოვება ვის გაუგია?"
- შავთვალა ბიჭუნავ შენ არავინ გიყვარს? - ,,სხვა ვინ თუ არა შენ?"
- არავინ
- რატომ გინდა, რომ შენი თავი ნიღბის მიღმა დამალო?
- არ ვმალავ - ,,გამბედაობა არ მყოფნის"
- კარგი, სჯობს სხვა დროს ვილაპარაკოთ. ნახვამდის!
- ნახვამდის!

იოსკაWhere stories live. Discover now