თავი 18

866 61 22
                                    

ფილმის ყურების დროს ძალიან ბევრი ვიტირე.ისე რომ მგონი თვალები ჩამიწითლდა და დამისივდა...ფანჯრიდან ფხაკუნის ხმა მომესმა.თავიდან შემეშინდა,მაგრამ ჰარის დანახვისას შიში მხოლოდ სიხარულმა და ბედნიერებამ შეცვალა.
-ჰარი.-მისკენ გავიქეცი და ჩავეხუტე.ისე თითქოს,კვირები არ მყავდეს ნანახი.
-ჩემო პატარავ ძალიან მომენატრე.-მომიშორა და თვალებში ჩამხედა, რის გამოც ჯერ ანერვიულდა, ეს ანერვიულება კი ნელ-ნელა სიბრაზეში იზრდებოდა.
-რატომ იტირე?ვინ გაწყენინა?დროზე მითხარი რომ ის სიფათი მივუნგრიო დროზე!-გამეცინა ღმერთო ისეთი ეჭვიანი და ისეთი მზრუნველია.
-რა გაცინებს?მითხარი რა მოგივიდა დროზე!ჯეკმა გითხრა რამე?ეგ ნაბიჭვარი.ფანჯრისკენ მიტრიალდა.
-ჰარი დამშვიდდი უბრალოდ ფილმს ვუყურებდი და ამეტირა.და საერთოდ ჯეკს რატომ ახსენებ?
-იმიტომ!ესეიგი ფილმს უყურებდი არა?
-ხო აი შეხედე.-კომპიუტერისკენ მივანიშნე სადაც ფილმის მთავარი პერსონაჟი იყო გამოსახული.თუ არ ვცდები ქოული ქვია.
-ეეს?!-ბრაზით გამომხედა.ცოტას ვიმაიმუნებ...
-ხოო ნახე როგორი საყვარელი,სიმპატიური და სე...-არ დამამთავრებინა.
-აჰა ესეიგი ეს მოგწონს და მე არა ხო?
-რას ამბობ ჰარი?-გამეცინა.
-მე უფრო სიმპატიური და საყვარელი ვარ თუ ის?-ღმერთო მსახიობზე ეჭვინობს....ქოული რათქმაუნდა რომ კარგი გარეგნობის ბიჭია,მაგრამ ჩემს ბიჭს ნამდვილად ვერ აჯობებს.
-ჰმ მოდი დავფიქრდე...ის კარგი აღნაგობის ბიჭია, საყვარელიც და მხიარულიც.-დავინახე როგორ გაბრაზდა და მგონი ცოტა ეწყინა.
-მაგრამ ჩემს ჰარის ნამდვილად ვერ აჯობებს.შენ მასთან შედარებით ანგელოზი ხარ ჰარი.როგორ იფიქრე რომ ვინმე შენზე მეტად მომეწონებოდა?-გაეღიმა.ეს იყო ყველაზე თბილი, მოსიყვარულე და გულწრფელი გაღიმება.ჩემთან ახლოს მოვიდა, მისი ცხვირით ჩემსას გაეთაშა, მაკოცა,ბოლოს კი ჩამიხუტა.
-მიყვარხარ ბელ.
-მეც მიყვარხარ ჰარი.
ჰარი მალევე წავიდა.როგორც შემპირდა უამრავი შოკოლადები მომიტანა.ყველა არ მიჭამია,მაგრამ ნახევარი გადავჭამე.სკოლისთვის სამოსი მოვამზადე და დაძინება გადავწყვიტე.

მძულხარWhere stories live. Discover now