ცარიელ საწოლში ვიღვიძებ,და ჩემი გაღვიძების მიზეზი კი დედაჩემია,რომელიც ყვირის.დარწმუნებული ვარ ისევ მამაჩემს უყვირის სისულელეზე.ძილი გამიტყდა,ამიტომ,იძულებული ვარ ავდგე და გავარკვიო რა ხდება.
როცა მისაღებში შევდივარ,დედა დივანზე მჯომიარე ტირის,ხოლო მამა ფანჯარასთან დგას და სიგარას ეწევა.
-დედა?-ჩემმა ხმამ კითხვასავით გაიჟღერა.იმავე წამს შემომხედა ცრემლიანი თვალებით.-დედა,მეტყვი რა გჭირს?-ვცდილობ ხმა არ ამიკანკალდეს.ის დგება და გულში მიკრავს.
-მაპატიე,გთხოვ.-ჩემს ყელში ტირის და მეც ვეხვევი.
-დედა,მაშინებ.რა გჭირს?-არ ვეშვები.ის კი ისევ დუმს.-ჯანდაბა,-ხმას ვუწევ.-მეტყვი ოდესმე?
-ვეინი...-ხმა უწყდება.მე უკვე ნერვიულობას ვიწყებ.ხო,ახლა შევამჩნიე რომ ჩემი და სახლში არაა.ამის დედაც...რა ხდება?-ვეინი,ის წავიდა.
ის მშორდება და ისევ დივანზე ჯდება.მე გაშეშებული ვდგავარ.როგორ თუ წავიდა?სად წავიდა?რითი წავიდა?რატომ წავიდა?ჩემს თავში უამრავი კითხვა იჩენს თავს.დასუსტებული მხოლოდ ამის თქმას ვბედავ.
-რატომ?-მამა სიგარას ფანჯრიდან ისვრის და მიბრუნდება.
-მას შეეშინდა.მას აღმოაჩნდა ვირუსის სიმპტომები და შეეშინდა რომ ჩვენ რამეს დაგვიშავებდა.ეს ყველაფერი მის მიერ დაწერილ წერილზე წავიკითხე.მას არ უთქვას სად,მაგრამ,ის წავიდა.მე არ ვაპირებ სადმე წასვლას,და არც ჰიონა,არც შენ.ჩვენ აქ ვიქნებით.არაფერია საშიში.პავერაკოვი ჯერ კიდევ არაა დიდად გავრცელებული.ჩვენ ამას გადავლახავთ.-ამის თქმას როგორ ბედავს?ის რა,საერთოდ ვერ ხვდება სად ამოვყავით თავი?
-რა?სრულ ჭკუაზე ხარ?
-ჯიმინ!წესიერად!-მკარნახობს დედა.
-დედა,უსმენ?მეცნიერები ამბობენ რომ ეს სირობა ვირუსი მთელ დედამიწას მოედება,შენ კი ამბობ რო საშიში არაა?აქ?ამ სახლში?ჩვენ სამი უსუსური არსება მოვუვლით ჩვენ თავებს?მაშინ,როდესაც გარეთ დაინფიცირებულები თავისუფლად ივლიან?გადავრჩებით,როცა საჭმელი არ გვექნება?შენ ჩვენზე კი არ ზრუნავ,შენ ჩვენ გვანადგურებ.-ვუყვირი მინჰოს.ის მრისხანედ მიყურებს,ჩემთან მოდის და ყელში მწვდება.
YOU ARE READING
Zombie Apocalypse [JIKOOK]
Adventureჯიმინის მამა - პაკ მინ ჰო,რომელიც ქიმიური ქარხნის დირექტორი და დამაარსებელია.ქარხანაში ტარდება უამრავი ცდა,მაგრამ,რა მოხდება,თუ ადამიანს დიდი რაოდენობით ჰასიუმის (Hs) და ლოურენსიუმის (Lr) ნარევს შეუყვანენ? გაძლებენ ჯიმინი,ჯონგუკი და თავიანთი მე...