Jungkook Pov
დილით ცოტა ადრე გავიღვიძე სააბაზანოში თავი მოვიწესრიგე და სავარჯიშოდ სტუდიაში გავემართე.
- დილა მშვიდობის ჯონგუკა - ჯინ ჰიონმა ზურგზე ხელი დამარტყა და ტკივილისგან წამოვიყვირე.- ჯანდაბა ჰიონ რა მწარე ხელი გაქვს! - ჯინმა თავისებურად ჩაიცინა და თბილად გამიღიმა.
- კარგი, წამოდი თეჰიონმა ენერგეტიკული სასმელები მოიტანა და ამოიჩემა ჯონგუკს უნდა გავასინჯოო.- ბოლოს მაგის გამო არ მოვხვდით სავადმყოფოში შვიდივე? ნეტა ვიცოდე საიდან მოაქვს ეგ სასმელები მაგ ბიჭს. - მზერა თეჰიონს მივაპყრე რომელიც ჰოსოკთან ერთად მორიგ იდიოტურ ხუმრობაზე სიცილით სკდებოდა.
- ეჰ, რაღაც რაღაცეები ჯობს საიდუმლოდ დარჩეს ჯონგუკა.
- მაგალითად ის, რომ გუშინ ნამჯუნთან იწექი? - პირდაპირ სახეში შევხედე და წარბები დამპლურად ავათამაშე.
- მოგკლავ..
- ჰაჰ, ვერ გამწირავ ჰიონ ~ ზედმეტად გიყვარვარ ამისთვის! - ხელები ჯიბეებში ჩავიწყე და სტუდიაში შევედი დანარჩენ წევრებთან.- ხალხნო, არავინ არ შემოგაკლდათ? - ნამჯუნმა ყველას სათითაოდ გამოგვხედა.
- მოიცა ყველანი აქ რატო ხართ? - წინ წამოვიწიე და ნამჯუნის წინ დავდექი.- აბა კარგად დაფიქრდი ეხლა ჯონგუკ, შენ და ჯიმინი სადმე მარტო დასატოვებლები ხართ? - ისე მართალი იყო.
- წინაზე პოპკონის გამო ჯიმინმა თმების გლეჯვა დაუწყო, მე და იუნგის რო არ გაგვეშველებინა ეხლა ჯონგუკი გაპუტული წიწილასავით ივილიდა. - ჰოსოკმა გულიანად ჩაიხითხითა და წყლის ბოთლი მოიყუდა.- ჰაჰა.. ძალიან სასაცილოა ჰოსოკ .. ისე იქცევი თითქოს იუნგის რამდენიმე დღის წინ ფეხები არ გაუშალე. - ბიჭმა წყალი გადმოაფურთხა და პირდაპირ თეჰიონს შეასხა სახეში.
- ეს კი უკვე სასაცილო იყო - კმაყოფილმა გავიღიმე და ჯიბეებიდან ხელები ამოვიღე.
- ჯონგუკ.. ახლავე წადი და ჯიმინი მოიყვანე. - ნამჯუნმა ხელები გადააჯვარედინა და უკმაყოფილოდ გამომხედა.- მე რატომ?
- ეს სიმღერა ერთად გვაქვს შესასრულებელი.. ჯიმინი კიდე ერთ ერთი მთავარი მოცეკვავეა ესე არ გამოვა. - ამჯერად გაბრაზებული მზერა მე მომპაყრო და თავი დატუქსულ ბავშვად მაგრძნობინა.- კარგი.. - იქაურობას გამოვეცალე და ჯიმინის საძებნელად წავედი.
YOU ARE READING
პუზანელი ბიჭები (JIKOOK)
Fanfiction- წესიერად ჯუჯავ! - რა დამიძახე?.... - ჯუჯავათქო! - ჯონ ჯონგუკ მოგკლავ! - ჯერ მომწვდი პაკის და ჯონის " სასიყვარულო " ისტორია