Jungkook Pov
8 სიმღერის შესრულების შემდეგ რამდენიმე წუთი შესვენება გვქონდა და სცენაზე შვიდივე სხვადასხვა მიმართულებით გავიფანტეთ.
- არმი! ერთობით? - გაისმა ჰოსოკის პოზიტივით სავსე ხმა რომელსაც ენერგიით სავსე შეძახილები მოჰყვა.
ყოველთვის ახერხებს ადამიანი გააღიმოს და გაახალისოს, ამითვის მას როგორც ჩემს ერთ ერთ ჰიონს
პატივს ვცემ.-რაღაც მნიშვნელოვანი მაქვს სათქმელი. - უცებ მთელი სხეული დამეძაბა და ჯიმინს შეშინებულმა გავხედე.
- ჩვენ ამ შვიდი წლის განმავლობაში ბევრი რამ მოვახერხეთ როგორც კორეულმა ბოიბენდმა და ამის გამო თქვენი ძალიან მადლიერი ვარ... - ბიჭმა მიკროფონს მოუჭირა და ფანებს აცრემლებული თვალებით გახედა.
-მინდა.. მინდა ისეთივე გულწრფელი ვიყო თქვენთან როგორც თქვენ ხართ ჩვენთან!.. - მთელს სტადიონში სიჩუმე ჩამოწვა, თითოეული გოგო, ბიჭი თუ ზრდასრული ადამიანი ჯიმინს თვალებში დაჟინებით უყურებდა. ყველა ელოდა, რომ ის რამეს იტყოდა და ძალზედ აინტერესებდათ ეს რა იყო.
- იმედია.. ამის გამო არ განმსჯით და არ დამივიწყებთ როგორც თქვენს საყვარელი აიდოლს.. - სულ გაგიჟდა?!..ნამჯუნს და სხვა წევრებს ანერვიულებულმა გავხედე, ეს ბიჭი ახლა რას აკეთებს?!..
- მე ჰომოსექსუალი ვარ.. - თითქოს დრო გაშეშდა, ყველა ჯიმინს გაშტერებული უყურებდა და ნორმალურ ახსნა განმარტებას ითხოვდა.
- იმედია, ამის გამო უფრო შემიყვარებთ და არ განმსჯით... - ძირს დაიხედა და თავისი პატარა ხელებით ცრემლები ძლივს ძლივობით მოიწმინდა.
- ჯიმინ.. - ჯინი მასთან ახლოს მივიდა და გულში ჩაიკრა.
- ოპა! ამის გამო არ უნდა იტირო! ჩვენ გაფასებთ და გვეყვარები როგორიც არ უნდა იყო! შენ ბითესის ნაწილი ხარ! ჩვენ კიდე შვიდივე წევრი უზომოდ გვიყვარს!- გაისმა ერთი გოგონას ხმა.
არ ვიცი როგორ მაგრამ რამდენიმე წამში მთელი სტადიონი ჯიმინის სახელს გაყვიროდა და ჩვენი იასამნისფერი ოკეანე ცისარტყელის ფერებში უეცრად განათდა.
YOU ARE READING
პუზანელი ბიჭები (JIKOOK)
Fanfiction- წესიერად ჯუჯავ! - რა დამიძახე?.... - ჯუჯავათქო! - ჯონ ჯონგუკ მოგკლავ! - ჯერ მომწვდი პაკის და ჯონის " სასიყვარულო " ისტორია