ეპილოგი.

382 59 44
                                    

ოთახიდან ნაცნობი ხმა გამოდიოდა. ზედმეტად ნაცნობიც კი. მოხუცმა კიბე აიარა და მარცხენა დერეფანში მყოფ, ყვითელ კარებთან გაჩერდა. ეს მისი საყვარელი ფერი იყო. მისი ფერი. მოხუც მამაკაცს მკაფიოდ ესმოდა მისი ხმა. ის ხმა, რომელიც ასე ჰქონდა მონატრებული. მოხუცმა ფიქრები გაფანტა და ბიჭის ოთახში შეაბიჯა. ბიჭს კალთაში კომპიუტერი ედო და იქ მყოფ, ვარდისფერ თმიანს უმზერდა.

ჩანაწერი პირველი.

რა კარგია. როგორ მიხარია. თავისუფლებას ვგრძნობ. რა კარგია სუნთქვა თავისუფლად. დავდივარ და ვგრძნობ სიცოცხლეს.

20:22
02.05.2021
ჩანაწერის დასასრული

-მინმინ, რას უსმენ? - იკითხა მოხუცმა და შვილიშვილი კალთაში ჩაისვა.

-ბაბუა ეს რა არის? - ხელით ანიშნა ბიჭმა კომპიუტერში მყოფ ბიჭზე.

-ეეს? ეს ისტორია თუ რატომ გქვია შენი სახელი.-თქვა მოხუცმა და სევდიანად გაიღიმა.

-შეგიძლია მომიყვე? -იკითხა ბიჭმა და საწოლში კომფორტულად მოკალათდა.

-მოგიყვები. აუცილებლად მოგიყვები. ოღონდ დღეში მხოლოდ ერთ ჩანაწერს მოვისმენთ. ასე აჯობებს. - თქვა მოხუცმა და თავზე ხელი გადაუსვა შვილიშვილს.

-კარგი შეგიძლია დავიწყოთ?

-რა თქმა უნდა დიდო ბიჭო.

მოხუცი 30 დღის განმავლობაში უყვებოდა 13 წლის შვილიშვილს მისი პირველი და უკანასკნელი სიყვარულის შესახებ. შვილიშვილი ყოველდღე ელოდა დაღამებას რადგან ბაბუასთან ისტორია მოესმინა.

მოხუციც უყვებოდა მოგონებებს და აი დადგა ბოლო დღეც.

-მინდოდა. მე ის მინდოდა, მაგრამ არ შემეძლო. ვერ შევძელი. ვერ შევძელი და ვერ გავუწიე წინააღმდეგობა მშობლებს. არ მინდოდა მასთან დაშორება. ამიტომ მომიწია ასე მწარე გზით. ვიცოდი რომ ეტკინებოდა მაგრამ მე ეს გავაკეთე, რადგან მე არ მტკენოდა. ლაჩარი ვარ. გთხოვ შენ მაინც არ დათმო შენი სიყვარული, როცა ის გეწვევა. - მიუბრუნდა ჯონი მომტირალი შვილიშვილს.

- და ბაბუ მაინც რატომ არ წახვედი? - იკითხა ბიჭმა და ბაიას მხარზე აქვითინდა. ჯონგუკმა მოჰხვია შვილიშვილს ხელები და გულში ჩაიკრა. შემდეგ კი რამდენიმე ცხელი ცრემლი თვითონაც ჩამოუცურდა.

-ის, ჩემს დაბადების დღეს და ქორწინების დღეს გარდაიცვალა. სწორედ ამიტომ არ აღვნიშნავთ არ ქორწინების იუბილეს და არც ჩემს დაბადების დღეს. ბებიაშენმა და შენმა მშობლებმა იციან რომ მე ის ჯერ კიდევ მიყვარს, ამიტომ გამიგეს. ბებიაშენი ძალიან კარგი ქალია, მაგრამ ჩემი გული სხვას ეკუთვნოდა ეკუთვნის და სანამ ცოცხალი ვარ მისი იქნება. ვინ იცის, იქნებ ადრე რომ გამეცნო ბებიაშენი შემყვარებოდა.

-მიყვარხარ ბაბუ!

-მეც მიყვარხარ, ჯიმინ.

*-*-*-*-*-*-*-*-*

მადლობა ყველას ვინც კითხულობდა და მოეწონა ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. მართალია ეს არ არის საუკეთესო ნაშრომი, მაგრამ იმედია რაიმე მაინც გაგრძნობინათ. ნახვამდის.

განსაკუთრებული მადლობა Hideeki 💜

✓| 30 Notes Without You |✓Onde histórias criam vida. Descubra agora