💕💕💕

84 5 2
                                    

ავტორის პოვ
ელის დაბადების დღის შემდეგ ორი თვე გავიდა. დრო საკმაოდ ნელა გადიოდა. გოგონებმა, იმის და მიუხედავად, რომ საკმაოდ ბევრი ფული ჰქონდათ, თავიანთი კაფე გახსნეს, სახელად PARADISE. ოთხივემ იმ კაფეში დაიწყო მუშაობა. ულამაზესი ინტერიერით შესრულებული კედლები უდიდეს სიმყუდროვეს გამოიწვევდა. ღია ფერების ნაზავი მომენტალურად გამშვიდებდა და გაიძულებდა თავი იმ მომენტში დაცულად გეგრძნო. ერთმანეთის მონაცვლეობით რჩებოდნენ კაფეში. იმაშიც გაუმართლათ, რომ ლექციები ერთმანეთისას არ ემთხვევა ხოლმე. უკვე აპრილის პირველი კვირაა. გარეთ წვიმს, გოგონები კი კაფეში არიან და არე-მარეს გაჰყურებენ. უეცრად კარები გაიღო და იქიდან მათი ცხოვრების მეგზურები შემოვიდნენ. ერთმანეთს ღიმილით შეხვდნენ და გადაეხვიეს. ეს კაფე უკვე მათი შეკრების ადგილად იქცა.
- ბიჭებო, რას მიირთმევთ??? - იკითხა მინამ და ქუქის კოალასავით მიეხუტა
- მე უბრალოდ ჩაი მომიტანე - თქვა თეჰიონმა
- მე ლატეს დავლევ
- ჩვენ კი წვენი მოგვიტანე - თქვეს შუგამ და ჰოსოკმა
- კარგით - მინამ შეკვეთა ადგილზე მიიტანა და ლაპარაკს შეუდგნენ
- გოგოებო, ერთ თვეში როგორც იცით სწავლას ვამთავრებთ. მოდი დიდად ნუ გავაჭიანურებთ და ქორწილის დაგეგმვა დავიწყოთ, რას იტყვით??? - თქვა ჰოსოკმა და კეტრინს მიაჩერდა. გოგონებმა ერთმანეთს გადახედეს. სამივეს ღიმილი ეპარებოდა სახეზე, თავები დაუქნიეს და ერთ ხმად განაცხადეს
- თანახმა ვართ!!! - ამას კი მათი ბედნიერი სიცილი მოჰყვა
- მოიცადეთ და მე სამივეს მეჯვარე უნდა ვიყო??? - თქვა გაურკვევლობაში მყოფმა მინამ
- მმმ მოგიწევს - ღიმილი შეაგება ელიმ
- მაშინ, ანუ, მმმ, უკვე ტანსაცმლის და ინტერიერის შერჩევა უნდა დაიწყოთ არა???
- დიახ
- მაგრამ რადგანაც სამივე ერთად ვიხდით, მაშინ ჯერ ის ადგილი უნდა მოვძებნოთ სადაც ქორწილს გადავიხდით. სამივეს სხვადასხვა აზრები გვაქვს ქორწილთან დაკავშირებით და როგორ გამოვა??? - თქვა კეტრინმა
- მართალი ხარ, ამაზე საერთოდ არ დავფიქრებულვარ. გაბი, შენ რა აზრს შემოგვთავაზებ???
- ჩემი გეგმა მოგიყვეთ???
- აჰამ
- კარგით. პატარაობაში მინდოდა, რომ ჩემი ქორწილი მთაში ყოფილიყო. სუფთა, მწვანე გარემოში. იმ ადგილიდან, სადაც ხელი უნდა მოგვეწერა, კი მინდოდა გამოჩენილიყო მწვანე ფერად შეფოთლილი ხეები, რომლებიც შეფენილი იყო მთის კალთებზე. რავი, ეს ჩემი აზრია და თუ მოგწონთ - დაასრულა სიტყვა გაბიმ და თეჰიონს გახედა, რომელიც უბედნიერესი სახით უყურებდა მის საცოლეს.
- ვაუ ძალიან მაგარია გაბი, ამის შემდეგ კი რესტორანში წავიდეთ სადაც უდიდესი მხიარულება იქნება და ვიზეიმებთ ჩვენს გაბედნიერებას.
- ანუ მოგეწონათ???
- აბა რა - ყველამ ერთხმად შესძახა
- ბავშვებო, მალე ლექცია მეწყება, უნდა დაგტოვოთ - თქვა მოწყენილმა მინამ - ნახვამდის
- კარგად - როგორც კი მინამ კაფის კარები გაიხურა ჯონგუკმა მაშინვე საუბარი დაიწყო
- მოკლედ ერთი საიდუმლო უნდა გაგიმხილოთ
- გისმენთ
- ესეიგი, მინდა მინას ხელი თქვენს ქორწილზე ვთხოვო, როგორც კი ხელს მოაწერთ მაშინვე, აბა დამეხმარებით???
- რა თქმა უნდა, მაგ აქამდეც უნდ გეთქვა
- ხო ვიცი, მაგრამ არ მეგონა კარგი აზრი თუ იყო, მაგრამ მინას რომ შევხედე, შევატყვე რომ გული დაწყდა, ხოდა საბოლოო გადაწყვეტილება მივიღე
- ძალიან მაგარია ქუქი, ყველაფერში დაგეხმარებით, არ ინერვიულო
- კარგით მაშინ მე დაგტოვებთ
- დაგველოდე, ჩვენც წამოვალთ
- კარგად ბიჭებო~
- ერთ თვეში, ქორწილია ქეიფია გრიალი, გრიალი გრიალი ოხერ ტიალი - ბოლო ხმაზე სიმღერა დაიწყო ელიმ, რომელსაც შემდეგ მოცეკვავე გაბი და მოხტუნავე კეტრინი შეუერთდნენ.

Crazy teens love story (დასრულებული)Where stories live. Discover now