გახდი ჩემი!!!

67 6 0
                                    

დრო სწრაფად გადიოდა, კეტრინის და ჰოსოკის გრძნობები კი ისევ ისეთი რჩებოდა. ორი მოსიყვარულე ადამიანი, რომლებიც ერთად ერთ სრულყოფილებას ქმნიან. (((როგორც მე ვიტყოდი ორი გვრიტი გენათალოთ დედააა😊))) რა გინდა ამაზე უკეთესი ინატრო?! ერთად უბედნიერესები არიან. ყველას უხარია მათი ამბავი, გოგონებს განსაკუთრებით. ელი მუდამ წუწუნობდა თუ როდის უნდა შეხვედროდა თეთრ ცხენზე ამხედრებულ პრინცს, ამის გამო გაბის ნერვები ეშლებოდა დააა საწყალი ელი უკვე სამი დღეა ნეკნებ ჩამტვრეული დადის. ბიჭებთანაც არაფერი შეცვლილა გარდა იმისა რომ ჰოსოკი აქამდე ხო სულ იკრიჭებოდა და ახლა 24/7 გადმოყრილი აქვს ოცდათორმეტივე კბილი და დადის ასე.
შუგა პოვ
დილით ძალიან ადრე გამეღვიძა. რაც კეტრინი და ჰოსოკი ერთად არიან მის მერე ერთი თვე გავიდა. მეც გამაჩნია გრძნობები ელის მიმართ. უფროსწორად ერთ საღამოს გამიჩნდა, სწორედ მაშინ გოგონები ჩვენთან რომ დარჩნენ და ელის ჩემს მკლავებში ჩაეძინა. იმ მომენტში ულამაზესი იყო. ტუჩები ისე საყვარლად ჰქონდა დაბუშტული, რომ ცდუნებას მისი კოცნის შესახებ ძლივს გავუძელი. აქამდე ვითმენდი, თუნდაც უარით გამომისტუმროს დღეს ყველაფერი უნდა ვუთხრა. უნიში წასასვლელად მომზადება დავიწყე. მალე ოთხივე მზად ვიყავით და გოგონებთან გავწიეთ.
გაბი პოვ
დილის ექვსი საათიდან მოყოლებული მე და კეტრინი დასჯილი ბავშვებივით ვზივართ და ელის კაპრიზებს ვუთმენთ. რამდენჯერმე ვიფიქრე თმით ვითრევთქო, მაგრამ კოლინსმა შემაჩერა.
- აუუ მეც მინდა რა შეყვარებული. აი კეტრინს ხო ჰყავს არააა მეეეეე მე არ მინდა??? - გაბი ნერვები მოთოკე არ აჰყვე!!! - ასეთი ლამაზი გოგოები დავდივართ ამ დედამიწაზე, მე და გაბი, მე მითუმეტეს და რა არის რა ეს მარტო ყოფნააა - რაოო ვაიმეეე ახლა ამას თმით ვითრევ. მშვიდად!!! - ან ეს შუგაა თუ ვირის წიწილი რას გაჩუმებულა ამოიღოს რა ხმაა კაცი არააა - "გაბის მოთმინების ფიალა დეჟა ვუ~"
- აეხლა მოიცაააა!!!! - დავიყვირე ბოლო ხმაზე - რომ დაყუდებულხარ აქ სტოლბასავით შენ თვითონ ვერაფერს ეტყვი??? ჰააა გამეცი პასუხი! დამდგარა აქ და შემომჩივის ვითომ რამე შემეძლოს შენი ჭირიმე რააა ჩემი საქმე ვერ მომიგვარებია ეხლა კიდე ეს შემომიჩნდა!!!
- შე ქათმის ნეკა თითის ფრჩხილო - "ვაა ეს როგორ ვერ მოვიფიქრეე მიდი კოლინს" - ასე ძალიან თუ გინდა იუნგის შეყვარებული იყო ნორმანულად ვერ მოიქცევი?
- კაცია და უნდა მითხრას!!!
- გამიშვით უნდა მოვკლა!!! - დავიყვირე და ელის გავეკიდე. (((ძვირფასო მკითხველებო გთხოვთ გაიხსენოთ თუ როგორ დარბიან ტომი და ჯერი, მადლობა ყურადღებისთვის😊))) - აჰაააა გიაუროოო ხო მაინც დაგიჭირეეე ვეღარსად ვერ გამექცევი შე... "კარზე ზარი" შე იღბლიანო ძროხა!!! - ესეც დავიყვირე და ოთახში ავვარდი ამას კი კინაღამ ჩემი კარები შეეწირა. (((სინაზე სტუდიაში))) ზარის პატრონები რა თქმა უნდა ბიჭები იყვნენ. კეტრინმა კარები გააღო და მაშინვე ჰოსოკს შეახტა, რასაც ელის მობეზრებული მზერა მოჰყვა, ხოლო რაც იუნგი დაინახა მობეზრება გაბრაზებაში გადავიდა. 

Crazy teens love story (დასრულებული)Onde histórias criam vida. Descubra agora