1

1K 35 104
                                    

მიას pov:

ყელში რაღაც მედება და ვერ ვარკვევ რა არის, ხელს ვადებ და ფეხია.
თვალებს ვახელ და ვნახულობ, რომ ორი გიჟი გვერდით მიწევს.
სამი ადამიანი ერთ საწოლზე.

ორივეს თავი ბალიშზე დაუდია მე კი საწოლის ბოლო მხარეს მიმაგდეს.

-აგენს ძილი არ უნდა აღირსო.

ჩავიბუტბუტე ჩუმად და ისევ დავწექი იმ იმედით, რომ ძილს გავაგრძელებდი, მაგრამ ვინ შეგარგო, ისევ ფეხები!

-ვაიმე სარა მაჭამე ეგ ფეხები არ გინდა?! - ისე ვიყვირე, რომ მსოფლიო დაინგრეოდა.

ჩემს ნაყვირალზე სარამ ბალიშიდან თავი აწია და შემომხედა.

-რა გინდა გოგო?!

-როგორ თუ რა მინდა, გუშინ ღამით მარტო არ დავწექი ამ საწოლზე თქვენ აქ რა გინდათ?! - ისევ ყვირილით ვუთხარი.

-ჩუუ, გაიღვიძებს. - პირთან საჩვენებელი თითი მიიტანა და ისე მითხრა.

-მაგას სამყარო, რომ თავზე დაეცეს მაინც არ გაეღვიძება.

ჩემს ნათქვამზე ორივეს გაგვეცინა, ვიცინეთ და ისევ საწოლს მივუბრუნდით, რომ დაგვეძინა, მაგრამ ახლა კარის გაღების ხმა და ყვირილი გაისმის ჩვენს ოთახში.

-ლი მია, სწრაფად ადექი! - ოთახში დედაჩემი შემოდის და მეუბნება, რომ სწრაფად ავდგე.

-დედა?!

-დეიდა სოფია?!

-დეიდა სოფია?! - მესამე საწოლიდან წამოხტა, ჩვენც კი გაგვიკვირდა, როგორ გაიღვიძა, ამიტომ რამოდენიმე წამი მზერა მასზე გადავიტანეთ, შემდეგ კი ისევ დედას მივუბრუნდი.

-დედა? შენ სამსახურში არ მიდიოდი? თუ გამოგაგდეს.

-დედაშენს სამსახურიდან ვინ გამოაგდებს, მე თვითონ წამოვედი, შენ უნდა მოგხედო.

-მომხედო? - გოგონებმა ერთმანეთს გადავხედეთ.

-ხო ოჯახი უნდა შექმნა.

-რა მითხარი?! - ამის გაგონებაზე "ოჯახი უნდა შექმნა"-ო საწოლზე ფეხებით შევდექი, შემდეგ ძირს ჩავედი და დედიკოს წინ დავდექი.

სიყვარულში გაჭედილებიWhere stories live. Discover now