2

422 30 33
                                    

მიას pov:

უკვე მობნელდა, ჩანთიდან ჩემს მიერ დაწერილი, სამუშაოთა სია ამოვიღე და ზედ დავყურებდი.
ქუჩაში დილიდან დავბოდიალობ სამსახურის საშოვნელად მაგრამ არა, ვერაფერიც ვერ ვიპოვე.
უკვე მზად ვიყავი დამლაგებლად დამეწყო მუშაობა, ისეთი მომაბეზრებელია.
ფურცლის ერთი მხარე სულ მთლად გადაშლილი იყო, მეორე მხარეს კი მეწერა რომელ კომპანიებში მევლო სამსახურის საშოვნელად, მაგრამ ნამდვილად არ მქონდა ამის თავი.
საშინლად დავიღალე სიარულით, თან დღევანდელი დღე არც ისეთი კარგი იყო.
პირველი, რომ სასწრაფოდ სამსახური მეშოვა, მეორე, რომ ვიღაც გადარეული გადამეყარა გზად, მესამე, რომ დღეს საშინლად ცხელოდა და კიდევ ბევრი...
უკვე ღამის შვიდი საათი სრულდებოდა, სახლში უნდა წავსულიყავი, შემდეგ დედასთვის ყველაფერი მომეყოლა და მის რეაქციას დავლოდებოდი.
ბევრი აღარ მიფიქრია, შუა ქუჩაში გაჩერებულმა, დავიძარი და სახლისკენ წავედი.
კარზე ვაკაკუნებ, კარებს დედა მიღებს, და კითხვებს მაყრის.

-რა ქენი შვილო? იპოვე სამსახური? - სახლში შევედი, დედაზე საერთოდ არ შემიხედია, პასუხიც არ გამიცია, რამაც ცოტა არ იყოს გააღიზიანა.

-შვილო? აქ ხარ? - მკითხა და ხელი სახის წინ ამიფრიალა.

-დედა გთხოვ მოგვიანებით ვისაუბროთ, ძალიან დავიღალე, შხაპს მივიღებ და გამოვალ კარგი? - ვუთხარი მშვიდად და ჩემი ოთახისკენ წავედი.

კარები შევაღე, ოთახში შევედი და ვნახე, რომ ჩემს საწოლზე, სარა და ჩეიონი წამოსკუპებულიყვნენ, როგორც ჩანს მე მელოდებოდნენ.

-მია? რა ქენი? იპოვე ხოო? - ჩეიონი მომიახლოვდა და ხელი ჩამკიდა.

-ვერა ჩეიონ, უკვე ცუდად ვარ. - ვუთხარი სევდიანი სახით და მათთან ერთად საწოლზე წამოვჯექი.

-აბა, მიდი თქვი, რომელ სამუშაო ადგილებში იარე? - მკითხა სარამ და ჩემსკენ შემობრუნდა.

-მეც არ ვიცი უკვე, დღეს ჩემი დღე სულ არ ყოფილა! ნეტა მოვეკალი იმ ბიჭს, დიდ მადლობას გადავუხდიდი საიქიოდან! - ხელების ქნევით ვთქვი ჩემი სათქმელი და ხელები თმებში შევიცურე.

სიყვარულში გაჭედილებიWhere stories live. Discover now