Part six

21 2 0
                                    

ანას დილის 6 საათზე გამოეღვიძა.იუნგი არსად იყო.
-ნეტავ როდის წავიდა?ალბათ მშობლების ხმა გაიგო და გაიპარა?-ანას უცებ თავში დაარტყა-ნეტა დაინახეს?ახლა მათ რა აუხსნის.
ანამ იბანავა ჩაიცვა და დავალება შეასრულა.
  -ნეტავი დაინახეს?რომ დაინახონ მერე რა?არა როგორ არა,თან მე მის ხელზე ჩაფრენილს მეძინა.-ანა თავში გამწარებით იტყამდა ხელებს და თან კიბეზე ჩამოდიოდა.
-ანა დღეს გვიან მოვალ.მამაშენიც არ იქნება.გთხოვ შენს ძმას მიაქციე ყურადღება რომ გვიან არ დაიძინოს.ხვალ გამოცდა აქვს.
-რა?...აა მას...კი როგორ არა.
კარი სწრაფად გამოიხურა და სწრაფი ნაბიჯით წავიდა ავტობუსის გაჩერებისკენ თან ფიქრობდა:ნუთუ ვერაფერი დაინახეს.ალბათ მათ მოსვლამდე წავიდა.
  რატომღაც ქუჩაში სიწყნარე იყო.სიჩუმეს მხოლოდ ერთი-ორი მანქანა ან თითო-ოროლად მოსიარულე წყვილები თუ არღვევდნენ.თავიდან ვერ იცილებდა ფიქრს რომ შეიძლებოდა იუნგი არ მოსულიყო,მაგრამ არა.ის უკვე გაჩერებასთან იდგა და მიმავალ ანას ყურებამდე უღიმოდა.ანას ხასითი წამსვე შეეცვალა და მას გაუღიმა.
-რაღაცა ადრე მოსულხარ.თან საკმაოდ ბედნიერი,რამე მოხდა და არ მომიტანა ჩიტმა ამბავი?
-ისეთი არაფერი,უბრალოდ გამიხარდა რომ თავს კარგად გრძნობ.-უცებ ხელი მარცხენა მხარზე იტაკა და სახე დაემანჭა.
-მხარზე რა გჭირს?
-ისეთი არაფერი.მალე გამივლის.
-ნამდვილად?ჩანთის მოკიდებაც კი გიჭირს.სად დაშავდი?
-შენ სახლში.
-ჩემ სახლში?რაიყო მამაჩემმა ხომ არ გცემა?-გაუღიმა ანამ
-ნეტა ვეცემე.იმის შიშით რომ შენს მშობლებს არ დავენახე და რამე არ ეფიქრათ სახურავიდან უსაფრთხოდ ჩამოსვლა მქონდა მიზნად,საკმაოდ საშიში სახურავი გაქვს,საშინლად სრიალებს,მაგრამ კიდევ კარგი ქვევით ის დიდი ბუჩქი გაქვთ დარგული თორემ კი ავილეწავდი ჩემს ლამაზ სახეს.
-ისე კი გამიკვირდა რატომ ქონდა იმ ბუჩქს პატარა უბედო იუნგის კვალი.-ხმამაღლა გაიცინა ანამ და მხარზე ხელი გაკრა.იუნგიმ კი სიმწრისგან კინაღამ ცრემლები გადმოყარა.
ავტობუსი უახლოვდებოდათ.გზაზე დახაზულ ნიშანზე ნელა გააჩერა ავტობუსმა.სწრაფად აირბინეს ორი მაღალი კიბე და ადგილი ავტობუსის ბოლო სავარძლებზე დაიკავეს.
-დღეს ახალი მოსწავლეების მიღებაა არ გინდა სამხატვროში მოხვიდე?
-არ ვიცი ჯერ კიდევ არ მომიფიქრებია.არ მაქვს გადაწყვეტილი ვცადო თუ არა.
-თუ არ ცდი ვერ გაიგებ.შეიძლება შემდგომში ინანო რომ არ სცადე,ამიტომ სჯობს სცადო ვიდრე მთელი ცხოვრება იფიქრო რომ გეცადა რა მოხდებოდა.
-რომ არ გამომივიდეს?
-არაუშავს თუ არ გამოგივა რაც მთვარია სცადე,მაგრამ არასდროს დაკარგო საკუთარი თავის იმედი და ბოლომდე ეცადე.
———————————————————
სამხატვროში შესვლის შემდეგ იუნგი უკვე აქტიურ ცხოვრებაში ერთვება.დილით ადრე დგება სამხატვროში მიდის ანასთან ერთად ხოლო შემდეგ კი საღამომდე კაფეში მუშაობს.ცხოვრება უკვე ისეთი აუტანელი აღარაა როგორც ადრე იყო ანას შეხვედრამდე.ის თითქოს მისი ნარკოტიკი გახდა.მის გარეშე უკვე ერთ დღესაც ვერ ძლებდა.სიამოვნებდა მისი ღიმილის დანახვა,მასთან ერთად ავტობუსში მუსიკების მოსმენა და სამუშაოზე წასვლის წინ ერთად ლანჩის ჭამა.თითქოს ყველაფერი ერთმანეთს აეწყო,მაგრამ იუნგის გულს მაინც უწვავდა იმაზე ფიქრი რომ ერთ დღეს ანა მას დატოვებდა.ის ფიქრობდა რომ ანა მას მეგობრად თვლიდა და მეტი მისგან არაფერი უნდოდა.იუნგი კი თავს ყველანაირად ზღუდავდა რომ ანას არაფერი შეემჩნია.ანა მის ცხოვრებაში უკვე მნიშვნელოვანი მოვლენა გახდა.ის იყო მის გვერდით როცა უჭირდა და დახმარება სჭირდებოდა,როცა უხასიათოდ იყო ართობდა.მაშინაც კი როცა სახლში საშინლად დაღონებული და გაუბედურებული მიდიოდა რადგან ბიჭები მას მთელი თვის ფულს პარავდნენ.ამ დროსაც კი ანას ურეკავდა იმ იმედით რომ მისგან საპასუხო ნუგეშისცემას მიიღებდა და ასეც ხდებოდა.ანა ყველანაირად ცდილობდა რომ იუნგის ეს ამბავი გულთან არ მიეტანა და არ დაღონებულიყო.მისი გაუთავებელი ლაპარაკის მერე კი იუნგი თავს კარგად გრძნობდა.ანას მის ბედნიერების ვარსკვლავს ეძახდა,რადგან ნებისმიერი მდგომარეობაში შეეძლო რამე მხიარულის თქმა და ბოლოს იმდენს იცინოდნენ იუნგის ჰაერი არ ჰყოფნიდა ხოლმე.ასევე მაშინაც კი ურეკავდა როცა საშინელ მოშმარს ნახავდა და ეს ხშირად ხდებოდა.იუნგი თითქმის ყოველდღე საშინელ კოშმარებს ნახულობდა და ოფლში გაჟღენთილს გამოეღვიძებოდა ხოლმე.შემდეგ კი ანას ურეკავდა.ისიც იმდენს ელაპარაკებოდა რომ მას კოშმარი ავიწყდებოდა უბრალოდ ქრებოდა მისი გონებიდან.ანა კი არასდროს წუწუნებდა იმასე რომ იუნგი შუაღამისას აღვიძებდა.ის მაინც მხიარულად და ენერგიულად ლაპარაკობდა თან გულით იცინოდა.იუნგი ამ დროს უბედნიერესო იყო რადგაც საყვარელი ადამიანის სიცილი ესმოდა.ამის შემდეგ კი მშვიდად იძინებდა თითქოს ანა მისი წამალი ყოფილიყო.
———————————————————————

𝑻𝑯𝑬 𝑬𝑵𝑫...🎼Where stories live. Discover now