13 სექტემბერი - დღე როცა დავრწმუნდი რომ მეორე შანსი სიცოცხლეში სრული აბსურდია. წვრილმან შეცდომებს რომელსაც ყოველდღიურობაში დიდ ყურადღებას არ ვუთმობთ, მათ არ ეხება.
ადამიანი რომელმაც დედაჩემს და მის მშობლებს, ნათესავებს, მათ შორის მეც დიდი ტკივილი მოგვაყენა, წლების განმავლობაში თავის დანაშაულს ციხეში იხდიდა, თვეობით მონასტერში ატარებდა დროს ცივილიზაციისგან შორს დანაშაულს "ინანიებდა" და რომელსაც მეორე შანსი ვაი ვაგლახით მაგრამ მაინც მისცეს - ეს არის მამაჩემი, მოკლედ რომ ვთქვათ ადამიანი უზომო სიდიდის თავმოყვარეობით, რომელსაც ჰგონია რომ ყველაფერში მართალია და გარშემომყოფები მტყუანნი არიან. ვსო. სულ ესაა.
ციხიდან სულ ერთი წელია გამოსულია, ამ ერთი წლის განმავლობაში, თვეების მანძილზე ითხოვდა ჩვენთან (მე და დედაჩემთან) დაბრუნებას, მიუხედავად იმისა რომ უარზე ვიყავით, მან მაინც მოაღწია აქამდე და მე - ადამიანი რომლის მშვიდი მდგომარეობიდან გამოყვანაც ურთულესია - ეს მოახერხა.
ესეიგი - მოვიდა ადამიანი, ფაქტიურად უცხო, დაჯდა ჩემს სახლში და ახლა თავისი წესების დამყარებას ცდილობს - მაგარია არა? ესეთია ზუსტად ეს კაცი, თუ შეიძლება რომ ესე ვუწოდოთ.
საკმაოდ ბევრი ინტერესი მაქ, ყველა სფეროში - სპორტი, მუსიკა, ხელოვნება, კულინარია, ენები და ა.შ, მათ შორის საბრძოლო ხელოვნებაც და ესე მოხდა რომ დავიწყე კარატეზე სიარული მაგრამ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მიზეზებია გამო 2 წლის შემდეგ დატოვება მომიწია, დიდი ხანი არაფრის არ ვყოფილვარ დაკავებული, იოგა რომ არ ჩავთვალოთ და რამდენიმე თვის წინ ვცადე კრივზე მისვლა, მიმიღეს და აგერ პირველ გაკვეთილზე ვარ, მაგრამ ისევ და ისევ ეს ჩემი დაწყევლილი ფეხი გამოხტა და როგორც თქვენ არ მისულხართ იქ მეორედ ისე არც მე, მამაჩემი კიდე სპორტის ოსტატის სახელის კანდიდატი იყო კრივში, საკმაოდ ძლიერი სპორტსმენი და ესე ვთქვათ "ეწყინა" რომ გამოვედი და ის ფაქტი სულ არ ადარდებდა რომ ერთი კვირა იმ ვარჯიშის მერე ვკოჭლობდი, ამ ამბის მერე მამაჩემი არც ერთ ჩემს ახალ იდეას სერიოზულად არ იღებს.