იცით... ბევრი რამ ხდება ცხოვრებაში და დროდადრო რაღაცეების სხვებისთვის გაზიარებაც საჭიროა, ბევრს უთქვამს რომ კარგი ფსიქოლოგი ვიქნებოდი და შეიძლება ჩემი მომავალიც ამ პროფესიას დავუკავშირო... არ ვიცი... ბევრისთვის მიმიცია რჩევა, მაგრამ მე თვითონ მიჭირს ჩემს თავზე მუშაობა, მაინც ვუშვებ იგივე შეცდომებს რომლებიც არც ისე კარგ გავლენას ახდენს ჩემზე, მაგრამ მაინც იგივეს ვაგრძელებ, ხოლო ახლობლების თვალში ისევ ვიღიმი და უდარდელი ადამიანის როლს ვთამაშობ... ვერ ვიტან ორპირობას - მძაგს! მაგრამ ამავდროულად მეც ესეთი ვარ. რას ვიზამთ, ბუნებამ შემქმნა ესეთი
ბევრთან შემიმჩნევია ის ცუდი მოქმედებები, სიტყვები და ჩვევები რომლებიც გამაღიზიანებელია არა მარტო ჩემთვის, არამედ ძალიან ბევრი ადამიანისთვის, შენიშვნებს ვიძლევი და შემდეგ ჩემს თავში იგივე პრობლემას ვპოულობ მაგრამ ვატარებ. უცნაური რამეა საკუთარი "მე", საკუთარი პიროვნება, არა? რას იტყვით?
ყველას გვაქვს რაღაც ნაკლი, რაღაც მინუსი, მაგრამ ზოგი მუშაობს ამაზე, მე კი ვილოცებ და ვატარებ, ვითომ არც არასდროს ყოფილა და ვმალავ, რაც უფრო მეტ პრობლემას მიქმნის და მძაბავს... რეალობაში რომ მიცნიბდეთ იტყოდით რომ ძლიერი ადამიანი ვარ, ალბათ უშიშარი და დამოუკიდებელი, თავაწეული და თავში დარწმუნებული, უგრძნობი, ოდნავ უხეშიც, ზოგჯერ ბოროტული გამოხტომებით მაგრამ მედალს ორი მხარე აქვს... რეალობა სულ სხვანაირია, საკმაოდ მგრძნობიარე ადამიანი ვარ, ბევრ რამეს ვატარებ ყურებს შორის და ვაიგნორებ, შეჩვეული ვარ აზრის პირდაპირ გოხატვას როცა რაიმე არ მომწონს და ეს ოდნავ უხეშადაც ჟღერს, მაგრამ გულზე მოხვედრილ სიტყვებს ვერ ვუწევ წინააღმდეგობას, ვჩუმდები და ყველაფერს თავში ვიგროვებ, ვიგუბებ და როცა წყალი უკვე კალაპოტში ვერ ეტევა და უკვე გადმოსვლას ითხოვს რა თქმა უნდა ვაფრქვევ ემოციებს, მაგრამ ყველაფერი საბოლოოდ იმავე წყლით მთავრდება, რომ დავაზუსტოთ - ცრემლებით, სწორედ ამიტომ ვიკავებ თავს ემოციების გამოხატვისგან და როცა რაიმე მწყინს უბრალოდ დუმილს ვაძლევ უფლებას დაისადგუროს ჩემს გარშემო, მერე კი საკუთარი წყენის მიზეზს ათასჯერ ვატრიალებ თავში, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, დაახლოებით რომ ვთქვა ბოლო 5 წლის განმავლობაში ესეთი "ემოციური აფეთქება" მხოლოდ სამჯერ მქონდა, ისიც ზედიზედ, რამდენიმე თვის წინ, ახლა კი როგორც ვხვდები დუმილის და იგნორის სტადიას ვუბრუნდები, სანამ ის ერთი კონკრეტული პიროვნება ისევ არ დაიწყებს ჩემი ნერვების გამოცდას, ვნახოთ სადამდე გავქაჩავ, მაგრამ ვფიქრობ მივახვედრე უკვე რომ მისი ესეთი ქცევების გაგრძელება მისთვის დიდ შედეგს არ მოიტანს და უარესს იზამს ამითი... ვნახოთ რა იქნება. სიმართლე რომ ვთქვა გუშინაც ემოციურ პიკზე ვიყავი მაგრამ თავი შევიკავე
მუდმივად ემოციებისგან გადაღლილი ვარ, ამიტომაც იმდენად მხიარულიც აღარ ვარ როგორიც ვიყავი, უბრალოდ ღიმილის მიზეზიც კი სულ მქონდა მაგრამ ახლა ყალბი ნიღბით დავდივარ... ახლაც ვუყურებ რასაც ვწერ და ირონიული ღიმილი მივლის სახეზე, მეორეხარისხოვან დრამას გავს, სადაც მთავარი პერსონაჟი "12 წლის დეპრესიული ნინჩოა". ერთი სიტყვით - EW
ოლდებს გემახსოვრებათ ალბათ რომ ფიკებსაც ვწერდი ადრე, მაგრამ ახლა მორჩა, ბევრი საქმით ვიყავი დაკავებული რაც მართლა მსიამოვნებდა, მაგრამ ახლა ყველაფრის ინტერესი და მოტივაცია დავკარგე, ადრე ვაფასებდი თავისუფალი დროის ყოველ წამს, ახლა კი იმას დამატებული რომ უფროსკლასელის ცხოვრება ისედაც არც ისე თავისუფალია ვცდილობ მაქსიმალურად დავიტვირთო თავი, შეიძლება ახლა განტვირთვა უკეთესი საშუალება იქნებოდა, დასვენება და თავში ყველაფრის დალაგება მაგრამ მირჩევნია დატვირთული გრაფიკის დაუდმივი ფიზიკური დაღლილობის ფონზე ემოციურ აბსურდულ აზრებს თავი ავარიდო, ესეც ხომ გამოსავალია არა?
მოკლედ, არ ვიცი როდის დავბრუნდები, მაგრამ დიდი ალბათობით გავაგრძელებ წერას და მერე ისევ ყოველდღიურ ცხოვრებას დავუბრუნდები, ამიტომ მაინცდამაინც ხშირად ვერ მიგულებთ აქ, საერთოდ ვინმე მაინც თუ წაიკითხავს ამას... და ხო - ამასაც მხოლოდ ყურადღების მისაპყრობად ვწერ, მე ხომ ყურადღების მანიაკი ვარ და საკუთარი თავის მიმართ უყურადღებობას ვერ ვიტან 🙄 დროებით
3:21P.M
თქვენი ვირუსი
![](https://img.wattpad.com/cover/239675935-288-k107028.jpg)