თავი 1

356 22 36
                                    

please vote and com🥺🥺❤️❤️

2010 წლის 15 ივნისი

,,ჰარის pov"
დილით როგორც ყოველთვის მზის სხივები აღწევს ჩემს ოთახში, რაც მაიძულებს რომ თვალები გავახილო. გვერდით მდგარი კომოდიდან ტელეფონი ავიღე და საათი შევამოწმე. 1 საათში სკოლა მეწყება. ავდექი და მოვწესრიგდი. შავი ჯინსი და ნაცრისფერი მაისური ჩავიცვი, ფეხზე კი ჩემი საყვარელი ბოტასები, რომელიც დედამ მაჩუქა 16 წლის იუბილეზე.
შემდეგ კი ქვემოთ ჩავედი სასაუზმოდ.
ენი(დედა):- დილამშვიდობისა ჩემო საყვარელო
მე:- დილამშვიდობისა დედა, ჯემა სად არის?
ენი:- წეღან დავუძახე და მალე ჩამოვა.
როგორც კი ეს თქვა დედამ, ჯემაც გამოჩნდა კიბეებზე.
ჯემა:- დილამშვიდობისა ჰაზ
და თმები ამიჩეჩა. ეხლა კი აჩეჩილი კულულებით ბუჩქს დავემსგავსე
მე:- ეიი
ჯემა:- მომწონს შენი თმა
და გამეკრიჭა.
სანამ ვსაუზმობ ჩემს თავზე მოგიყვებით. მე ვარ ჰარი სტაილსი 16 წლის, ვცხოვრობ
რედიჩში, ვურსტერშირი (მგონი სწორად დავწერე) და ჰოლმს ჩაპელის საჯარო სკოლაში ვსწავლობ.
მყავს დედა, რომელსაც ენი ქვია და მყავს და სახელად ჯემა. ეს ორი ადამიანი ჩემთვის ბევრს ნიშნავს. ალბათ დაგაინტერესებთ სად არის მამაჩემი. ის და დედა დაშორებულები არიან.
ჯემა უნივერსიტეტში სწავლობს დედა კი საცხობში მუშაობს, სადაც მეც ვეხმარები სკოლის მერე. სკოლის ბენდში ვუკრავ რომელსაც ,,თეთრი ესკიმო" ქვია.
მემგონი ამით მორჩა ჩემი ისტორია, ეხლა კი სკოლაში უნდა წავიდე, თან დღეს ბოლო დღეა.
კარებთან მივედი და მხრებზე ჩანთა მოვიკიდე. სანამ კარს გავიხურავდი დედას მივაძახე.
მე:- კარგად დეე
ენი:- კარგად ჰარი
სკოლა სახლთან ახლოს არის ამიტომ იქამდე ფეხით მისვლას 5 წუთი ჭირდება.
და აი ისიც ჩემი სკოლა.
ჩემს კლასში შევედი და ბოლო მერხზე დავიკავე ადგილი.

,,ზეინის pov"
როგორ არ მიყვარს დილით გაღვიძება, მაგრამ ასეა საჭირო. დღეს სკოლაში ბოლო დღე მაქ და შემდეგ ზაფხულის არდადეგები იწყება. ტანსაცმელი ჩავიცვი და ქვემოთ ჩავედი, სადაც დედაჩემი, მამაჩემი და ჩემი დები, საფაა, ვალია და დონია დამხვდნენ.
ტრიშა:- დილამშვიდობისა ზეინ
მე:- დილამშვიდობისა ყველას.
ვისაუზმე და ეგრევე სკოლაში წავედი. სანამ გზაში ვარ ჩემზე მოგიყვებით. მე ვარ ზეინ მალიკი 17 წლის, ბრადფორდიდან. ძალიან მიყვარს სიმღერა. სიმღერა ჩემი სულის განუყოფელი ნაწილია.
აი სკოლის შენობაც გამოჩნდა.

I Have Loved You Since We Were 18 (16)Where stories live. Discover now