ნია💫

892 43 0
                                    

სახლში მისულმა ყველაფერზე დავიწყე ფიქრი, თბილისში დაბრუნების შემთხვევაში რა უნდა გამეკეთებინა, რას ვეტყოდი მამაჩემს და ასე შემდეგ.. ფიქრიც კი არ მაცადა და შუა აზროვნების დროს დამირეკა..
- უსაქმურო რას აკეთებ? ისეთი ტონით მითხრა ხასიათი ბოლომდე გამიფუჭდა..
- ვერთობი მამა. გაგულისებულმა ვუპასუხე და მაქსიმალურად მეცადე სიმშვიდის შენარჩუნება...
- ხო კარგად გაერთე, ეს ამ წელში ბოლო გართობა იქნება შენთვის , მორჩა უსაქმურობის დრო, კაცად უნდა იქცე გეგა კაცად....- მაქსიმალურად ხმამაღლა ჩამძახოდა მამაჩემი და მე კიდევ განერვიულებული დავდიოდი ოთახში..
- გასაგებია მამა მშვიდად ვუთხარი და ტელეფონი დივანზე მოვისროლე. ეს კაცი ოდესმე თუ დამაფასებს, ოდესმე თუ მომეშვება და დამასვენებს.....ბოლო ხმაზე ვიყვირე და აივანზე გავვარდი..

**
დილით გაოცებული დამყურებდა თავზე ირაკლი.. თვალები გავახილე თუ არა შევკრთი...
- რაააა?- გაბრაზებულმა ვუყვირე და წამოვდექი..
- რა გაყვირებს ტო.. აქ რა პონტში გძინავს??
- მომეშვი, მძინავს რა.. რა გინდა იკა? მამაჩემმა ამშალა წუხელ, ამ კაცს ვერაფერი დავანახე და მოვაწონე...დავიღალე რა...
- კაი . რა ბუზღუნა ცოლივით ლაპარაკობ ტო. დღეს ხო არ გაიცანი მამაშენი 22 წელია ასე იქცევა რა...
- ხოდა დავიღალე იკა .... არ ვიცი რის მიღწევას ცდილობს რა... გუშინ როგორ გაერთე?? რა ხდებოდა?
- აუუ მაგრად ტო, რატო წახვედი რა. მაგარი გოგოები ავყარე....შენ რა იმის მერე სახლში ხარ??
- არა, შენ წარმოიდგინე და სანაპიროზე გოგო გავიცანი მაგარი ვიღაცაა.ულამაზესი....
- მოიცა შენ რა შეგიყვარდა??? არ გამაცინო გეგა, რა დროს სიყვარულია უნდა გავერთოთ დაიმახსოვრე...
- ვინ გითხრა რომ შემიყვარდა ? გავერთობი და ეგაა.. კარგი გოგო ჩანს.. ისე მეცოდება კი გული რო ვატკინო...
- დაიკიდე რა, როდის აქედან გახდი ასეთი გულჩვილი?? გერთე და მერე ვსიო....გინდა დავნიძლავდეთ რომ ამ გოგოს ვერ დაკერავ?
- ცდები დავნიძლავდეთ, ეს გოგო დღეს ჩემი იქნება...მართალი ხარ, ყველა ქალი ერთნაირია, მაშინვე ის მითხრა გეტყობა ფულიანი მამიკოს შვილი ხარო... ეტყობა ეგეც გამოჭერაზე იყო რა... ხოდა შანს ხელიდან არ ვუშვებ....
- ასე რა, ჩემი ძმა დაუბრუნდა ცხოვრებას რა..... დღეს საღამოს გავდივართ? ჩვენები ჩამოდიან და მოვენ...
- ბაზარი არაა. გავიდეთ...

ბოლო სიტყვა შენზეაWhere stories live. Discover now