#1

56 4 0
                                    

ფანჯარასთან ვდგავარ, ნახევრად შიშველი და ნისლიან ამინდში ბურუსით მოცულ უსაზღვრო ხედს გავცქერი. მე რომ ასე ძალიან არ მელამაზება, არ მელამაზება თექვსმეტ სართულიანი  ძველი კორპუსები და შავად შეღებილი ქარხნები. ქაოსურად მოძრავი სპორტული მანქანები. სიგარეტს სიგარტზე ვეწევი და ჩემთვის ფიქრებში ვარ გართული. ერთი ჩვეულებრივი დღის ჩვეულებრივი დასაწყისია. გუშინდელი მოსაწყენი საღამოსავით რომ უნდა დასრულდეს. ვიცვავ და გარეთ გავდივარ, მეტროც თითქმის ცარიელია  მხოლოდ გადასასვლელში კიბეზე ჩამომჯდარა საზოგადოებისგან გამორიყული მოხუცი  მოწყალების სათხოვნელად. როგორ მინდოდა უცებ მოვხვეოდი, მე აი ამ მოხუცის სევდიანი თვალები მტკიოდა. ჩემი გულისტკივილებით დაცარიელებულ სევდისფერ ქუჩებში ძველებურად ისევ მარტო, უმეგობროდ მივაბიჯებდი, ყურსასმენებ გაკეთებული და უცებ ჩემს საყვარელ მელოდიაზე მომინდა აი იმ მათხოვართან ვალსი მეცეკვა, მინდოდა არეული ნაბიჯები ორივეს გადაგვედგა, ეს ოცნების ნაგლეჯი რეალობად მექცია. და ისევ ვერ შევძელი მასთან მისვლა, მასთან მიახლოება. ადამიანის ნარჩენებო, მეც თქვენსავით მათხოვარი ვარ, დაბადებიდან მოწყალებას ვითხოვ, იქნებ ვინმე გამვლელმა ერთი თბილი სიტყვა გადმომიგდოს. ფიქრებში წასულმა სიცივისგან გალურჯებულ ხელებზე დავიხედე, ალბათ როგორ შევეცოდებოდი ახლა დედას. ნოემბრის ერთ ცივ საღამოს იმედგაცრუებული ცხოვრებისგან მივაბიჯებდი არავინ არავისთან შესახვედრად. ჩემი გულის ძგერა მკაფიოდ მესმოდა, ცოცხალი ვიყავი. მივდიოდი არავინ არავისთან შესახვედრად...

🎉 You've finished reading ჩვეულებრივი დღის დასაწყისი 🎉
ჩვეულებრივი დღის დასაწყისიWhere stories live. Discover now