1. "ნანე" - ატარებს თუ არა ეს ზედმეტსახელი შენთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას?
- ზოგადად სახელებთან მიმართებაში ძალიან მგრძნობიარე ვარ, შესაბამისად, „ნანე“ ჩემთვის მეტად ძვირფასი სახელია. ინსპირაცია სიმბოლისტებისგან წამოვიდა. როგორ გინდა ისეთი უბრალო სახელისგან, როგორიცაა პავლე, შექმნა ისეთი დიდებული, როგორიცაა- პაოლო! მათი შემოქმედებაც დაემატა ყველაფერს და დიდი სიყვარულისგან შეიქმნა სახელი „ნანე“. შემდგომში აღმოვაჩინე, რომ სომხურ მითოლოგიაში ნანე ათენას უიგივდება, რომელიც სიბრძნის, ბრძოლისა და ნაწილობრივ, შემოქმედების ქალღმერთია. ამან კიდევ უფრო მეტად გამახარა და შემაყვარა ჩემი სახელი. პირადად ჩემთვის ნანე სამყაროს ხელოვნებას ნიშნავს.
2. შენი აზრით, რაშია ესთეტიკა?
- ესთეტიკა შემოდგომაში, ზღვაში, მუქ მწვანესა და ყავისფერშია. და კიდევ, მოკირწყლული ქუჩების ფერგადასულ შენობებში. ისე, ესთეტიკა ძალიან ფართე ცნებაა, მაგალითად უეცრად შეიძლება ისეთ რაღაცებში ვიგრძნო ესთეტიკა, რაშიც იქამდე ვერც კი წარმოვიდგენდი. ესთეტიკას ვპოულობ სურნელში, მზის სხივების უცნაურ მოძრაობაში და ღრუბლების ფორმებში, სეზონების ცვლილებაში... მოკლედ ესთეტიკა იმაშია, რაც ბედნიერებას მანიჭებს.
3. რომელ ჟანრში ვერ დაწერ ვერასდროს?
- საშინელებათა. ზედმეტად მშიშარა ვარ ამ ჟანრისთვის. დამიჯერებთ თუ გეტყვით, რომ არც ერთი საშინელებათა ჟანრის ფილმი/ანიმაცია არ მაქვს ნანახი? წაკითხვაზე ან წერაზე ლაპარაკი ხომ ზედმეტია!
4. რა შთაგაგონებს?
- ამ კითხვაზე პასუხი მართლა არ მაქვს. სულ არაფრისგან შეიძლება ისეთი დიდი ისტორია დამებადოს გონებაში, რომ მე თვითონაც გამიკვირდეს. ხანდახან იმასაც ვფიქრობ, რომ ჩემი საწოლი ჩემი საუკეთესო მეგობარი და მტერი ერთდროულადაა. ბალიშზე თავდადებულს მაფიქრდება ყველაზე მეტი იდეა ან ფრაზა და ყოველდღიურობისგან დაღლილი ხშირად ვერ ვახერხებ მათ ჩანიშვნას, ამიტომ ბევრი მეკარგება კიდეც. იმედია ოდესმე გამოვისწორებ ამ „მავნე ჩვევას“.
YOU ARE READING
21 კითხვა Nanesthetic-სთან
Não Ficçãoრუბრიკის შემდეგი სტუმარია კულტურული ესთეტიკის მოყვარული მწერალი - ნანე. მისი ნაშრომები ყოველთვის ემოციურად მრავალფეროვანი და დროითი ვარიაციებით სავსეა! ეს არის რუბრიკა "21 კითხვა ავტორთან" და მე ამ რუბრიკის წამყვანი, სალომე მექვაბიძე, იგივე პინგვინი...